ყატარელები ვეტერანს სეზონში 10 მილიონ ფუნტს სთავაზობენ

დეკემბრის ბოლოს "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სადაც მან ხუთი წელიწადი გაატარა, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი ოფიციალურად უმუშევარია და ამბობენ, რომ ახალ კლუბს ჯერ კიდევ ეძებსო.

ყოველ შემთხვევაში მას ჯერ არსად დასცდენია, რომ ფეხბურთიდან წასვლას აპირებს. დევიდს პრემიერლიგური კლუბებიდან რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა კიდეც. მაგალითად, მასთან თანამშრომლობას "ვესტ ჰემი" და "ქუინზ პარკი" გეგმავდნენ, მაგრამ ვარსკვლავს დედაქალაქური კლუბებისგან თავი ჯერჯერობით შორს უჭირავს.

მან ჩინური კლუბების კონტრაქტების განხილვაც არ ისურვა; არადა, აზიელები ნამდვილად სარფიან პირობებს სთავაზობდნენ. ვეტერანი შობა-ახალ წელს სამშობლოში შეხვდა და მას მერე ლონდონშია და ამ ეტაპზე მხოლოდ ისვენებს.

და აი, უკანასკნელი ინფორმაციით, მას ერთ-ერთი ყატარული კლუბი იწვევს. ნამდვილად ვერ გეტყვით, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით რითი შეიძლება სჯობდეს ყატარულ ლიგაში თამაში ჩინეთის ჩემპიონატს და რითი შეიძლება მოხიბლონ მათ ისედაც შეძლებული ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტი ერთია, ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, უკანასკნელები მზად არიან, ბექჰემს 2-წლიან კონტრაქტში 20 მილიონი ფუნტი (24,5 მილიონი ევრო) გადაუხადონ.

"ყატარელები დარწმუნდნენ, თუ რა ძალა აქვს დევიდ ბექჰემს და რამდენად შეუწყო მან ხელი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის პოპულარიზაციას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დევიდი ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელსაც მათი ჩემპიონატის იმიჯის შეცვლა შეუძლია," – განუცხადა ინკოგნიტო წყარომ გაზეთ "სანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დევიდ ბექჰემის ექვსი ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა