27 წლის ცენტრალური მცველი იმდენად იოლად შეეგუა ლონდონელებს, რომ მის გარეშე გუნდის წარმოდგენა უკვე ძალიან ჭირს
გარი კეჰილი "ჩელსიში" 2012 წლის იანვარში "ბოლტონიდან" გადავიდა. მას შემდეგ წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა, მაგრამ 27 წლის ცენტრალური მცველი იმდენად იოლად შეეგუა ლონდონელებს, რომ მის გარეშე გუნდის წარმოდგენა უკვე ძალიან ჭირს. ფეხბურთელი ამჟამად ტრავმას მკურნალობს, თუმცა გარიმ "ჩელსის" საკლუბო ჟურნალთან ინტერვიუსთვის მაინც მოიცალა. ლონდონელთა უკანახაზელი საინტერესო თემებზე მსჯელობს:

- ვფიქრობ, ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო მცველების თამაშმა დაადასტურა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, წინასწარ განჭვრიტო მოვლენათა განვითარება და საფრთხე ასე აიცილო თავიდან. უნდა იგრძნო მომენტი, როცა მეტოქე დარტყმას აპირებს, სწორი პოზიცია დაიკავო და დაბლოკო. წინათგრძნობა და ინსტინქტი ასეთ დროს დიდ როლს თამაშობს. მე, მაგალითად, უკვე კარგად ვიცი, კონკრეტულ დროს სად უნდა ვიდგე, რადგან ფეხბურთს უკვე ძალიან დიდი ხანია, ვთამაშობ. მოედანზე ბევრი ფიქრი არ ვარგა, რადგან არასოდეს იცი, როგორ განვითარდება მოვლენები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერ ფეხბურთელებს ეთამაშები.

რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, შენგან ყოველთვის უფრო მეტს ელიან, ვიდრე იქამდე ითხოვდნენ. ამაზე პირადი მაგალითით შემიძლია ვიმსჯელო, რადგან მახსოვს, რას ითხოვდნენ ჩემგან ჩემპიონშიპში და რას ითხოვენ ნაკრებში თამაშისას. უმაღლეს დონეზე ასპარეზობისას ვალდებული ხარ, ყველაფერი მოასწრო: არა მხოლოდ თავდაცვაში, შეტევაშიც უნდა მიეხმარო შენს გუნდს და ბურთის ართმევაშიც მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი მთავარი სხვაობა "ბოლტონსა" და "ჩელსის" შორის ის არის, თუ რა დონეზე შეგიძლია საკუთარი თავის გამოცდა. თამაშს შენი თავი მთლიანად უნდა მიუძღვნა და მომართული იყო. როცა ისეთ ფეხბურთელს ეთამაშები, რომელზეც ყველანი აღმატებულ ტონში ლაპარაკობენ, შენთვის ეს შესაძლოა, დამატებითი მოტივაცია იყოს. ამ დროს გინდა, რაც შეიძლება ცოტა შანსი მისცე მეტოქეს. ასეთ ფეხბურთელებზე ამბობენ, რომ ისინი უმაღლესი კლასისანი არიან. ამ დროს მაქსიმალურად მობილიზებული ხდები და ყველაფერს აჩვენებ, რაც შეგიძლია.

როცა შენი გუნდი თამაშს მშრალად ასრულებს, აცნობიერებ, რომ მეტოქეს მაქსიმალურად ეფექტურად ეთამაშე ან საერთოდ შანსი არ მიეცი. ეს უზარმაზარ სიამოვნებას გგვრის. ყოველთვის მინდა, მოედნიდან ისე გავდიოდე, რომ შესრულებული მისიის განცდა თან მიმყვებოდეს.

დოსიე

საკლუბო კარიერა:

ასტონ ვილა 2004/2008

ბარნლი (იჯარა) 2004/2005

შეფილდ იუნაიტედი (იჯარა) 2007/2008

ბოლტონი 2008/2012

ჩელსი 2012-დან

ინგლისის ნაკრები 2010-დან. 14 თამაში

ტიტულები:

ასოციაციის თასი 2011/12

ჩემპიონთა ლიგა 2011/12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გარი კეჰილი: "ჩელსის" ჩემპიონობის შანსი აქვს

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა