ლუკას პოდოლსკიმ ინგლისში გადასვლის შემდეგ საუკეთესო თამაში ვესტ ჰემთან ჩაატარა. გერმანელის ანგარიშზე გოლი და სამი შედეგიანი გადაცემაა

"კიოლნის" გულშემატკივრები "პრინც პოლდის" წლების განმავლობაში სწორედ ამ სიმღერით ამხნევებდნენ.

ინგლისელი ფანების სიყვარული და ერთგულება ფეხბურთელებისადმი საყოველთაოდ ცნობილია. ვერ გეტყვით, "მეთოფეები" ოდესმე თუ შეიყვარებენ პოდოლსკის ისე ძლიერ, როგორც "თხები" ("კიოლნის" მეტსახელია), მაგრამ 24 იანვარს ლუკასი ჩრდილოლონდონელებისთვის პრინციც იყო, მეფეც და ალბათ, იმპერატორიც.

ჰოკეის წესით თუ ვიმსჯელებთ, 27 წლის გერმანელმა 4 ქულა აიღო ქალაქურ დერბიში. ამას კი "ემირიტსის" ტრიბუნებზე შეკრებილი ფანები არასოდეს დაივიწყებენ. "არსენალის" მიერ "ვესტ ჰემის" რბევაზე ბევრს არაფერს გეტყვით. მოდი, პირდაპირ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე გადავიდეთ და არსენ ვენგერის შეფასება მოვისმინოთ:

"დიახ, გუნდისგან ზუსტად ის შედეგი მივიღე, რასაც ველოდი. ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა. "ჩელსისთან" მეორე ტაიმს რამდენჯერმე ვუყურე, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. დღეს კი ყველაფერს მიზანმიმართულად ვაკეთებდით. პირველ ტაიმში თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით. გოლი იმიტომ გავუშვით, რომ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ "ვესტ ჰემს" კარგი თავდასხმა ჰყავს. მეორე ნახევარში კი მომენტს მომენტზე ვქმნიდით და საკმაოდ სწრაფ ტემპში ავთამაშდით. მაღალმა ტემპმა და კომბინაციურმა ფეხბურთმა კი შედეგი გამოიღო. სამწუხაროა, რომ თამაშის მიწურულს დენ პოტსმა ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც მეტოქე 10 კაცით დარჩა და თამაშს ინტრიგა მოაკლდა.

ლუკას პოდოლსკის ასპარეზობა აუცილებლად უნდა გამოვყო. მან ფანტასტიკურად ითამაშა. ლუკასმა უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოლი გაიტანა, თანაც ისეთი დაუჯერებელი დარტყმით, რომ მეკარეს მისი მოგერიების შანსი თითქმის არ ჰქონია. პოლდიმ დანარჩენ საგოლე კომბინაციებშიც მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს მისი საუკეთესო თამაში იყო მას მერე, რაც ჩვენთან თამაშობს. სწორედ მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას ეს გამოუვიდა კიდეც. "არსენალში" ბევრი ფეხბურთელია, ვისაც გარემარბის პოზიციაზე შეუძლია თამაში, მაგრამ ის ნამდვილად საუკეთესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნუ გააბრაზებთ თოფიან კაცებს [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა