"სკუადრა აძურას" თავკაცმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება შეძლო
იტალიის ნაკრები ნოემბრის ტესტებისას პირველ მატჩს შინ არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "სკუადრა აძურას" თავკაცმა ნიკ მალეტმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება შეძლო. 30-კაციან განაცხადში დაბრუნდნენ პირველხაზელი ანდრეა ლო ჩიჩერო და არგენტინული წარმოშობის ათი ნომერი ლუჩანო ორკუერა.

იტალიელებს საკმაოდ ძნელი ნოემბერი ელით, თუმცა მათ სამხრეთაფრიკელ მწვრთნელს ოპტიმისტური განწყობა აქვს.

"ნოემბერში ავსტრალიასთან მოგებაზე ფიქრი თავხედობაა, მაგრამ სხვა მეტოქეებთან, არგენტინისა და ფიჯის ნაკრებებთან, მაქსიმალურად ვეცდებით ქომაგების გახარებას. ვფიქრობ, საამისოდ გუნდი უკვე გაიზარდა და დროა, მაღალი მიზნებიც დავისახოთ" - თქვა ნიკ მალეტმა.

ლეგენდარული მწვრთნელის ყველაზე დიდი იმედი რვა ნომერი სერჯო პარისეა, რომელმაც წლევანდელი ექვსი ერის გათამაშება ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ივნისის ტესტებისთვის უკვე ჯანზე იყო და "სკუადრა აძურას" კვლავ ყოჩობდა.

იტალიის ნაკრები

შერკინება: რობერტო ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, ვალერიო ბერნაბო, ლორენცო ჩიტადინი, მარტინ კასტროჯოვანი, კარლო ანტონიო დელ ფავა, სანტიაგო დელაპე, პოლ დერბიშირი, ქვენტინ გელდენჰაუზი, ლეონარდო ჯილარდინი, ანდრეა ლო ჩიჩერო, ფაბიო ონგარო, სერჯო პარისე, ანტონიო პავანელო, სალვატორე პერუჯინი, ალესანდრო ძანი.

უკანა ხაზი: ტომაზო ბენვენუტი, მირკო ბერგამასკო, რიკარდო ბოჩინო, კრისტოფერ ბარტონი, გონსალო კანალე, პაბლო კანავოზიო, დენის მაისტეროვიჩი, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი, ლუჩანო ორკუერა, მიკელე სეპე, ალბერტო სგარბი, ტიტო ტებალდი, ჯულიო ტონიალატი.

13 ნოემბერი

იტალია-არგენტინა

20 ნოემბერი

იტალია-ავსტრალია

27 ნოემბერი

იტალია-ფიჯი

სამყურები ბოკეთი იწყებენ

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ ნოემბრის ტესტებისთვის საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა თავი. ნაკრებში ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდნენ ქის ირლზი, რორი ბესტი, სტივენ ფერისი, დენის ლიმი, შონ ობრაიენი და დონჩა რაიანი.

პირველ შეხვედრას "სამყურები" 6 ნოემბერს "ავივა სთედიუმზე" სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

"წლეულს პირველადაა, როცა ნოემბერში ზედიზედ ოთხ ტესტს გავმართავთ. ისეთი 30 ჯანმრთელი მოთამაშის შეკრება, რომლებიც სამხრეთელ ბობოლებთან ღირსეულად ითამაშებენ ძალიან გამიჭირდა. ნოემბერში ბევრ სასარგებლოს შევიძენთ, ვნახავთ, მსოფლიო თასამდე კიდევ რაზე გვექნება სამუშაო" - თქვა დეკლან კიდნიმ.

ირლანდიის ნაკრები

შერკინება: რორი ბესტი, ტონი ბაკლი, ტომ კურტი, შეინ კრონინი, სტივენ ფერისი, ჯონ ჰეისი, კიან ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, მარკუს ჰორანი, დენის ლიმი, ჯონ მალდუნი, დონჩა ოკალაჰანი, შონ ობრაიენი, მაიკ ოდრისკოლი, მაიკ როსი, დონჩა რაიანი, დევინ ტონერი, დამიენ ვერლეი, დევიდ ვოლესი.

უკანა ხაზი: ისააკ ბოსი, ტომ ბოუი, გორდონ დარსი, გევინ დაფი, ქის ირლზი, შეინ ჰორგანი, რობერტ კირნი, ჯონ მერფი, რონან ოგარა, ბრაიან ოდრისკოლი, ეოინ რედანი, ჯონათან სექსტონი, პიტერ სტრინგერი, ენდრიუ ტრიმბლი, პედი ვოლესი.

6 ნოემბერი

ირლანდია-სამხრეთ აფრიკა

13 ნოემბერი

ირლანდია-სამოა

20 ნოემბერი

ირლანდია-ახალი ზელანდია

27 ნოემბერი

ირლანდია-არგენტინა

ყველაზე ცოტა ფრანგებს

"ჰეინეკენის" თასის გათამაშების მეორე ტურის შემდეგ პლენეტრუგბყ-მ ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. პირველი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად საუკეთესოთა შორის ყველაზე ცოტა, სამი წარმომადგენელი ფრანგულ კლუბებს ჰყავთ. ყველაზე მეტი მოთამაშე კი სიმბოლურში ინგლისურმა "ლესტერ ტაიგერზმა" "მიავლინა".

კვლავ ვერ მოხვდნენ ტურის ნაკრებში ქართველი მორაგბეები, რაც ადვილი ასახსნელია. მათი უმრავლესობა მწვრთნელებმა დაასვენეს - საშინაო ბატალიებისთვის უფრთხილდებიან.

სიმბოლური ნაკრები: 15. ნიკ აბენდენონი (ბასი), 14. დაგ ჰაულიტი (მანსტერი), 13. ბენ იაკობსი (ვოსფსი), 12. გევინ ამი (პერპინიანი), 11. შეინ ვილიამსი (ოსფრიზი), 10. ჯონათან სექსტონი (ლენსტერი), 9. ბენ იუნგზი (ლესტერი)

1. მარკოს აიერზა (ლესტერი), 2. ვილიამ სერვა (ტულუზი), 3. მარტინ კასტროჯოვანი (ლესტერი), 4. რაიან ჯოუნზი (ოსფრიზი), 5. მაიკ ოდრისკოლი (მანსტერი), 6. ტომ კროფტი (ლესტერი), 7. მაგნუს ლანდი (ბიარიცი), 8. სებასტიან შაბალი (მეტრო რასინგი)

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა