ჯო კოული დარწმუნებულია, რომ "ლივერპული" კრიზისს თავს სულ მალე დააღწევს
ჯო კოული "ლივერპულის" ამჟამინდელი მდგომარეობით შეშფოთებულია, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი კრიზისს თავს სულ მალე დააღწევს.

"ფაქტია, რომ გუნდი უხარისხოდ თამაშობს, კარგად არც მე გამოვიყურები. თუმცა ის მაიმედებს, რომ დიდი კლუბის წევრი ვარ და თავად "ლივერპული" დამეხმარება საკუთარი თავის პოვნაში, ისევე როგორც მე დავეხმარები გუნდს პროგრესის გზაზე დადგომაში", - ამბობს ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც მერსისაიდელებს გასულ ზაფხულს "ჩელსიდან" მიაშურა.

კოულს გვერდი არც დერბიში "ევერტონთან" განცდილი მარცხისთვის აუვლია: "ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წაგება ყოველთვის ორმაგად გულდასაწყვეტია. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და ისღა დაგვრჩენია, შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნოთ და უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ. გუნდი ტონუსში აუცილებლად ჩადგება და დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება".

ჯო იმასაც აცხადებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ერთი წამითაც არ ნანობს და "ლივერპულში" თავს ბედნიერად გრძნობს: "აქ ყველაფერი მომწონს, "ენფილდზე" ჩემთვის საოცნებო გარემოა შექმნილი. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მჯერა, "ლივერპული" მალე ძლიერად ათამაშდება და აქ ყოფნით სრულყოფილად დავტკბები. მე და ჩემს თანაგუნდელებს აბსოლუტურად გვჯერა მწვრთნელისა და მას მხარში ბოლომდე დავუდგებით".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა