საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური. 7-12 ადგილები
წინა ტურში ფოთის "კოლხეთმა" ნავსი გატეხა და წლევანდელ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" დაამარცხა (2:1).

მანამდე, ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ფოთელები იმავეს მარტვილში გაიმეორებდნენ, ადგილობრივ "მერანთან". მით უფრო, რომ მასპინძლებმა უკანასკნელ შეხვედრაში, რუსთავში, თავი ნორმალურად წარმოაჩინეს და ქულასაც გამოჰკრეს ხელი.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩს "მერანისთვის" ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის "კოლხურ დერბიში" გამარჯვება კი მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მთელი 90 წუთი, განსაკუთრებით კი, მისი მეორე ტაიმი, უფერული გამოდგა. არც განსაკუთრებული მონდომება, არც ბრძოლისუნარიანობა, არც გამარჯვებისათვის სწრაფვა ფეხბურთელებში არ იგრძნობოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარტვილელი ქომაგი ასეთი იმედგაცრუებული არასოდეს დარჩენილა.

და მაინც, თუ ამ თამაშში გოლი გავიდა, ეს უთუოდ ფოთელთა თავდამსხმელის, ზამირ ჯანაშიას პირადი დამსახურებაა, რომელმაც მართლაც ეფექტური ბურთი ასე გაიტანა: მარჯვენა ფრთაზე აქტიურმა გიორგი კილასონიამ რამდენიმე მცველი მოატყუა და საჯარიმოში უზადოდ ჩააწოდა. დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ყველას ჯანაშიამ დაასწრო და ერთი შეხებით ბურთი კარის ბადეში გაახვია - 0:1.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. თავდაპირველად გუნდებმა კინაღამ გოლები გაცვალეს: მე-4 წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, აქტიურმა ზამირ ჯანაშიამ მოედნის ცენტრის სიახლოვეს მეტოქეს ბურთი აართვა და უმალ გადააწოდა როსინის. ამ უკანასკნელმა კრასოვსკის უპასა. საბოლოოდ, ბურთი ისევ ჯანაშიას მიუვიდა, რომლის ძლიერად დარტყმული ჯონი შეროზიამ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია.

მას მყისვე მოჰყვა მასპინძელთა რეაქცია: დასარტყმელ პოზიციაზე საბა ლომია გავიდა. ერთი შეხედვით, ლომიას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბოლო წამს ბურთი ფეხებში აებლანდა და მდგომარეობაც განიმუხტა.

შემდეგ გოლის გატანის ჩინებული შანსი ვერ გამოიყენეს ღონღაძემ და კილასონიამ.

მეორე ნახევარში "მერანის" შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელი, კიჭი მელიავა და კრისი გამოჩნდა. მასპინძლები ორფორვარდიან ტაქტიკაზეც გადავიდნენ, თუმცა რა გამოვიდა, თავადაც ხედავთ.

მატჩის განახლებიდან სამი წუთიც არ იყო გასული, როდესაც მარტვილელებმა რეალური მომენტი შექმნეს: ლაშა კუჭუხიძის გადაცემის შემდეგ ისევ საბა ლომია გავიდა მეკარესთან პირისპირ, ძლიერი დარტყმით კი ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

ფოთელები აშკარად გადარჩნენ. დარჩენილ დროში მოედანზე საინტერესო, ფაქტობრივად, არაფერი მომხდარა, ეტყობა, ფეხბურთელებს ძალა გამოელიათ: იკლო კომბინაციურმა თამაშმა და ბურთი, ძირითადად, მოედნის ცენტრთან ტრიალებდა.

ბოლო წუთებში მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ დასამახსოვრებელი და საინტერესო არაფერი მომხდარა.

ამ წაგებით, მართალია, "მერანის" მდგომარეობა სატურნირო ცხრილში დიდად არ გართულებულა (რაშიც კონკურენტებმა შეუწყვეს ხელი), თუმცა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე აშკარად კი დადგნენ.

მატჩის შემდეგ:

მალხაზ ჟვანია (მერანი):

"ვერ ვიტყვი, ბიჭებმა არ იბრძოლეს-მეთქი, თუმცა შანსები ვერ გამოვიყენეთ, რისთვისაც მატჩის ბოლოსკენ დავისაჯეთ კიდეც.

"მერანი" ახალგაზრდული გუნდია და შესაბამისად, ფეხბურთელებიც ბევრ შეცდომას უშვებენ.... დარჩენილ მატჩებში ვეცდებით სიტუაციის გამოსწორებას".

სოსო ფილია (კოლხეთი):

"ასეთ მოედანზე თამაში ძალიან ძნელია. მეტოქის საწყისი უპირატესობის შემდეგ შეხვედრა გავათანაბრეთ და სასურველი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვნახოთ, რა გამოგვივა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს