Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" 31 წლის ნახევარმცველი 3 დეკემბერს ლონდონში ჩავიდა

Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" 31 წლის ნახევარმცველი ჯო კოული გუშინ ლონდონში ჩავიდა, რათა "ვესტ ჰემში" სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კლუბთან, სადაც კარიერას იწყებდა, კონტრაქტი გააფორმოს.

ჯოს ჰარი რედნაპი "ქუინზ პარკში" უხმობდა, თუმცა ფეხბურთელმა პრემიერლიგის აუტსაიდერთან ხელშეკრულება იუარა.

"გარიგება ჯერჯერობით საბოლოოდ გაფორმებული არ არის, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასრულებამდე მხოლოდ ფორმალობები გვაშორებს," - განაცხადა "წითლების" დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა "სანდერლენდთან" შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"გარდიანის" ცნობით კი მერსისაიდელებს ვეტერანისთვის კომპენსაციის სახით 3 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ამით ისინი კოულის სახელფასო ფონდიდან 4 მილიონს დაზოგავენ, რაკი დარჩენილ 1.5 წელიწადში მისთვის 7 მილიონი უნდა გადაეხადათ. ჯოს ხელფასი "ენფილდზე" კვირაში 92 ათასი ფუნტი გახლდათ.

"ვესტ ჰემში" ის ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებას უნდა დათანხმდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა