თუკი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან გულშემატკივარს რომელიმე მოვლენა მკვეთრ ფერებში ახსოვს, ერთ-ერთი მაიკლ ოუენის თამაში უნდა იყოს
თუკი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან გულშემატკივარს რომელიმე მოვლენა მკვეთრ ფერებში ახსოვს, ერთ-ერთი მაიკლ ოუენის თამაში უნდა იყოს. მაშინ 18 წლის ინგლისელმა ბიჭუნამ მთელი მსოფლიო გააკვირვა ასაკისთვის შეუფერებლად დაღვინებული თამაშით.

1/8-ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებთან მაიკლის გოლი ულამაზესი სანახავი იყო. ყველა ფიქრობდა, რომ კუნძულელები მისგან დიად ფეხბურთელს გამოთლიდნენ, თუმცა ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა. "ლივერპულის" შემადგენლობაში თინეიჯერმა ვარსკვლავმა ზედიზედ 80 თამაში ჩაატარა შეუცვლელად და გადაიწვა. ამხელა დატვირთვამ მას ჯანმრთელობა შეურყია, რააც რამდენიმე წლის შემდეგ იჩინა თავი. 2004 წელს მერსისაიდიდან წასვლის შემდეგ მან ბედი მრავალგან სცადა, მაგრამ ძველებურად ლაღად ფრენა ვერსად შეძლო. ოუენის კარიერის დასასრულის დასაწყისი მაშინ დადგა, როცა 29 წლისამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. "ოლდ ტრეფორდზე" სამი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელი მუდმივად სათადარიგოთა შორის იჯდა. შარშან ზაფხულზე კი მან თავი "სტოკ სიტის" შეაფარა, მაგრამ ისევ და ისევ ტრავმების გამო უკვე ვეღარაფერი დაამტკიცა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაში მან 6 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გუშინ ინგლისელი გულშემატკივრის საყვარელმა ფეხბურთელმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ სეზონის დასრულებისთანავე ფეხბურთიდან წასვლას აპირებს:

"სიამაყით მინდა გაუწყოთ, რომ სეზონის დასრულებისთანავე პროფესიულ კარიერას ვწყვეტ. მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად ყველაზე უფრო შესაფერისი დროა. მინდა, პირველ რიგში მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლე ლუიზს მისი უსაზღვრო სიყვარულისთვის კარიერის ყოველ ეტაპზე, იქნებოდა ეს აღმაფრენისა თუ დაღმასვლის წლები. მას მადლობას ვეუბნები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი საჩუქრებისთვის – ჩვენი შვილებისთვის. გამიმართლა, რომ ჩემმა კარიერამ ისეთი დაუვიწყარი თავგადასავლები მაჩუქა, რომელზეც ზოგიერთებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. ყოველივე შეუძლებელი იქნებოდა ჩემი მწვრთნელების, თანაგუნდელების, გულშემატკივრებისა და ჩემი პირადი სპონსორების გარეშე. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარეთ წარმატების მიღწევაში".

აქვე გეტყვით, რომ 33 წლის ფეხბურთელს ჰყავს მეუღლე ლუიზ ბონსალი, ვინც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან უყვარს და ოთხი შვილი – ჯემა როუზი, ჯეიმს მაიკლი, ემილი მეი და ჯესიკა. რაც შეეხება კარიერას: ოუენს უთამაშია "ლივერპულში" (1996/2004), "რეალში" (2004/05), "ნიუკასლში" (2005/09), "მანჩესტერ იუნაიტედსა" (2009/12) და "სტოკ სიტიში" (2012/13). საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 480 შეხვედრაში მის ანგარიშზე 222 გოლია, ინგლისის ნაკრებში კი მან 89 მატჩში 40-ჯერ გამოიჩინა თავი. უკანასკნელად "სამი ლომის" შემადგენლობაში მან 2008 წლის 26 მარტს ითამაშა საფრანგეთის წინააღმდეგ (1:0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკლ ოუენი შესაძლოა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯოს [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა