ბოლნისის "სიონი" ანთალიაში გაემგზავრა და ბელექში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდა

ბოლნისის "სიონი" 6 თებერვალს ანთალიაში გაემგზავრა და ბელექში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდა.

გუნდის პრესატაშის ჯემალ ჭიპაშვილის თქმით, ბოლნისელები საუცხოო პირობებში ემზადებიან, მაგრამ საკმაოდ არამდგრადი ამინდი დახვდათ, დარს ავდარი ენაცვლება.

მიუხედავად ამისა, გუნდი დაგეგმილი გრაფიკით ვარჯიშობს: მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე ფეხბურთელებს დღეში ორჯერ ტვირთავს, პლუს თეორია და ტრენაჟორებში ვარჯიში.

"სანამ გუნდი თურქეთში ემზადება, მანამდე ბოლნისის გამგეობის გადაწყვეტილებით, "თამაზ სტეფანიას" სტადიონის განახლება დაიწყო: აღებულია საფარი და მალე ახალი დაიგება, განახლდება გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები.

ამავე დროს, ბოლნისის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე სტანდარტული ხელოვნურსაფრიანი მოედანი მოეწყობა, ხოლო გამგეობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალაქში ახალი, თანმამედროვე სტადიონი აშენდება - სასურველი ტერიტორიის შერჩევა ახლა მიმდინარეობს.

და ბოლოს: "მადნეულისა" და "სალერის" ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამიერიდან გუნდის ძირითად და დუბლშემადგენლობებს გერმანული კომპანია "სალერი" შემოსავს", - ამბობს ჭიპაშვილი.

"სიონმა" პირველი საკონტროლო თამაში 8 თებერვალს ყაზახურ "ირტიშთან" ჩაატარა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს წამოსული წვიმისა და სეტყვის გამო, გუნდები მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გასულან - ამ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო.

სიონი-ირტიში 0:0 (მატჩი ჩაიშალა)

"სიონი": ბობღიაშვილი - უგრეხელიძე, სვანიძე, საპირი, ელიავა - ნემსაძე, ჰაიდუჩეკი - ბიბილეიშვილი, ცხადაია, ლექვთაძე - მიკუჩაძე

ბოლნისელები კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 11 თებერვალს მოსკოვის "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან, 12-ში - სოფიის "ლოკომოტივს", 17-ში - კიევის "არსენალს". არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სპარინგი 14 თებერვალსაც შედგეს, მეტოქის ვინაობა კი ამჟამად ზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა