ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

10 აპრილს ტურინში გამართულ მატჩში სტუმრებმა იტალიელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე მანჯუკიჩი გამოირჩა, 91-ეზე კი - პისარო.

"გვინდოდა გაგვეგო, როგორ გამოვიყურებოდით ევროპის ელიტაში შემავალი გუნდის ფონზე და სიმართლე გითხრათ, სხვაობა დიდი აღმოჩნდა.

არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ "ბაიერნის" დონეს მივაღწიოთ. მიუნხენელებს ყველაფერი აქვთ საიმისოდ, რომ ტურნირი მოიგონ. ისინი ძალიან ტექნიკურები, ფიზიკურად ბრწყინვალედ მომზადებულნი, შეთამაშებულნი და გამოცდილნი არიან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნმა" მოგება დაიმსახურა, თუმცა არ დაგიმალავთ და, მართლა არ მეგონა, თუ ამდენად კარგები იყვნენ.

აქამდე მჯეროდა, რომ მეოთხედფინალში ნებისმიერ გუნდთან შევძლებდით ტოლ-სწორად თამაშს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ ყოფილა. "ბაიერნმა" თვალნათლივ გვანახა ყველას, ჩვენს წყვილში ვინ იყო უკეთესი.

მინდა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა აღვნიშნო, რომლებმაც ღირსეულად დაგვიფასეს მონდომება. ჩვენ ხომ მოედანზე ყველაფერი გავიღეთ, რაც ამ ეტაპზე შეგვეძლო", - აქვეყნებს იტალიელი მეკარის სიტყვებს Football Italia.

ბუფონმა კომენტარი ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებზეც გააკეთა, რომელმაც მიუნხენში გამართული პირველი მატჩის შემდეგ ტურინელთა კარის დარაჯი პენსიონერს შეადარა.

"ბევრი მეკითხება, რატომ არ მოვახდინე ამ ინტერვიუზე მკაცრი რეაგირება, თუმცა სინამდვილეში, მე ამ სიტყვებს შეურაცხყოფად არ ვიღებ.

ბეკენბაუერს ალბათ შეეძლო, არ გაეკეთებინა ასეთი განცხადება, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ეს ხუმრობა იყო, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, გაგებით შეხვდე.

ზოგჯერ ფეხბურთელები ასეთ რაღაცებს ზედმეტად სერიოზულად ეკიდებიან. იმ თამაშის შემდეგ ბეკენბაუერზე უარესი მამაჩემმა მითხრა - რა გჭირდა, მთვრალი ხომ არ იყავიო?!

ასეთი რაღაცები გულს არ მწყვეტს, რადგან არცთუ ურიგო კარიერა მქონდა და ისიც ვიცი, რომ ბოლო წლებშიც ბრწყინვალედ ვთამაშობ. შეცდომები კი ხდება და დაუმარცხებელი არავინ რჩება.

ვინ იცის, ეგებ ჯობდეს კიდეც, რომ შეცდომები მრავლად სწორედ "ბაიერნთან" დავუშვით, რომლის უპირატესობა ასე თვალსაჩინო იყო. ახლა უკვე იმ შეცდომების თავიდან აცილებას ჩვენი დონის მეტოქეებთან შევძლებთ", - დასძინა ბუფონმა.

ასევე იხილეთ:

იუვენტუსი-ბაიერნი 0:2 - გერმანული მარშით ნახევარფინალში [VIDEO]

ფრანც ბეკენბაუერმა ჯანლუიჯი ბუფონს ბოდიში მოუხადა

"იუვენტუსის" გენ-დირექტორი: ბეკენბაუერისგან ბუფონზე ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნოა

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"

ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]

del piero 10
ჯიჯი მაგარი კაცი და #1 მეკარე ხარ!
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს