ბოლნისის "სიონის" სპორტულ დირექტორად ახლახან დანიშნულმა ყოფილმა ფეხბურთელმა საინტერესო ჩანაფიქრები გაგვიმხილა
ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ ბოლნისის "სიონის" სპორტულ დირექტორად ლადო ბურდული დაინიშნა.

საქართველოს ნაკრების და თბილისის "დინამოს" ყოფილ ნახევარმცველს კიდევ რამდენიმე კლუბის ფორმა მოურგია - თბილისის "ლოკომოტივის", ვლადიკავკაზის "ალანიას", კრივოი როგის "კრივბასის", ლუგანსკის "ზარიას", სიმფეროპოლის "ტავრიას", უჟგოროდის "ზაკარპატიეს". კარიერა კი ცხინვალის "სპარტაკში" დაასრულა.

ბურდულმა საქართველოს ნაკრებში 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

16 იანვარს ლადო ბურდულს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან საინტერესო ჩანაფიქრები გაგვიმხილა.

- უპირველესად, გილოცავთ ფეხბურთში ახალ ამპლუაში დაბრუნებას. საინტერესოა, "სიონში" რა გეგმებითა და ჩანაფიქრით მიხვედით?

- კლუბის გენერალურ დირექტორად დაინიშნა მალხაზ მაღრაძე, მე კი სპორტულ მიმართულებაზე ვიმუშავებ - მოთამაშეთა სელექციას, სპორტული ეკიპირების საკითხის მოგვარებას და სხვა წმინდა საფეხბურთო საკითხებს უნდა მივხედო.

სამწუხაროდ, კლუბში პრობლემები დაგვხვდა: ფორმა, ბუცები, ელემენტარულად, ნიშნულები (ე.წ. ფიშკები) არ გვაქვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ფეხბურთელებს მინიმალური სავარჯიშო და საყოფაცხოვრებო პირობები მაინც შევუქმნა, კარგად რომ ითამაშონ. თავად ვიყავი ფეხბურთელი, ეს პრობლემები საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი და კარგად ვიცი, ამ საკითხების მოგვარება რამდენად მნიშვნელოვანია.

სპონსორებსაც უნდა დაველაპარაკოთ, რომ საკითხი მაქსიმალურად მოგვარდეს.

- სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში "სიონმა" ძველი ხიბლიც დაკარგა და, რაც ყველაზე საწყენია, გულშემატკივრებიც.

- გეთანხმებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. "აღა" და ფანები თამაშებზე კი დადიან, მაგრამ სტადიონი ისე აღარ ივსება, როგორც ჩემი ფეხბურთელობის დროს, როდესაც თბილისის "დინამოში" ვთამაშობდი.

ბოლნისში სტუმრობა ყოველთვის ძნელი იყო, რადგან "სიონის" გულშემატკივარს ჰქონდა გასაოცარი უნარი, გუნდისთვის მართლა მე-12 მოთამაშის როლი ეთამაშა. სტადიონი ივსებოდა და ასეთი გუნდის დამარცხება ძალიან ჭირდა.

ბოლნისი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საფეხბურთო ქალაქი და ყველანაირად ვეცდებით, რომ "სიონმა" ხალხი სტადიონს დაუბრუნოს.

- ამაში "სიონს" ბიუჯეტი ხელს შეუწყობს?

- ფინანსურ მხარეს მალხაზ მაღრაძე მიხედავს. თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ბიუჯეტი არ გვექნება, მაგრამ გუნდს დააფინანსებენ და შევეცდებით, მებრძოლი, ერთსულოვანი კლუბი შევქმნათ, რომელიც ნებისმიერ კლუბს შეებრძოლება.

- "სიონში" გამოცდილი მოთამაშეები არიან. თქვენი საკადრო პოლიტიკა როგორი იქნება - ახალგაზრდები თუ გამოცდილები?

- კარგად მახსოვს, რა მძიმე მოსასმენი იყო, როდესაც კლუბები 28-29 წლის გამოცდილ მოთამაშეებზე უარს ამბობდნენ. მოტივი ის იყო, რომ გაახალგაზრდავება სურდათ. ეს მე გაუმართლებელი პრაქტიკა მგონია.

თბილისის "დინამოში" ივო შუშაკის დროს ბევრი ახალგაზრდა ვიყავით, მაგრამ გვერდში რომ არ გვყოლოდნენ გამოცდილები - ირაკლი ზოიძე, გიორგი ანჩაბაძე და ალეკო გოგობერიშვილი, გუნდი ვერაფერს მიაღწევდა.

გამოცდილებას ფეხბურთში დიდი ფასი აქვს და არ მესმის, ამ ღირებულ ხალხზე უარი რა მოტივით უნდა ვთქვათ.

მთავარია ახალგაზრდებისა და გამოცდილების შერწყმა და გუნდი აუცილებლად ათამაშდება. ვეტერანი ცოდნისა და კლასის ხარჯზე თამაშის ბედს გადაგიწყვეტს და მასზე უარის თქმა სისულელე იქნება.

- "სიონში" ელოდნენ, რომ გიორგი დემეტრაძესთან ერთად მიხვიდოდით.

- დასამალი არ არის, კლუბიდან ამის ნებართვა მივიღე: გიორგის გუშინაც შევხვდი და მართლაც შევთავაზე "სიონში" ერთად მუშაობა.

- რა პოსტს სთავაზობთ?

- კლუბის სელექციონერის, რადგან მიმაჩნია, რომ ასეთი გამოცდილი ადამიანის შერჩეული მოთამაშეები აუცილებლად წაგვადგებიან. აბა, "დემეს" ფეხბურთელი როგორ შეეშლება? ასეთი ადამიანი და პროფესიონალი ნებისმიერ კლუბს სჭირდება და დიდ სამსახურსაც გაუწევს.

- გიორგი დაგთანხმდათ?

- მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა, რადგან მას უცხოეთიდანაც აქვს შემოთავაზებები. მალე ყველაფერს გაარკვევს და მისი პასუხიც გვეცოდინება. ისე, ჩემი დიდი სურვილია, რომ გიორგი დაგვეხმაროს.

- "სიონში" სხვა რა სიახლეებია?

- გუნდი 18 იანვარს შეიკრიბება და ყველაფერი მაშინ გახდება ცნობილი. მთავარი მწვრთნელის პოსტზე არმაზ ჯელაძე რჩება და საკადრო საკითხებს ის გადაწყვეტს. მის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა, ვერც მე და ვერც კლუბის სხვა ხელმძღვანელი თუ გარეშე ხალხი, ხოლო დარეკვით მოთამაშეების აყვანა გამოირიცხება.

ქართულ ფეხბურთში ეს სამარცხვინო ტენდენცია თუ არ მოვსპეთ, არაფერი გამოგვივა. ამიერიდან მწვრთნელი გადაწყვეტს, ვინ სჭირდება გუნდს და გასაშვები ვინ არის.

- ვინმე დაიმატეთ?

- დავიმატეთ ორი გამოცდილი მოთამაშე, დაჩი ფოფხაძე და კოკა მიკუჩაძე. ეს უკანასკნელი ბოლოს ისრაელში თამაშობდა. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდისა და ცნობილი მოთამაშის დამატებაა გადაწყვეტილი, მაგრამ ამაზე უახლოეს დღეებში გაცნობებთ.

- "სიონს" ბევრი დატოვებს?

- ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, ახლა გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზე არ აღმოჩნდებოდა. ეტყობა, ბევრი რამ არის შესაცვლელი. ასე რომ, ბევრი წავა და ბევრიც მოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[ექსკლუზივი] გიორგი დემეტრაძე: უნამუსო არ ვარ, 36 წლისამ ვითამაშო

ლადო ბურდული ბოლნისის "სიონის" სპორტული დირექტორია

გიორგი დემეტრაძე და ლადო ბურდული ბოლნისის "სიონს" ჩაიბარებენ?

ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი

guja_kakhadze
ლადო ბურდული:"დარეკვით მოთამაშეების აყვანა გამოირიცხება". გაიხარე! თუ ამ სენს მოვიშორებთ ქართული ფეხბურთი სწრაფად განვითარდება.
giorgi1234566789011
ნახავთ სიონი ჩიხურას ნაირი და მაგაზე ძლიერუ თუ არიყოს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა