ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა საქართველოს 14 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა დონეცკის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა დონეცკის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

ალექსანდრ შვედჩენკოს მემორიალური შეჯიბრების შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვებსაიტის ჟურნალისტს გუნდის მწვრთნელი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ესაუბრა.

- გადამწყვეტ მატჩში დონეცკის გუნდს მოვუგეთ, რომელსაც მოთამაშეები ხარკოვიდან, ლვოვიდან და სხვადასხვა კლუბიდან ჰყავდა დამატებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უკრაინის ნაკრები.

- ფინალურ მატჩში გამარჯვება გაგიჭირდათ?

- ოფიციალურად ეს ფინალი არ ყოფილა, რადგან ტურნირი ჯგუფური სისტემით, ერთ წრედ ჩატარდა. უბრალოდ, ისე დაემთხვა, რომ ბოლო ტურში ერთმანეთს მანამდე წაუგებელი გუნდები შევხვდით. გამარჯვებას იოლს ვერ დავარქმევ, მაგრამ ზედმეტი გართულების გარეშე მოვიგეთ.

საბოლოო ანგარიშია 58:49. ყველა კალათბურთელმა კარგად ითამაშა, ნაკრების ყველა წევრი ქების ღირსია.

ბოლო ორ მატჩში ვერ იასპარეზა ალექსანდრე კაკუბერმა, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოიჩინა თავი. მის ნაცვლად ბერდია ქავთარაძეს მივანდეთ გამთამაშებლობა, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა.

- მთლიანად ტურნირზე ნაკრების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?

- მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ნელ-ნელა შევთამაშდით, ბიჭებმა საკუთარი ძალებისა ირწმუნეს და შედეგიც სახეზეა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ნიკა ყირიმელმა მიიღო, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში მასპინძლებს 24 ქულა ჩაუგდო.

საუკეთესო ცენტრის პრიზი გოგა ბითაძეს გადაეცა, ხოლო ყველაზე ტექნიკური მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა. გამოვარჩევ ასევე ჩვენი ნაკრების მეფარეებს - ზაურ ჯანელიძეს და გოგა ბითაძეს. ნაკრების ყველა წევრის გარჯით კმაყოფილი ვარ.

- რა გეგმები აქვს 14-წლამდელთა ნაკრებს?

- ნიჭიერი ახალგაზრდები კიდევ არიან, რომლებსაც აუცილებლად გამოვცდით. თვე-ნახევარში თურქეთში მორიგი საერთაშორისო ტურნირი გველის და იქ რამდენიმე ცვლილებით წავალთ. ახლა მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო შეკრებისთვის დაგვემატება პერსპექტიული ფოთელი საბა ხურცილავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა