ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩებოდა. პრიციპში, დანიელებისთვის რომ საყაიმო შედეგი უფრო აღებული ქულა იქნებოდა, ვიდრე დაკარგული ქულები, ეს ლოგიკურიც არის...

14 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 83 465 მაყურებელი

ჰოლანდია-დანია 2:0

ჰოლანდია (4-2-3-1): ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკორსტი - ვან ბომელი, დე იონგი (88. დე ზეუ) - კუიტი, სნეიდერი, ვან დერ ვაარტი (67. ელია) - ვან პერსი (77. აფელაი).

დანია (4-4-1-1): სორენსენი - ლ. იაკობსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი - რომედალი, იორგენსენი, კ. პოულსენი, ენევოლდსენი (56. გრონკიაერი) - კალენბერგი (73. ერიკსენი) - ბენდტნერი (62. ბეკმანი).

გოლები: 1:0 ს. პოულსენი (46), 2:0 კუიტი (85)

მატჩი დაიწყო: დანია; დარტყმა: 15(10)-7(4); ჯარიმა: 13-20; კუთხური: 6-2; გაფრთხილება: 2-1; ბურთის ფლობა: 56%-44%.

არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

საინტერესო მომენტები

20' - მარჯვენა ფლანგზე ვან ბომელმა გაინავარდა, ვან დერ ვაარტი მოძებნა კარგი გადაცემით და ამ უკანასკნელმა მეტად სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

30' - დანიელ აგერმა გრძელი გადაცემით რომედალი მოძებნა, მის ჩაწოდებულს კი ბენდტნერმა დაჰკრა თავური და მცირე მანძილით ააცილა ბურთი კარს.

37' - დანიელთა რამდენიმესვლიანი კომბინაცია რომედალის დარტყმით დასრულდა, თუმცა სტეკელენბურგი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე.

45' - რიკოშეტის შემდეგ ბურთი ვან პერსის მიუვიდა, საშუალო დისტანციიდან დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

46' - ვან პერსიმ მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ჩააწოდა, რასაც საიმონ პოულსენის მიერ გატანილი ავტოგოლი მოჰყვა. უხეიროდ დაარტყა თავური, რის შემდეგაც ბურთი დანიელ აგერს მოხვდა და ისე შეგორდა კარში - 1:0.

52' - სიმონ კიაერმა დაუშვა შეცდომა და ვან პერსი საკუთარ კიპერს პირისპირ შეჰყარა. "არსენალის" ფორვარდმა დააგვიანა დარტყმა და ბურთი პირით ხაზს იქით გაექცა.

72' - შეცვლაზე შესულმა ელიამ დაარტყა ძალიან სახიფათოდ, მაგრამ დანიელთა მეკარემ ითამაშა კიდევ უკეთესად.

80' - ვესლი სნეიდერმა შორი დისტანციიდან გაისროლა, მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

86' - სნეიდერმა შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით ელია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი კუიტმა იმარჯვა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 2:0.

88' - კუიტის ჩაწოდებას სორენსენის შეცდომა მოჰყვა, აფელაიმ მეკარისაგან დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი, თუმცა დანიელთა მცველმა ივარგა და ჰოლანდიელებს მესამე ბურთის გატანის საშუალება არ მისცა.

ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩებოდა. პრიციპში, დანიელებისთვის რომ საყაიმო შედეგი უფრო აღებული ქულა იქნებოდა, ვიდრე დაკარგული ქულები, ეს ლოგიკურიც არის, ჰოლანდიელთა ინერტული თამაში კი ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა. ვისაც მატჩისთვის თვალი არ მიუდევნებია და მხოლოდ შედეგი გაიგო, ალბათ უკვირს ის, რასაც ახლა კითხულობს, მაგრამ ფაქტია, რომ ჰოლანდიელებმა განსაკუთრებული ვერაფერი გვიჩვენეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გუნდი ფავოროტთა სიიდან უნდა ამოვიღოთ და ჩამოვწეროთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდმა გაიმარჯვა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. თანაც, ნუ დაგვავიწყდება ევროპის 2008 წლის ჩემპიონატი და რიხით დაწყებული ჰოლანდიური ისტორიის ტრაგიკული დასასრული. მოკლედ, უმჯობესია შორსმიმავალი დასკვნების გამოტანისგან თავი შევიკავოთ და უბრალოდ, განვლილი თამაში, როგორც ცალკე აღებული განვიხილოთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბერტ ვან მარვიიკმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე ვან პერსი გაამწესა. მის უკან ვესლი სნეიდერი, ვან დერ ვაარტი და დირკ კუიტი მოქმედებდნენ. აქედანვე აღვნიშნოთ, რომ არც ერთ მათგანს საუკეთესო შეხვედრა არ ჩაუტარებია. ვან დერ ვაარტი საკმაოდ ინერტული იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაში ჩააგდო. კუიტმა გოლი გაიტანა და ეს უკვე დიდი პლუსია, მაგრამ მთლიანობაში, მასაც უკეთ შეეძლო თამაში. მათგან საუკეთესო გახლდათ სნეიდერი და მეორე გოლისას შესანიშნავი გადაცემაც მიითვალა აქტივში, მაგრამ გარკვეული პრობლემები მასაც ჰქონდა - საჯარიმო დარტყმები არ უვარგოდა არაფრად. სამაგიეროდ, ძალიან კარგად გაისარჯნენ შეცვლაზე შესული ფეხბურთელები: ელია და აფელაი. სწორედ მათი მოედანზე გასვლის შემდეგ გააქტიურდა ჰოლანდიის ნაკრები და მისთვის ჩვეული ტემპით და სტილით ათამაშდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე მათგანმა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე განაცხადა პრეტენზია და სულაც არ იქნება გასაკვირი თუ მომდევნო მატჩისთვის, ვან დერ ვაარტი უკვე სათადარიგოთა სკამზე დარჩება.

რა შეიძლება ითქვას დანიაზე? - კარგი არაფერი. მორტენ ოლსენმა საფეხბურთო ხრიკს მიმართა და წინასამატჩოდ გააცხადა, რომ ნიკლას ბენდტნერის გარეშე მოუწევდა ფონს გასვლა. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - "არსენალის" ფორვარდი ძირითადში იყო და ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის როლს ასრულებდა. დიახ, ოლსენმა ზედაცვითი ტაქტიკა აირჩია და გუნდი 4-4-1-1-ით განალაგა. სასარტო შემადგენლობაში ვერც ტომასონი ვიხილეთ და ვერც ლარსენი.

პირველ ტაიმში, სკანდინავიელები ტოლსწორად ეპაექრნენ ჰოლანდიელებს და რიგ ეპიზოდებში თითქოს აჯობეს კიდეც, აი ნაანტრაქტევს კი აშკარად დაიღალნენ, გაჩერდნენ და კაპიტულაცია გამოაცხადეს. მომენტების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მით უმეტეს, სტენოგრამას შეგიძლიათ გადახედოთ და ყველა საინტერესო ეპიზოდი აღიდგინოთ. თუმცა, საიმონ პოულსენის გოლზე მაინც უნდა ვთქვათ ოროდე სიტყვა - ასე მოუქნელად და უხეიროდ ეთამაშოს მცველს, მართლაც იშვიათია. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ავტოგოლიდან ხუთიოდე წუთში უკვე სიმონ კიაერმა გამოიჩინა თავი და ვან პერსის შესანიშნავი გამჭოლი გადაცემა გაუკეთა. როგორც ჩანს, გუშინ დანიელი მცველები საკუთარ კიპერზე გაბრაზებულნი გახლდნენ.

რის ხარჯზე გაიმარჯვა ჰოლანდიამ? - მათი წარმატება პირველ რიგში დანიელთა სუსტი ასპარეზობის დამსახურებაა. სკანდინავიელებისგან აშკარად მეტს ველოდებოდით, თუმცა მივიღეთ ძალიან მშრალი, ყოველგვარ იმპროვიზაციას მოკლებული ფეხბურთი. შეიძლება ვინმემ იკითხოს, სად სკანდინავია და სად იმპროვიზაციაო, მაგრამ დანიის ოქროს გუნდი, რომელმაც ევროპის 1996 წლის ჩემპიონატი მოიგო, სწორედ ძლიერი ინდივიდუალისტებით და არაპროგნოზირებადი ფეხბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული - მარტო ძმები ლაუდრუპების გახსენება რად ღირს. დღეს კი, რჩება შთაბეჭდილება, რომ დანია ახალგაზრდა ნიკლას ბენდტნერის იმედზეა. ძნელად წარმოსადგენია, რომ ასეთი დანია შორს გაფრინდეს. რაც შეეხებათ ჰოლანდიელებს, მათი რეალური ძალა ჯერ კიდევ უნდა გამოჩნდეს.

საუკეთესო ფეხბურთელი

ელჯერო ელია (ჰოლანდია)

დანიიდან ერთადერთი ფეხბურთელი, ვისი გამორჩევაც შეიძლება, რომედალი გახლავთ. აქტიურობდა და მარჯვენა ფლანგიდან რამდენჯერმე შექმნა ხიფათი მეტოქის კართან. ჰოლანდიელთაგან ვან დერ ვილის გამორჩევა შეიძლება, რომელმაც თავის ფლანგზე ყველაფერი გადაკეტა და რამდენჯერმე, წინაც ეფექტურად გაიჭრა. თუმცა, საუკეთესო ფეხბურთელად მაინც ელჯერო ელია უნდა დავასახელოთ. სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ ვიხილეთ ნამდვილი ჰოლანდია და ამაში, ახალგაზრდა ფეხბურთელს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ლაშა წიკლაური

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის