საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" თავდამსხმელი მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს
მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ ბაჩანა არაბულით იტალიური და გერმანული კლუბები დაინტერესდნენ.

"საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ მაშინ არ დამალა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" თავდამსხმელს იტალიის სერია A-ს "ბოლონია" იწვევდა.

მაგრამ კატეგორიულად არ უთქვამს, რომ საკითხი იტალიელთა სასარგებლოდ გადაწყდა, შესაძლოა, ბოლო ეტაპზე რაღაც შეიცვალოსო და ასეც მოხდა.

13 იანვარს შევიტყვეთ, რომ ქართველი ახალგაზრდა გერმანიაში გაემგზავრა და მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს.

"კლუბში ბაჩანას ამბები იციან, რომ ზედიზედ ორ შესარჩევ ციკლში, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში განსაკუთრებული როლი ითამაშა.

არც ის დაუმალავთ, რომ ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, ფორმის აღდგენას ცდილობს, მაგრამ ჯერ პიკზე არ არის.

ეტყობა, "საბურთალომ" და გოჩა თამაზაშვილმა კარგად იმუშავეს და გერმანელები ბაჩოს გამადიდებელი შუშით ყურებას არ დაუწყებენ, რადგან იციან, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. ასეთ დროს კი ნდობის ფაქტორი ბევრს ნიშნავს.

იმედია, არაბული "დუისბურგს" თავს მოაწონებს", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი:

"გოჩა თამაზაშვილს მშვენიერი კავშირები აქვს და ევროპაში "საბურთალოს" წარმომადგენლად დავნიშნეთ. მიგვაჩნია, რომ მას კლუბისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგი საქმეების კეთება შეუძლია. ამის მაგალითად არაბულის "დუისბურგში" გაშვება გამოდგება.

ეს ამბავი გოჩას დამსახურებაა. გერმანელებს უთხრა, ვინ არის არაბული, რას წარმოადგენს, ტრავმის გამო დრო რომ გაუცდა და "დუისბურგის" მთავარი მწვრთნელი დააინტერესა.

ბაჩანა უკვე გერმანიაში გაემგზავრა და ახლა მთავარია, თავი მოაწონოს.

რაც შეეხება "ბოლონიას" ვარიანტს, ეს არ გამორიცხულა. კარგად გვესმის, რომ იტალიაში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მაგრამ არჩევანი "დუისბურგზე" შეჩერდა და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე 18 წლის ბიჭისთვის მეორე ბუნდესლიგაში თამაში სჯობს.

კლუბში ეყოლება მწვრთნელი, რომელმაც მასზე ბევრი რამ იცის. ამავე დროს, ყველაზე მეტად ქართველი ფეხბურთელები სწორედ გერმანიაში გაიხსნენ - ესეც არანაკლებ გასათვალისწინებელი ფაქტორი იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაჩანა არაბული "ბოლონიაში"? "იუვენტუსმა" "საბურთალო" იტალიას დააახლოვა

ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ

ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...

ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით

guja_kakhadze
გერმანიის ჩემპიონატი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ბაჩოს წარმატებას ვუსურვებ!

წარმატებები ბაჩო! ახლა მთავარია შრომა და ოფლის ღვრა არ დაიზარო და ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება.
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა