ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პოდუბნიზე დანახული მეტოქეები - გოგი კოღუაშვილი თბილისზე სალაშქროდ ირაზმება

პოდუბნიზე დანახული მეტოქეები - გოგი კოღუაშვილი თბილისზე სალაშქროდ ირაზმება

ამ უქმეებზე ტიუმენში "დიდი პრიზის" ტურნირი დასრულდა
ამ უქმეებზე ტიუმენში დასრულდა "დიდი პრიზის" ტურნირი - ივან პოდუბნის მემორიალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელშიც რუსეთის და მისი რეგიონების გარდა, აშშ-ის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და კიდევ რამდენიმე წამყვანი ქვეყნის გუნდები გამოდიოდნენ.

თავშივე გაგაცნობთ გამარჯვებულებს: სტეფან მარანიანი (55), რუსტამ ხუჩბაროვი (60), ადამ კურაკი (66), რომან ვლასოვი (74), ალექსეი მიშინი (84), ნიკიტა მელნიკოვი (96; ყველა - რუსეთი) და ნი სიაომინი (120, ჩინეთი).

სხვების არ ვიცი, რუსებისთვის კი ეს 19-24 მარტს თბილისში გასამართი ევროპის პირველობისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩამოთვლილთაგან ბევრი მარტში თბილისშიც გვესტუმრება, თუმცა არის ერთი გარემოება - რუსთა ქართველმა თავკაცმა გოგი კოღუაშვილმა თავდაპირველი დაპირება ბოლო მომენტში შეცვალა და ლონდონის ოლიმპიადის მედალოსანთა უმეტესობა დაასვენა.

იმათგან მხოლოდ ჩემპიონმა რომან ვლასოვმა იჭიდავა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა. თბილისამდე რუსები თეირანშიც იჭიდავებენ მსოფლიოს თასზე და, სავარაუდოდ, "ოქროს დიდ პრიზებზეც" გამოვლენ თურქეთსა და უნგრეთში.

კოღუაშვილიც ამის შემდეგ დაასახელებს თბილისში წამოსაყვან შემადგენლობას, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება, თუ ვისზე აიღონ სწორება ჩვენმა მწვრთნელებმა, ახლავე შეიძლება.

ჩინელები მსოფლიოს აქაც უტევენ

მართალია, ჩინელი მძიმეწონოსანი თბილისში ვერანაირად ვერ გვესტუმრება ევროპირველობის საჭიდაოდ, თუმცა ამ ათლეტის გამოსვლა მაინც საკმარისია ყურადღების მისაქცევად.

მძიმე წონაში რუსებს კრიზისი აქვთ და არც ტიუმენში ჩასულ სხვა გუნდებს მოეძევებოდათ ვარსკვლავები, მაგრამ სიომინის ზეობას მთლად საკადრო კრიზისსაც ვერ დავაბრალებთ, თვითონაც ძალიან ძლიერად იჭიდავა.

ჩინელების და მათი ალქიმიისას ბევრს ვერაფერს გაიგებ (ანუ არ გამოვრიცხავთ, რაღაც აკრძალული მეთოდებითაც იყო ასეთ ჩინებულ ფორმაში), მაგრამ ამ მომზადების სტაბილურად შენარჩუნებას თუ შეძლებს, მაშინ მძიმე წონას ახალი ფავორიტი მოვლენია და ეგაა.

თუმცა არ გამოვრიცხავთ, მათთვის ჩვეული ალქიმიკოსობით იქნებ ამ ტურნირს შეხვდა ასე კარგად მომზადებული და მომავალში ტემპი დააგდოს, მაგრამ ფაქტია, რომ მან 2007 წელს ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა.

მართალია, მაშინ ის 96-ში გამოდიოდა და ზემოხსენებულ მელნიკოვთან დამარცხდა, მაგრამ, ეტყობა, მას შემდეგ მიზანდასახულად ივარჯიშა, შეცდომებზე ისწავლა და ტიუმენში საშიშ მეტოქედ მოგვევლინა.

ჩინელები ამ საჭიდაო სტილში ლიდერებს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ ბოლო წლებში, ანუ მას შემდეგ, რაც მშობლიური პეკინის ოლიმპიადისთვის დაიწყეს მზადება, მოულოდნელი გამოხდომები ახასიათებთ - 2006 წელს მსოფლიოს პირველობაზე ოქრო მოიპოვეს, 2011-ში - ბრინჯაო, პეკინის ოლიმპიადაზე კი ოქრომდე მანუჩარ კვირკველიამ (74) არ მიუშვა და ვერცხლს დააჯერა. ცხადია, ასეთ გამოხდომებში მათ პროფესიონალიზმი და ცნობილი ჩინური ხასიათიც ეხმარებათ.

მიშინი არ ნებდება

პოდუბნის ტურნირის სხვა გამარჯვებულებიდან გამოსარჩევია მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსეი მიშინის გამოსვლა, რომელმაც ასევე ძალიან დამაჯერებლად იჭიდავა. არადა, ბაშკირეთის წარმომადგენელი უკვე 33 წლისაა.

იმდენად კარგად იჭიდავა, ფრიად გულდასაწყვეტია, ტიუმენში მისი და ოლიმპიურ ჩემპიონ ალან ხუგაევის პაექრობა რომ ვერ ვიხილეთ.

საინტერესოა, მათგან ვინ ჩამოვა თბილისში? ჩვენზე არაა დამოკიდებული, თორემ ინტრიგისთვის ხუგაევი გვირჩევნია - ამით ვლადიმერ გეგეშიძეს მასთან ოლიმპიადაზე მარცხისთვის რევანშის შანსი მიეცემოდა, თუმცა ევროპაზე გამოსვლა ჯერ არც ჩვენებურს გაუნაღდებია.

66-ში კვლავ დამარცხდა ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონი თანამემამულე ამბაკო ვაჩაძე, რომელიც პრიზიორებშიც ვერ მოხვდა. აქ ფინალამდე კი მივიდა ნაკრებში მისი ოდინდელი ჩეჩენი მეტოქე, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი, მაგრამ ადიღეელ ადამ კურაკთან ვერაფერს გახდა.

ადიღეელმა დამაჯერებლად მოუგო და პირველად მოიპოვა ასეთი დიდი წარმატება, რაც მას გზას უხსნის საერთაშორისო სარბიელისკენ.

60-ში რევაზ ლაშხის ერთ-ერთ სავარაუდო კონკურენტად რუსტამ ხუჩბაროვი ამოიზარდა, რომელიც აქამდეც შედიოდა რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში.

ამ წონაში არ უჭიდავია მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ ზაურ კურამაგომედოვს, მაგრამ, ვფიქრობთ, კოღუაშვილი ამ ეტაპზე პირველ ნომრად მაინც ხუჩბაროვს დააყენებს და თბილისშიც მას ჩამოიყვანს. მით უფრო, 55-იდან ამონაცვლებული ოლიმპიური ჩემპიონი ნაზირ მანკიევი მესამეზე დარჩა.

თან ხუჩბაროვი მეორეზე გასულ ივან კუილაკოვზე ბევრად გამოცდილი და მებრძოლია. სავარაუდოდ, ნაზირ მანკიევი საბოლოოდ შეიცვლის წონას - ეს მას წინა წლებშიც სურდა და თან 55-ში ძმას, ბეკხან მანკიევსაც აღარ გადაეღობება.

თუმცა ინგუშ ფალავანს 60-ში ბიძაშვილი - ახმედ ჩაკაევი ხვდება, რომელმაც ამჯერად გამოტოვა ეს შეჯიბრება.

ხუჩბაროვის დარად, მელნიკოვი და მარანიანიც დიდი ხანია იბრძვიან თავიანთ წონებში ლიდერობისთვის. მელნიკოვს შარშან ეს რუსტამ ტოტროვმა არ დაანება.

ვნახოთ, რა მოხდება წლეულს მათ დავაში, თუმცა ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ტოტროვმა ყოველმხრივ აარიდა თავი პოდუბნიზე ჭიდაობას. დიდი შანსია, მან ევროპისთვის მოსამზადებელი ციკლიც გამოტოვოს და თბილისში მაინც მელნიკოვი ვიხილოთ.

მარანიანი შარშან ამ ტურნირზე ფინალში გავიდა, იქ კი ოლიმპიადის მომავალ ყალმუხ პრიზიორ მინგიან სემენოვთან დამარცხდა. ვფიქრობთ, მელნიკოვზე უფრო რეალური თბილისში მისი ჩამოსვლაა.

ამჟამად მშობლიურ კრასნოიარსკში სამხედრო სამსახურში მყოფმა ვლასოვმაც ძლიერად იჭიდავა და შესანიშნავი მზადყოფნა გამოავლინა, თუმცა ფინალში ალექსანდრ ჩიხირკინთან პირველი პერიოდი დათმო და მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა.

ჩემპიონის ხასიათი აჩვენაო, ასე შეაფასა მისი ჭიდაობა კოღუაშვილმა. არადა, როგორც პირადი მწვრთნელის, ლეგენდარული ალექსანდრ კარელინის აღმზრდელ ვიქტორ კუზნეცოვის სიტყვებიდან ირკვევა, ბოლო დღემდე კიდევ არ ყოფილა გარკვეული, იჭიდავებდა თუ არა ვლასოვი ამ შეჯიბრებას და დასკვნითი შეკრების ნახევარიც კი გამოუტოვებია.

ასევე გაურკვეველი ყოფილა, იასპარეზებს თუ არა ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიოს თასზე. სამაგიეროდ, კუზნეცოვმა დაადასტურა, რომ ვლასოვი თბილისში აუცილებლად ჩამოვა ევროპის პირველობაზე.

ცხადია, ეს ფრიად გაურთულებს საქმეს ჩვენს ფალავანს, რომელსაც დააყენებენ მწვრთნელები, მაგრამ აამაღლებს შეჯიბრების საერთო დონეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო

კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა

იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა

ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ

პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია

უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს

"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ

[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში

[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ

"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ