"ტორპედოსთან" მატჩში გულშემატკივრებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო სადისციპლინო კომიტეტმა "გაგრა" 1500 ლარით დააჯარიმა
უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების სტადიონების ლიცენზირების შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისის "მერანის" სტადიონი თამაშებს ვერ უმასპინძლებს - იქ არსებული მინდვრის საფარი ჯერ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი უფლება გასცეს.

აქედან გამომდინარე, "გაგრას" კიდევ ერთხელ მოუხდა საკუთარი არენის ძებნა.

კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ აფხაზავას თქმით, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომ "გაგრა" მომავალ ორ საშინაო შეხვედრას (7 მარტს ტყიბულის "მეშახტესთან" და 12 მარტს "ჭიათურასთან") ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართავს.

ცნობილია, რომ 2 მარტს, საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში "გაგრამ" ქუთაისის "ტორპედოს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლა. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, განმეორებითში ქუთაისელებმა 2:0 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

67-ე წუთზე ტრიბუნებზე გუნდების ქომაგთა შორის დაწყებული დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. არეულობამ ათიოდე წუთს გასტანა და ჩხუბის აღსაკვეთად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

აფხაზავას თქმით, აღნიშნული ინციდენტის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "გაგრა" 1500 ლარით დააჯარიმა.

ასევე იხილეთ:

"გაგრას" და ქუთაისის "ტორპედოს" ფენებმა ტრიბუნებზე მუშტი-კრივი გააჩაღეს [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე