იტმ-ის თასის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული, "ოკლენდი", "ქენთერბერი", "ვაიკატო" და "ველინგტონი" განაგრძობს...

იტმ-ის თასის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული, "ოკლენდი", "ქენთერბერი", "ვაიკატო" და "ველინგტონი" განაგრძობს.

ბოლო ტურის წინ ორ მათგანს, "ქენთერბერის" და "ვაიკატოს" პლეი ოფში თამაში განაღდებული ჰქონდა. დარჩენილ ორ ადგილზე კი პრეტენზიას ერთბაშად ოთხი გუნდი აცხადებდა. "ოკლენდმა", რომელმაც საბოლოოდ რეგულარული გათამაშება მოიგო კიდეც, ბოლო ტურში შინ გაანადგურა "ტასმანი" - 49:10.

მასპინძლებიდან გამორჩეული იყო მგეზავი გარეთ ანსკომბი, რომელმაც მეტოქეს სამი ლელო, ხუთი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაუტანა (34 ქულა).

"ოკლენდის" მეტოქე ნახევრფინალში იქნება "ვაიკატო", რომელმაც მეორეადგილოსან "ქენთერბერის" მოუგო - 26:6. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ქენთერბერელები დაუპირისპირდებიან "ველინგტონს", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად მოუგო "საუთლენდს" - 27:14.

პირველი ტაიმი სამხრეთელებმა 14:10 მოიგეს, თუმცა ველინგტონელებმა, რომლებიც წაგების შემთხვევაში პლეი ოფის მიღმა რჩებოდნენ, შესვენების შემდეგ ძალები მოიკრიბეს და მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს, რაზეც "საუთლენდმა" ვერაფრით უპასუხა.

პლეი ოფში მოხვედრა შეეძლო "ტარანაკისაც", რომელმაც სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა "ნორთ ჰარბორი" - 49:47. "ტარანაკიმ" და "ველინგტონმა" 42-42 ქულა დააგროვეს, მაგრამ უპირატესობა უკანასკნელს მიენიჭა, რადგან ურთიერთ შეხვედრაში მოგებული ჰქონდა.

XIII ტური

ნორთლენდი-ბეი ოფ პლენტი 36:24, ვაიკატო-ქენთერბერი 26:6, საუთლენდი-ველინგტონი 14:27, ნორთ ჰარბორი-ტარანაკი 47:49, ოტაგო-მანავატუ 24:46, მანუკაუ-ჰოუქს ბეი 28:31, ოკლენდი-ტასმანი 49:10.

სატურნირო მდგომარეობა

1. ოკლენდი - 45 ქულა, 2. ქენთერბერი - 45, 3. ვაიკატო - 44, 4. ველინგტონი - 42, 5. ტარანაკი - 42, 6. ბეი ოფ პლენტი - 37, 7. საუთლენდი - 34, 8. ჰოუქს ბეი - 33, 9. მანუკაუ - 31, 10. ნორთლენდი - 29, 11. ნორთ ჰარბორი - 21, 12. ტასმანი - 20, 13. მანავატუ - 18, 14. ოტაგო - 10.

ნახევარფინალი

29 ოქტომბერი

ქენთერბერი-ველინგტონი

30 ოქტომბერი

ოკლენდი-ვაიკატო

ფინალი. 5 ნოემბერი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა