გორის "დილა" შოკშია - შინ ქუთაისის "ტორპედოსთან" მტკივნეული მარცხის შემდეგ გუნდის საჩემპიონო ამბიციები საკმაოდ საეჭვო გახდა
გორის "დილა" შოკშია. ჩემპიონობის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ამას წინათ, თბილისში "დინამოს" ფრე ეთამაშა და კონკურენტთან ჩამორჩენის გასაბათილებლად გორის შეხვედრისთვის ემზადებოდა.

როგორც ჩანს, ვალდას ივანაუსკასის გუნდი შეცდომაში სწორედ "დინამოზე" სწორებამ შეიყვანა - გორელებს გამორჩათ, რომ გია გეგუჩაძის "ტორპედოც" არ არის საჩუქარი და საკუთარ სტადიონზე მტკივნეული მარცხი იწვნიეს - 1:2.

გიორგი ბერიაშვილის დუბლს "დილამ" მხოლოდ ირაკლი მოდებაძის გოლით უპასუხა, რაც მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ახლა გორელები 60-ქულიან "დინამოს" მთელი ოთხი ქულით ჩამორჩებიან და მათი საჩემპიონო ამბიციებიც საკმაოდ საეჭვო გახდა.

"დილას" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი მოდებაძეს წაგების მიზეზებზე დავეკითხეთ:

"ვერ ვიტყვი, რომ სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მნიშვნელობა ვერ გავაცნობიერეთ, მაგრამ ჩვენი უშუალო კონკურენტი "დინამოა" და შესაძლოა, ამის გამო ქუთაისელებთან სრული მობილიზება ამიტომ ვერ შევძელით, მეტოქე სათანადოდ არ შევაფასეთ და ფსიქოლოგიურად კარგად ვერ მოვემზადეთ.

კონცენტრაცია დასაწყისშივე დავკარგეთ, რითაც "ტორპედომ" ისარგებლა და ორი ბურთი გაგვიტანა.

ამ წაგებაზე ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ვფიქრობ, მომხდარს ჩვენი მწვრთნელიც კარგად გააანალიზებს და მოთამაშეებიც საკუთარ შეცდომებს გადავხედავთ.

საჩემპიონო შანსები ჯერ არ დაგვიკარგავს. "დინამოს" 4 ქულით ჩამოვრჩებით, დარჩენილ 6 ტურში კი დაწევა შესაძლებელია. მთავარია, დარჩენილ შეხვედრებს მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ.

ახლა "დილას" ქულის დაკარგვის უფლებაც არ აქვს. შევეცდებით, მომავალში იგივე აღარ განმეორდეს, თორემ კიდევ ერთი წაფორხილება ძალიან ძვირად დაგვიჯდება".

გამოცდილი მოთამაშე გორის "დილას" მომავალზეც ლაპარაკობს:

"ნებისმიერ შემთხვევაში, წელს "დილას" არსებობის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო, უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო, ახლა კი ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.

მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით, მომავალ სეზონში "დილას" რა ბედი ელის - შევინარჩუნებთ შემადგენლობას თუ გუნდი ამბიციებს დაკარგავს.

"დილას" დასუსტება გულდასაწყვეტი იქნება. მიმაჩნია, რომ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის იქნება მნიშვნელოვანი, თუ თბილისის "დინამოს" სერიოზული კონკურენტი ეყოლება. ერთგუნდიანი ჩემპიონატი ფეხბურთს არაფერს არგებს. ასე იყო ადრე და ძალიან არ მინდა, ახლაც იგივე განმეორდეს.

საამისოდ მომდევნო სეზონისთვის ფინანსური საკითხების გადაჭრაა საჭირო. სეზონის დასრულებამდე პრობლემები არ იქნება. საკითხავია - მერე რა მოხდება.

იმედია, გორის ხელმძღვანელობა "დილას" ძველებურად მიხედავს და პროგრესს არ შეაჩერებს. ეს გუნდი 2-3 წელიც რომ შეინარჩუნონ, დარწმუნებული იყავით - ქალაქსა და ქვეყანას ევროპაშიც არ შევარცხვენთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ტორპედო 1:2 - ოთხ წუთში წაგებული თამაში [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა