ასოციაციის თასი. 1/8-ფინალი. გადათამაშება
"ჩელსიმ" კიდევ ერთი თამაში ჩაატარა მეტისმეტად უნიათოდ. მართალია, დედაქალაქური კლუბი ასოციაციის თასის 1/4-ფინალში გავიდა, მაგრამ გულშემატკივართა გულები ამან ოდნავადაც ვერ მოალბო.

თამაში რივერსაიდელთა შეტევებით დაიწყო. რომ არა სიჩქარე გადამწყვეტ მომენტებში, მასპინძლები აუცილებლად მოახერხებდნენ ანგარიშის გახსნას. ერთ მომენტში არადამაჯერებლად ითამაშა პეტრ ჩეხმა, ვინც საჯარიმოს გარედან ძლიერად დარტყმული ცხვირწინ მოიგერია. მისდა ბედად, ბურთთან პირველი ჯონ ტერი გაჩნდა და სიტუაცია განმუხტა.

მეორე ტაიმში "ლურჯების" კლასმა თავისი გაიტანა. იუსი ბენაიუნმა ფინტების კასკადის შემდეგ ბურთი რამირესს დაუგორა. ბრაზილიელის დარტყმა ფერნანდო ტორესს თავში მოხვდა, ჯეისონ სტილისთვის აუღებელი ტრაექტორია შეიძინა და ბადეში გაეხვია.

მეორე გოლი ლონდონელებს ბევრად უფრო ეფექტური გამოუვიდათ. ედენ აზარის, ოსკარისა და ვიქტორ მოზესის კომბინაციას მასპინძელთა მცველებმა მოწმეებივით მხოლოდ თვალი მიადევნეს. ბოლო წუთებზე ტონი მოუბრეის შეგირდებმა კიდევ გაიბრძოლეს, მაგრამ არცთუ ისე მრისხანე მეტოქეს ვერაფერი დააკლეს.

თამაში თამაშად და მთავარი მოვლენები მატჩის დასრულების შემდეგ განვითარდა. რაფა ბენიტესი თავად ალაპარაკდა "ჩელსიდან" მისი წასვლის პერსპექტივაზე. იქამდე კი მან გულშემატკივრებს სთხოვა, შეწყვიტონ მისი შეურაცხყოფა, რადგან ამით ისინი ყველაზე დიდ სამსახურს გუნდს გაუწევენ. გთავაზობთ მატჩის შემდგომ მის კომენტარს:

- 26 წელიწადია, მწვრთნელი ვარ. მომიგია ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ასოციაციის თასი, იტალიის სუპერთასი, ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. საერთო ჯამში - ცხრა ტიტული. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი შეიძლება საკლუბო დონეზე მომეგო. გარწმუნებთ, ჩემი ლანძღვა-გინება გუნდს არაფერში ადგება. ფანები თხზავენ სიმღერებს, ჩემი საწინააღმდეგო ბანერების დამზადებაში დროს კარგავენ. მაისში მე გუნდიდან მივდივარ. რა საჭიროა ასეთ რამეებზე ენერგიის ხარჯვა? მოდი, გუნდს დაუჭირეთ მხარი. თუკი მეოთხე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ, რისიც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება, ჩემი ნებით წავალ.

ასეთ შემთხვევაში "ჩელსის" კიდევ ერთხელ მოუწევს ევროპალიგაზე ასპარეზობა და ამაში გარკვეულწილად პასუხისმგებლები გულშემატკივრებიც იქნებიან. მათ უნდა ესმოდეთ, რომ როცა ფეხბურთელებს აუტანელი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევენ და ტრიბუნებზე ცუდ ატმოსფეროს ქმნიან, ამით სერიოზულ შეცდომას უშვებენ. ვფიქრობ, ყველასთვის უკეთესი იქნება, თუკი ტრიბუნებზე დადებითი განწყობა შეიქმნება და მთელი ენერგია გუნდის მხარდაჭერაში დაიხარჯება. მთავარი მწვრთნელი ვარ. მე გუნდის მომზადება მავალია და არა სახელების გაფრთხილება. სანამ ამ პოსტზე ვარ, შემადგენლობას მხოლოდ მე განვსაზღვრავ, სეზონის დასრულების შემდეგ კი წავალ, რადგან როგორც ზოგიერთებმა მიწოდეს, მე მხოლოდ დროებითი მენეჯერი ვარ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფანები ჩემს ლანძღვაში დროს ტყუილად ხარჯავენ. დარჩენილი სამი თვის განმავლობაში ყველას დავუმტკიცებ, რომ პროფესიონალი ვარ და ყველა თამაშის მოგებას ვისახავ მიზნად.

მოხარული ვარ, რომ "ჩელსიში" ვმუშაობ, ეს ძალიან ძლიერი გუნდია, სადაც თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურს აკეთებს. არავისთან ურთიერთობაში პრობლემა არ შემქმნია.

პრობლემა მხოლოდ გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, გარდა გუნდის მხარდაჭერისა. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩემს თანამდებობას დროებითი მენეჯერი ჰქვია? რატომ? მარტო იმიტომ, რომ ყველანაირ წარუმატებლობაში ბრალი მე დამდონ? ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ნუ ინერვიულებენ. უმჯობესი იქნება, თუკი გუნდს დაუდგებიან გვერდში. არავითარი დროებითი, მე მენეჯერი ვარ და ასეთად დავრჩები იქამდე, ვიდრე ხელმძღვანელობა სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

ყოველი პოსტი დროებითია, რადგან შემცვლელი ოდესმე ყველას გამოუჩნდება. კლუბს ჩემი მემკვიდრე ჯერ არ უპოვია და ამიტომაც ვერ ვხვდები, რატომ არის საჭირო მუდმივად ჩემს სტატუსზე ხაზგასმა".

მიდლსბრო-ჩელსი 0:2

გოლები: 0:1 რამირესი (51), 0:2 მოზესი (73)

მიდლსბრო: სტილი, ბეილი, ბიკი (36. ჰაინსი), მაკმანუსი, ფრენდი, უილიამსი, ლიდბიტერი, ჰარუნი, კარაიოლი (77. ზემანა), მაკდონალდი, მეინი (62. მილერი)

ჩელსი: ჩეხი, ფერეირა, ივანოვიჩი, ტერი, ბერტრანი, რამირესი, აკე, მოზესი (76. ლუისი), ოსკარი (79. მარინი), ბენაიუნი (58. აზარი), ტორესი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ბენიტესი ფანებს: დამშვიდდით, ისედაც მივდივარ "ჩელსიდან"!

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა