ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტმ-ის თასის ლიდერების ზეიმი

იტმ-ის თასის ლიდერების ზეიმი

სონი ბილ ვილიამსი - ახალი ლომუ?

იტმ-ის თასის გათამაშების პირველი წრის ბოლოსწინა ტურში სატურნირო ცხრილში მოწინავე ხუთეულიდან ხუთივემ მოიგო. ყველაზე მძიმე ბრძოლა ლიდერებიდან მესამეადგილოსან "ვაიკატოს " გადახდა, რომელმაც სტუმრად მხოლოდ ორი ქულით სძლია "მანავატუს" - 27:25.

მატჩის გმირი სტუმართა მგეზავი სტივენ დონალდი გახდა, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა, მან ორი ლელო, სამი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მანავატუელები მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე 25:20-ს იგებდნენ. სწორედ ამ დროს გაიტანა დონალდმა თავისი მეორე ლელო და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბედი მის ფეხჩუბინობაზე იყო დამოკიდებული, "ოლ ბელქსში" დენ კარტერის დუბლიორს ნერვებმა არ უმტყუნა. გარდასხავა ზუსტად დაარტყა და "ვაიკატოს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მასპინძელთაგან გამორჩეული მგეზავი აარონ კრადენი იყო, რომელმაც გუნდს 15 ქულა შესძინა (ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

საკმაოდ საინტერესო გამოდგა გათამაშების ლიდერ "ქენთერბერის" საშინაო მატჩი მერვეადგილოსან "მანუკაუსთან". ახალი ზელანდიის ამომავალი ვარსკვლავის სონი ბილ ვილიამსის გუნდმა სტუმრებს 39:21. მოუგო.

ქენთერბერელების უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობი იყო. 52-ე წუთისთვის მასპინძლები 25:0-ს იგებდნენ. ორი ლელო სწორედ ვილიამსმა გაიტანა. ანგარიშში სხვაობა 55-ე წუთზე "ოლ ბლექსის" ყოფილმა ლიდერმა, მსოფლიო რაგბის ცოცხალმა ლეგენდამ ტანა უმაგამ შეამცირა, რომელიც საფრანგეთში არცთუ წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და მშობლიურ "მანუკაუს" ახმარს გამოცდილებას.

"ოკლენდმა", რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, შინ იოლად მოუგო აუტსაიდერ "ოტაგოს" - 39:11. მასპინძლებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, აქედან ერთი ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბ ჯო როკოთოკოს ანგარიშზეა. ოკლენდელებს ყველაზე მეტი, 19 ქულა მგეზავმა გერეთ ანსომბემ მოუტანა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

უხვლელოიანი გამოდგა "ველინგტონის" დაპირისპირება შინ "ტარანაკისთან". მასპინძლებმა, რომლებიც სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და 49:15 მოუგეს.

არადა, მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვება საეჭვო იყო. 35-ე წუთისთვის ისინი მხოლოდ ორი ქულის სხვაობით - 10:8-ს იგებდნენ.

მეორე ტაიმში ცხრა ნომერ ელბი მეთიუსონისა და შუამარბ მაა ნონუს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მათ თანაგუნდლებიც აჰყვნენ და ტრანაკელები უშანსოდ დატოვეს.

წესით, ყველაზე დაძაბული პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტების "ბეი ოფ პლენტისა" და "საუთლენდის" დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. თუმცა "სამხრეთელებმა" სტუმრად მეტოქეს წინააღმდეგობა, ფაქტობრივად" ვერ გაუწიეს და 22:33 დამარცხდნენ.

"ბეი ოფ პლენტიმ" საქმე პირველივე ნახევარში მოაგვარა, მეტოქეს მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანის საშუალება მისცა და ტაიმი 20:3 მოიგო. საუთლენდლებმა შესვენების შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს და მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს, თუმცა პასუხად ორი მიიღეს და მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"ბეი ოფ პლენტის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მგეზავი მაიკ დილანი იყო, რომელმაც ორი ლელო, ორი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა გაიტანა (20 ქულა). საუთლენდელთაგან კი თავი ასევე მგეზავმა, ჯიმი ვილსონმა გამოიჩინა - ერთი ლელო, სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო (14 ქულა).

XII ტური

მანავატუ-ვაიკატო 25:27, ტასმანი-ნორთლენდი 34:29, ქენთერბერი-მანუკაუ 39:21, ველინგტონი-ტარანაკი 49:15, ბეი ოფ პლენტი-საუთლენდი 33:22, ნოუქს ბეი-ნორთ ჰარბორი 36:21, ოკლენდი-ოტაგო 39:21.

სატურნირო მდგომარეობა

1. ქენთერბერი - 45 ქულა, 2. ოკლენდი - 40, 3. ვაიკატო - 40, 4. ველინგტონი - 38, 5. ბეი ოფ პლენტი - 37, 6. ტარანაკი - 37, 7. საუთლენდი - 34, 8. მანუკაუ - 29, 9. ჰოუქს ბეი - 28, 10. ნორთლენდი - 24, 11. ტასმანი - 20, 12. ნორთ ჰარბორი - 19, 13. მანავატუ - 13, 14. ოტაგო - 10.

XIII ტური

ნორთლენდი-ბეი ოფ პლენტი, ვაიკატო-ქენთერბერი, საუთლენდი-ველინგტონი, ნორთ ჰარბორი-ტარანაკი, ოტაგო-მანავატუ, მანუკაუ-ჰოუქს ბეი, ოკლენდი-ტასმანი.

სონი ბილ ვილიამსი ახალი ლომუ?

ახალი ზელანდიის ნაკრების თავკაცმა გრემ ჰენრიმ იმ 30 მორაგბის ვინაობა გააცხადა, ვინც 30 ოქტომბერს ჰონკონგში ავსტრალიის ნაკრების წინაარმდეგ სათამაშოდ გაემგზავრება, იქიდან კი დიდ ბრიტანეთში გადაბარგდება და იქაურ ნაკრებებთან ნოემბერში ოთხ შეხვედრას გამართავს.

ჰენრიმ, ბოლოს და ბოლოს, ნაკრებში მიიწვია გარემარბი სონი ბილ ვილიამსი, რომელიც რაგბიში რაგბილიგიდან 2008 წელს გადავიდა. "ოლ ბლექსის" თავკაცი საკმაოდ ექსცენტრიკულ მოთამაშეს დიდხანს არ იწვევდა ნაკრებში, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ვილიამსს უნდა დაემსხურებინა.

"სონი ბილ ვილიამსს ბევრი ლეგენდარულ ჯონა ლომუს ადარებს. ვფიქრობ, ეს შედარება გადაჭარბებულია. ლომუმდე მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მონაცემი გააჩნია, რათა მსოფლიო დონის მორაგბედ ჩამოყალიბდეს.

სონი ბილი 190 სანტიმეტრის სიმაღლისაა და 105 კილოგრამს იწონის. საკმაოდ შთამბეჭდავი პარამეტრებია. ფიზიკური მონაცემების გარდა მას ბუნებრივი სიმარდე, სწრაფი აზროვნებაც ახასიათებს. ბეჯითი მუშაობა და ვილიამსი მსოფლიო რაგბის ვარსკვლავია.

ასე თუ ისე, მინდა, ნაკრებში პირველად გამოძახება მივულოცო მას და კიდევ ორ ახალბედას ელიოტ ჰიკავერას და ელბი მეთიუსონს. "ოლ ბლექსის" კვართით თამაში ნებისმიერი ახლზელანდიელი მორაგბისთვის უდიდესი ბედნიერებაა" - თქვა გრემ ჰენრიმ.

აღსანიშნავია, რომ ახალბედებთან ერთად "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში ბევრი გამოცდილი მოთამაშე დაბრუნდა. დანიელ ბრეიდი, ლიამ მესამი, სტივენ დონალდი, ენდი ელისი, ისაია ტოეავა და სიტივენი სივივატუ ნაკრებში ტრავმების მოშუშების შემდეგ გამოიძახეს.

ამჟამად დაშავებულნი არიან და "ოლ ბლექსს" ვერაფრით დაეხმარებიან იზრაელ დაგი, კორი ფლინი, რიჩარდ კეჰუი, ლუკ მაკალისტერი, პირი ვიპუ და ალი ვილიამსი.

ახალი ზელანდია

შერკინება: ჯონ აფოა, ენტონი ბორიჩი, დანიელ ბრეიდი, ტომ დონელი, ჰაიკავერა ელიოტი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, ენდრიუ ჰორი, ჯერომ კაინო, რიჩი მაკქოუ, კევინ მეალამუ, ლიამ მესამი, კირან რიდი, ბრედ თორნი, სამუელ ვაითლოქი, ტონი ვუდკოქი

უკანა ხაზი: ენდი ელისი, დენ კარტერი, ჯიმი ქოუანი, სტივენ დონალდი, ჰოსეა გეარი, კორი ჯეინი, ელბი მეთიუსონი, მალილი მულიაინა, მაა ნონუ, ჯო როკოთოკო, სიტივენი სივივატუ, კონრად სმითი, ისაია ტოეავა, სონი ბილ ვილიმსი.

30 ოქტომბერი

ახალი ზელანდია-ავსტრალია

6 ნოემბერი

ინგლისი-ახალი ზელანდია

13 ნოემბერი

შოტლანდია-ახალი ზელანდია

20 ნოემბერი

ირლანდია-ახალი ზელანდია

27 ნოემბერი

უელსი-ახალი ზელანდია

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში

ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა