ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
ვალდას ივანაუსკასი, ანუ როგორ გავყიდოთ გორის "დილა"?
ვალდას ივანაუსკასი, ანუ როგორ გავყიდოთ გორის "დილა"?
გორელთა კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა და ჯერ არ იციან, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობა ვის შესთავაზონ
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს "დილას" დაფინანსებაზე ჯერ უარი არ უთქვამს, მაგრამ კლუბის ბიუჯეტი ბევრად მცირე იქნება, ვიდრე პირველ წრეში.
მაგრამ უცნობია, რა ბედი ელის კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ, შეუწყდება დაფინანსება, ახალი მეპატრონე ეყოლება თუ საერთოდ, რა მოხდება.
მოკლედ, "დილაში" დიდი გაუგებრობაა. სწორედ ამ გაურკვევლობას გაერიდა გიორგი დარასელია, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" წინადადებას დათანხმდა და "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდა.
ცნობილია, რომ გორულ კლუბში დარასელიას შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ, მათ შორის, "ზესტაფონის" ყოფილ დამრიგებელს, გია ჭიაბრიშვილსა და რუსთავის "მეტალურგის" ასევე ექსმწვრთნელს, კობა ჟორჟიკაშვილს.
შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი კანდიდატურა ლიტველიც იყო - "დილაში" ვალდას ივანაუსკასის ვარიანტზეც ფიქრობდნენ, რომელსაც კლუბის მენეჯერი მამუკა ჯუღელი ახლოს იცნობს და 2007-2008 წლებში თანამშრომლობდა კიდეც.
მაშინ გერმანული კლუბი "კარლ ცაისი" რუსმა ბიზნესმენებმა იყიდეს და მთავარ მწვრთნელად ივანაუსკასი დანიშნეს. მან კლუბში ქართველი ფეხბურთელები: გიორგი ონიანი, ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე და რევაზ ბარაბაძე მიიწვია. შეგახსენებთ, რომ "კარლ ცაისის" გარდა, ივანაუსკასს უმუშავია ლიტვის 18-წლამდელთა, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში, "ბანგაში", "შაულიაიში", შოტლანდიურ "ჰართსში", აზერბაიჯანულ "სტანდარდში".
ჩვენი მხრივ, ვიტყვით, რომ დიდი ხანია ლაპარაკია სახელმწიფო კლუბების განსახელმწიფოებრიობაზე. დიახ, ფეხბურთი ბევრგან შემოსავლიანი ბიზნესია და წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში დოტაციაზე არ არის - ჩვენ ხომ სწორედ ეს გვსურს და იმედია, ოდესმე მივალთ იმ დონემდე, რომ სახელმწიფოს ფინანსური ინიექცია არ დაგვჭირდეს.
დღეს კი ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი წინ ვერ მიდის, მაყურებელი არ დადის, სატელევიზიო, სასპონსორო და ბილეთებისა და ეკიპირების გაყიდვიდან კლუბების შემოსავლები ნულის ტოლია.
ამიტომ ჩვენი სურვილი, რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია მოვიზიდოთ, ფეხბურთი სახელმწიფოს დოტაციაზე არ იყოს და გახდეს შემოსავლიანი, არარეალურს ჰგავს. ცხადია, ბიზნესი ასეთი ფეხბურთით ვერ დაინტერესდება. მას მოტივაცია უნდა ჰქონდეს.
მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მაინც გვგონია, რომ სწორედ დღეს არის "დილას" გასასხვისებლად საუკეთესო დრო: კლუბი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, თასის მოქმედი მფლობელია და გორის ცენტრალურ სტადიონს, სადაც "დილა" თამაშობს, რეკონსტრუქცია სანახევროდ ჩაუტარდა.
ბიზნესი სწორედ ასეთი კლუბით დაინტერესდება, თორემ ცალკე აღებული, ქართული კლუბებიდან ბიზნესისთვის შესაძლოა, საინტერესო მხოლოდ თბილისის "დინამოა".
ვფიქრობთ, საინტერესოც იქნება ასეთი კლუბის საჯარო აუქციონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• besik 61
დილას დაშლა არ შეიძლება,ბიზნესმენებს ვთხოვთ რომ ყურადღება მიაქციოს დილას მდგომარეობას,რადგან ეს არა მარტო დილას წაადგება არამედ ჩვენს ჩემპიონატსაც....
• sasa
გული გაგვიწყალეთ. კი გასაგებია რომ ფეხბურთიბიზნესმა უნდა განაგოს, მაგრამ არა როგორც ქართველმა ბიზნესმენმა,მუქთახორა ბიზნესმენმა მარტო რომ მოგებაზე ფიქრობენ.აგერ უკრაინელი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენები ისინი თავიანთ სამშობლოზე ფიქრობენ და არა როგორც ქართველებს შუღლი ჰკლავთ.ამიტომ ფეხბურთს მივხედოთ და არა ვიყბედოთ ეს თქვენ ჯურნალისტებსაც გეხებათ,მარტო რომ პროვოკაციით ხართ დაკავებულნი დაქირავებული ჯურნალისტები რო ხართ.
• mamulo
სანამ საქართველო ეკონომიურად არ გადზლიერდება,ქართულ ფხბურთს არაფერი ეშველება.ხალხს პურის ფული არა აქვს და რა ეფეხბურთება,გართობამდე ჯერ კაცმა კუჭის პრობლება უნდა გადაწკვიტოს.
• Parma
ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის მჯერა... დასწრების მხრივ, სწორედ დილას თამაშებზე დადის ყველაზე მეტი მაყურებელი... ვისაც ფეხბურთი უყვარს ისეთი ბიზნესმენის ხელში უნდა მოხვდეს გუნდი და ამ საქმის სიყვარულით ყველაფერი გამოვა... მით უმეტეს ცარიელი სახელი აღარ არის, ჰყავს გამოცდილი და პერსპექტიული ფეხბურთელები, სტადიონზე უმეტესი სამუშაოები ჩატარებულია, აქვს მეორე მცირე სტადიონიც, სადაც ხელოვნური საფარია დაგებული, ასევე ქართლის სტადიონი სადაც მიხედვის შემთხვევაში მშვენიერი სავარჯიშო სტადიონი გამოვა... რაც მთავარია გუნდს ჰყავს ერთგული გულშემატკივარი, რომლებიც მუდამ გვერდში უდგანან გუნდს, ჰყავს ახალგაზრდა ფან-კლუბი, რომლებიც გუნდთან ერთად იზრდებიან, გამოცდილებას იძენენ, გუნდს დაჰყვებიან ყველა თამაშზე... რა დროს დაშლაა, ყველაფერი კარგად იქნება !!!
• luxuta
არავითარი სხელმწიფო დაფინანსება ,რა დააშავეს ფიფიამ და კოკაიამ ? ისინი გადასახადებს იხადან და იმ ფულით კომკურენტები ფეხბურთელებს ყიდულობენ
• zxz
დილას დაშლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამდენი შრომა წყალში როგორ უდნა გადაყაროთ
• guja_kakhadze
თამაშის ტემპს მოუმატეთ, ფეხბურთი სანახაობრივი გახადეთ და მყიდველიც გამოჩნდება!
• geo
ბიზნესმენს ვერც გაამტყუნებ რომ ქართულ ფეხბურთს არ ეხმარება.მან რომ ფული ჩადოს ეს მისთვის პერსპექტიული სფერო უნდა იყოს რადგან ის საკუთარ მოგებაზეც ზრუნავს. სამწუხაროდ ახლა საქარტველოში სპორტი პიველ ადგილზე არ არის.
• bibo
მართალია, ამ შემთხვევაში ქვეყნის ჩემპიონატი ბევრად გამოსწორდება და უკეთეს გზას დაადგება, ქვეყანაში კონკურენციის არ არსებობის გამო თბილისის დიმანო მაგიტომ ვარდება ყოველთვის ევრო ტურნირებიდან, სიონს და კოლხეთს რომ მოუგებ ეგ გამარჯვება არაა. ბიზნესმენებო: დილა არ დაშალოთ ძალიან მალე გახდება მომგებიანი კლუბი რაც მტავარია კარგი საფუძველი უკვე ჩაყრილია და აღმავლობის გზაზე დგას გუნდი.
• m.m.m
დილას ამ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა მიხედოს (არა მარტო დილას). თუ დილა არ დაიშლება და მომავალ ევრო ტურნირებზე წარმატებით გამოვა ნამდვილად ექნება შანსი კარგი პატრონი გამოუჩდეს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ბიზნესმენები არაფერში უპერსპექტივო გუნდში ფულს არ ჩადებენ. თუ ფეხბურთის განვითარება გვინდა კლუბებს (ვისაც პატრონი არ ყავს) სახელმწიფომ უნდა მოკიდოს ხელი რაგაც დონემდე მიიყვანოს და მერე გაყიდონ. თუ ასე იქნება აგარც პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველი ფეღბურთელები გაიქცევიან უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის დაბალი დონის და ევროპის II ლიგის გუნდებში.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა