საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური. VII-XII ადგილები
ქვედა ექვსეულში, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან რუსთავის "მეტალურგის" გარდა, ყველა გუნდი დგას უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე.

"მერანი" და "ვიტ ჯორჯია" უკანასკნელი მატჩების შედეგებმა პირველი ლიგის კანდიდატებად აქცია. ამის გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ შეხვედრა დაძაბულ გარემოში წარიმართებოდა. ამიტომაც ფეხბურთის ფედერაციამ მარტვილში, სხვათა შორის, პირველად, მსაჯთა ექვსკაციანი ბრიგადა მიავლინა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ დიდი ხნის "პაუზის" შემდეგ სტუმართა პირველ გუნდს კვლავ ზურაბ ბერიძე დაუბრუნდა, რომელიც 14 წელიწადია, ვიტელთა გუნდშია. ის ბოლო დროს დუბლებს ავარჯიშებდა. ვერ ვიტყვით, მან განსაკუთრებული ცვლილებები მოახდინა შემადგენლობაში, თუმცა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოედანზე ნამდვილად გამოიყვანა.

მატჩმა მთლიანობაში მოლოდინი გაამართლა. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს მოწინააღმდეგეს. პირველი სახიფათო დარტყმა მერანელთა შუახაზელმა ფონიავამ განახორციელა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

მოგვიანებით დიდავას წამოწყებული იერიშის დაგვირგვინება მართებდა კუჭუხიძეს, თუმცა ბოლო წამს მცველი წამოეწია და გაურკვეველ სიტუაციაში საჯარიმოში წაიქცა. ბეუქლიშვილმა ეპიზოდს ყურადღება არ მიაქცია.

გულხელდაკრეფილები არც ვიტელები ყოფილან: მე-20 წუთზე უბილავამ შესანიშნავი გადაცემით კუხალეიშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთს თავით შეუცვალა მიმართულება, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

გატანის შანსი ქარს გაატანა ვასაძემაც.

თითქოს შეხვედრა სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა, ტაიმის შუაში თამაშიც გაათანაბრეს, მომენტებიც შექმნეს, თუმცა ერთ ეპიზოდში ბურთი მოედნის ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს და ლაშა კუჭუხიძის გამოზომილი პასით ლომიამ ანგარიში გახსნა - 1:0.

შესვენების შემდეგ თბილისელები გათანაბრებას ლამობდნენ, თუმცა არაფერი გამოსდიოდათ. ფონს გასვლას მხოლოდ და მხოლოდ შორეული დარტყმებით ეშურებოდნენ.

მორიგი შეტევისას დაცვაში მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს და ლომიამ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა - დუბლით გამოიჩინა თავი. სხვათა შორის, მიმდინარე ჩემპიონატში ლომიას ანგარიშზე 15 გოლია. ამ შედეგით მხოლოდ დინამოელებს - ჩისკოსა და დვალს ჩამორჩება.

"ვიტ ჯორჯიას" არც ამის შემდეგ დაუყრია ფარ-ხმალი, დრო კიდევ ბევრი იყო დარჩენილი თამაშის გადასარჩენად. ზურაბ ბერიძემ ახალშემოსულ ლობჟანიძესა და გოგიაშვილს გაბრიჭიძეც დაამატა.

სახიფათო მომენტებიც უმალ შექმნეს: ლაშა გაბიჭიძის ძლიერად გასროლილი მოიგერია შეროზიამ, რომელიც მერანელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რა თქმა უნდა, ლომიასთან ერთად.

აშკარაა, რომ შეროზია ნიჭიერი და შრომისმოყვარეა. წესით, ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი მაღალი დონის მეკარე უნდა შეემატოს.

დრო იწურებოდა, "ვიტ ჯორჯიას", ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა, კლასი და გამოცდილება მაინც უფრო "მერანის" მხარეს რჩებოდა. ბოლო აკორდი ფონიავას დარტყმა იყო, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს.

მასპინძლებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში საჭირო სამი ქულა მოიპოვეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს საუკეთესოთა მარაქაში ადგილის შესანარჩუნებლად. "ვიტ ჯორჯიას" წაგებათა სერია კი გრძელდება...

მომავალ ტურში ეს გუნდი აუტსაიდერ "კოლხეთს" მასპინძლობს, "მერანი" კი შედარებით კარგ ხასიათზე ბოლნისს ეწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tishi
მოგესალმებით ყვლ ქართული სპორტის გულშემატკივარს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივმართავ მარტვილის მერანის პრეს სამსახურს (ამ სტატის ავტორია ალბათ ის არის)თხოვნა გვექნება ყველა მერანის გულშემატკივარს. გუნდის სიახლეები დაიწეროს ხოლმე იმავე დღეს , სხვა გუნდების საიტებზე ,რომ შევდივარ ყველა სიახლე თუ რა მოხდა გუნდში ყველაფერი ასახულია თამაშის დასრულების თანავე. მერანის გვერდზე ეს ინფორმაცია ერთი კვირის მერე იდება ხოლმე რაც ძალიან ცუდი მიდგომაა გუნდის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. და კიდევ საერთოდ არაფერი რ იწრება თუ რა ხდება დუბლშემადგენლობაში, ვინ თამაშობს, რას თამაშობს და ასე შემდეგ. მერწმუნეთ ეს თემა დუბლების აუცილებლად უნდა იყოს განხილული გუნდის სიახლეებში. რა მოხდა გუშინ მერანის დუბლებსა და გორის დუბლებს შორის ხომ უნდა ნახოს მრტვილის გულშემატკივრებმა. დილას ვებ გვერდზე ეს თემა დაკომენტარებულია სრულად და ნათლად. ასე რომ ყველაფერს აქვს დიდი მნიშვნელობა გუნდის და ფეხბურთელის წარმატებისთვის. იმედია გაითვალისწინებთ და არ დაგვზარდებით დუბლების და საერთოდ გუნდის შესახებ სრულ ინფორმაციის მოწოდებს. მადლობთ წინასწარ. წარმატებებს ვუსურვებ მერანის ყველა გუნდს.
ვასო
ამ სტატიის ავტორი ვინ არის, რატომ არ წერია?
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა