ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელის თქმით, მისი გუნდი გორის "დილასთან" მატჩში მოედანზე მოსაგებად გავა
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" ჯერჯერობით ქომაგების იმედებს ვერ ამართლებს, თუმცა ახალგაზრდული გუნდი ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს აკეთებს ბათუმელებან უეჭველ მოგებას ვერავინ გეგმავს.

აქ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანელი პირველლიგელი, ფაქტობრივად, არც გაძლიერებულა და ამის მიუხედავად, ბათუმელებმა თბილისში "დინამოც" კი შეაშინეს, მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" ერთხელაც არ მოაგებინეს, ხოლო ბოლო ტურში ფოთში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

ამჟამად გუნდის ლაზარეთში 11 ფეხბურთელია. სწორედ გახშირებული ტრავმები და უიღბლობა მიაჩნია კლუბის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, თორნიკე ბერიძეს იმის მიზეზად, რომ 12 ქულაზე მეტი არ აქვთ.

მობურთალის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, გორის "დილასთან" მატჩში მოედანზე მოსაგებად გავლენ. იგი იმაშიც დარწმუნებულია, რომ გუნდი, რომლის შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, დაქვეითებას გადაურჩება.

"ლელომ" თორნიკეს ბერიძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- თორნიკე, თბილისის "დინამოსთან" კარგი თამაშით კი გამოიჩინე თავი, მაგრამ უფრო ახლოს გაეცანი ფეხბურთის ქომაგებს.

- ფეხბურთის თამაში 7 წლისამ დავიწყე ბათუმში, "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, ჩემი პირველი მწვრთნელი გონერი ქორიძე გახლდათ. 11 წლისა უკვე თბილისის საფეხბურთო სკოლა "გრანდში" გადავედი, კობა მჟავანაძესთან.

შემდეგ მთელი გუნდი უკვე თბილისის "ლოკომოტივში" აღმოვჩნდით. 2006/07 წლების სეზონში 6 თვით ბათუმის "დინამოში" გადავედი, მაშინ უმაღლეს ლიგაში იყო კლუბი და სადებიუტო შეხვედრა 16 წლისას მქონდა.

მალევე "ლოკომოტივში" დავბრუნდი, რომელიც ასევე უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. თავიდან ტრავმა მივიღე, შემდეგ 18 წლამდე ვითამაშე ამ კლუბში და "ზესტაფონში" გადავედი - მაშინ გუნდს თემურ მახარაძე წვრთნიდა. 2009 წლიდან, ანუ სამი წელია, მშობლიურ გუნდში დავბრუნდი.

- წინა სეზონში ბათუმის "დინამოს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარე, თუმცა ელიტლიგაში ძალიან გაგიჭირდათ. რა არის ამის მიზეზი?

- ალბათ, უფრო გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობა. ფაქტობრივად, ყველა ახალაგაზრდა ვართ. წინა სეზონის შემდეგ, სერიოზულად არც გავძლიერებულვართ. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი ცუდი სატურნირო მდგომარეობა ნამდვილად არ გვექნებოდა, ამდენი უიღბლობა და ტრავმები რომ არა.

ამჟამადაც ბევრი ტრავმირებული გვყავს. "სიონთან" ორივე შეხვედრა ბოლო წუთებზე და ორივეჯერ უიღბლობის გამო წავაგეთ - აქ, ბათუმში მსაჯებს აშკარა ჯარიმა გამორჩათ, ჩვენ გავჩერდით და ამით მეტოქემ ისარგებლა.

უშუალო კონკურენტთან გავიწირეთ ორივეჯერ, თორემ ახლა "სიონზე" წინ ვიქნებოდით. ასევე ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დავმარცხდით კიდევ ერთ პოტენციურ კონკურენტ "ვიტ ჯორჯიასთანაც".

- ამ სეზონში შენი საუკეთესო თამაში თბილისის "დინამოსთან" ითამაშე...

- გეთანხმები, ასეა. "დინამოს" თბილისში ორი გოლი გავუტანე და მესამეს შეგდებაც შემეძლო, მაგრამ შანსი ვეღარ გამოვიყენე. ჩემი კარგი თამაში წაგებამ დაჩრდილა და მერჩივნა, გოლები სხვას გაეტანა და თამაში არ წაგვეგო.

- გია გურულზე რას იტყვი?

- ძალიან კარგი ადამიანია და როგორც მწვრთნელი, თავისი საქმის პროფესიონალია. ასევე ითხოვს ჩვენგან, თუმც ყოველთვის ვერ ვახერხებთ მისი დავალებების შესრულებას. კარგია, რომ ფეხბურთელებსაც გვაჩვევს პროფესიონალიზმს.

- თორნიკე, ფლანგის ნახევარმცველი ხარ, თუმცა ხშირად შუისკენ იწევ და ზოგჯერ ფორვარდადაც გვევლინები. შენ სად გირჩევნია თამაში?

- უფრო შემტევი ნახევარმცველი ვარ, ფლანგის. მაგრამ ზოგჯერ მიწევს შუაში თამაში და "დინამოსთან" სულაც მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე ვითამაშე.

- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე არ გიფიქრია?

- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნულ გუნდში ითამაშოს. გამონაკლისი არც მე ვარ. 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ვითამაშე, 19-წლამდელთა მწვრთნელსაც ვყავდი გამოძახებული და გამომიცდია, რა საამაყოა შენი ქვეყნის სახელით ასპარეზობა.

- კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე რას იტყვი?

- ეს ჩემზეა დამოკიდებული, უამბიციო ფეხბურთელი ხომ ფეხბურთელი არაა. ვნახოთ, ჯერ ბათუმის "დინამოსთვის" უნდა დავიხარჯო, რომ ლიგაში დავრჩეთ.

- რას ფიქრობ, ამის რა შანსები გაქვთ და დარჩენილ თამაშებზე რას იტყვი?

- შანსი გვაქვს, განწირულები ნამდვილად არა ვართ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ახლა ჩვენთვის ყველა შეხვედრა ფინალივითაა - გორის "დილასთან" ურთულესი მატჩი გველის.

მიუხედავად იმისა, რომ ფრეც კარგი შედეგი იქნება, ჩვენ მაინც მოსაგებად გავალთ. შემდეგ "ვიტ ჯორჯიასთან" გვაქვს გასვლა და სახლში "ჩიხურასთან" - ამ ორ შეხვედრაში წარმატების მეტი შანსი გვაქვს. მოკლედ, სამივე თამაშში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მეორე ეტაპისთვის საქმე ცოტათი მაინც გავიიოლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინათქმა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის