31 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ "დინამო" წარმატებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც მიაღწევს
სეზონი დაიწყო, ოთარ ხიზანეიშვილი კი თბილისის "დინამოს" არათუ შემადგენლობაში, არამედ განაცხადშიც არ ჩანს.

ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გუნდს პირველ თურქულ შეკრებაზე ახლდა, მეორედ კი თბილისში დარჩენა მოუხდა - ოთარი პოლტავის "ვორსკლასთან" სპარინგში დაშავდა და კარგა ხანი მკურნალობდა.

"შეკრებაზე დავშავდი, მკურნალობა დამჭირდა და ამან ძალიან დამწია უკან, მაგრამ მოვმჯობინდი, ვარჯიში დავიწყე და იმედია, მოედანს მალე დავუბრუნდები", - ამბობს ხიზანეიშვილი.

31 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მაისში უმთავრდება. ის უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან მისი წასვლის საკითხი განიხილებოდა:

"ასეთი ლაპარაკი არ ყოფილა, გუნდში ვარ და სეზონს "დინამოში" დავასრულებ. მერე რა მოხდება - ეს კლუბის ხელმძღვანელებისა და მწვრთნელის გადასაწყვეტია. იმედია, რომ კარიერას ისევ "დინამოში" გავაგრძელებ".

ზამთარში თბილისურ კლუბში ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი უსტარიცი ჩამოვიდა და ძირითადში სწორედ ხიზანეიშვილის ადგილი დაიკავა. კონკურენტი სერიოზულია და ოთარს სასტარტოში დაბრუნებისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს, თუმცა კონკურენცია არ აშინებს:

"მე ისეთ კლუბში ვთამაშობ, რომლის შემადგენლობაშიც გარანტირებული ადგილი არავის ექნება. ეს მეხება მეც და ნებისმიერ სხვა მოთამაშესაც.

მითამაშია რუსეთში, გერმანიასა და ყაზახეთში და იქ შემადგენლობაში დამკვიდრება არანაკლებ მძიმე იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ლეგიონერი ვიყავი და ადგილობრივებისთვის ერთი თავით უნდა მეჯობნა. ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია, შეჩვეული ვარ და კონკურენცია ნამდვილად არ მაშინებს.

მთავარია, ფორმა დროულად აღვიდგინო. მჯერა, რომ "დინამოს" კიდევ გამოვადგები".

გამოცდილი მოთამაშე განახლებულ "დინამოს" იმედიანად უყურებს:

"დუშან უჰრინი სერიოზულად მუშაობს და მგონია, რომ შარშანდელთან შედარებით, წლეულს საკმაოდ გავძლიერდით. ფაქტობრივად, ახალი გუნდი ყალიბდება და დიდი ამბიციები გვაქვს. ასეთ კლუბში თამაში კი ყოველთვის სასიამოვნოა.

იმედია, მალე "დინამო" წარმატებებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც მიაღწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guja
მაგარი კაცი და მაგარი იგროკი წარმატებები ჯიგარო.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე