"ზესტაფონის" მესვეურები შედეგის და დაუფიქსირებელი დარღვევის გამო უკმაყოფილონი არიან

კვირას, 17 ოქტომბერს იმერულ დერბიში ქუთაისის "ტორპედომ" "ზესტაფონი" შინ მინიმალურად 1:0 დაამარცხა. ზესტაფონელთა კლუბის მესვეურები ამ შედეგის გარდა, ამ თამაშში გატანილი ერთადერთი გოლის ეპიზოდისას, დაუფიქსირებელი დარღვევის გამო უკმაყოფილონი არიან და ამას ჩვენთან საუბარშიც არ მალავენ.

"ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ყოველთვის თავს იკავებენ მსაჯობის თემასთან დაკავშირებული კრიტიკული კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა მოცემულ მომენტში საჭიროდ ჩათვალეთ მომხდარი საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვეტანა. ეპიზოდი, რომელიც ქუთაისში, "ტორპედოსთან" მატჩში, გატანილი გოლისას იყო, მხედველობიდან გამორჩა, როგორც მატჩის არბიტრს (ლაშა სილაგავას - ავტ.), ასევე პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟის წამყვანებსა და მატჩის გამშუქებელ ჟურნალისტთა ნაწილს.

არადა, ამ ეპიზოდმა პირდაპირი გავლენა იქონია, ამ თამაშის შედეგზე. 27-ე წუთზე, ქუთათურთა მიერ გატანილი გოლის ეპიზოდის სრული ვერსია, რომელიც არბიტრის მიერ დაუფიქსირებელი დარჩა ასეთი იყო: დავით დიღმელაშვილმა სტუმართა საჯარიმოში მაღალი ბურთი ჩაჰკიდა, რომელიც საჯარიმოს ფარგლებს გარეთ, გიორგი ხიდეშელმა თავით მოიგერია. ბურთი მერაბ გიგაურს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ კარში გადაგზავნა და გოლიც ასე გავიდა. დაუფიქსირებელი ფაქტი გიორგი ხიდეშელის ზურგს უკან მოხდა. დიღმელაშვილის მიერ ჩაწოდებული მაღალი ბურთის დასაუფლებლად გოლკიპერმა როინ კვასხვაძემ კარი დატოვა, რომელსაც "მეკარის ბაქანზე" დაეჯახა შეტევაში ჩართული ქუთაისელთა მცველი თეიმურაზ ფარულავა და თამაშიდან გამოთიშა, რაც თამაშის წესების უხეში დარღვევაა, რომელიც არ დაფიქსირდა", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა სერგო ფუტკარაძემ და თან დაამატა - "ნამდვილად შორს ვართ იმ აზრისგან, რმ ამ ეპიზოდის ბედი, ვინმეს ბოროტმა განზრახვამ გადაწყვიტა. თუმცა ისიც აშკარაა, რომ ამ მატჩის გადამწყვეტი გოლისას თამაშის წესები დაირღვა, რომელიც არ დაფიქსირებულა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთ შეცდომებს ადგილი აღარ ექნება".

დაბოლოს, "ზესტაფონმა" ზემოთ ნახსენები ეპიზოდის ვიდეოვერსია ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა და მისი ნახვა ყველას შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა