" მარკა" "ატლეტიკოსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეთანხმებაზე წერს
ესპანური "მარკას" ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" 27 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს. კლუბების ინკოგნიტო წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გამოცემა ამტკიცებს, რომ სამხრეთამერიკელის სატრანსფერო თანხა, 55 მილიონი ევრო, უკვე შეთანხმებულია და მეტიც, თანხის ნაწილი "როხიბლანკომ" უკვე მიიღო კიდეც, რათა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ ხსენებულ პრეტენდენტთან აწარმოოს.

ჩვენი ესპანელი კოლეგები იხსენებენ, რომ "ეშმაკები" ანალოგიურად მოიქცნენ დავიდ დე ხეაზე მოლაპარაკებების დროსაც. "იუნაიტედის" გარდა, თავდამსხმელით დაინტერესებულ კლუბებს შორის ასახელებენ ევროპული ფეხბურთის გრანდებს: "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს". აღნიშნული კლუბები კოლუმბიელში 5 მილიონით მეტს იხდიან.

"ატლეტიკოს" გუნდის ლიდერთან გაფორმებულ კონტრაქტში საკომპენსაციო თანხად სწორედ 60 მილიონი უწერია, მაგრამ მადრიდელთა ხელმძღვანელობამ "იუნაიტედს" ფასი იმიტომ დაუკლო, რომ ფალკაო პრინციპული მეტოქის რიგებში არ გადასულიყო. მიმდინარე სეზონში რადამელის ანგარიშზე 27 შეხვედრაში 22 გოლია.

ფეხბურთელს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება. რაც შეეხება ფალკაოს პირად კონტრაქტს. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ორიოდე კვირის წინ Goal.com ამტკიცებდა, რომ "სიტისა" და "ჩელსის" წარმომადგენლებს ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა (ის კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობით არის ცნობილი) კვირაში 250 ათასი ფუნტი მოსთხოვა. თუკი "იუნაიტედი" ამ პირობებზე დათანხმდა, გამოდის, რომ კოლუმბიელი პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ჩელსი" ფალკაოში თითქმის 60 მილიონს იხდის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა