26 ივლისს არსენ ვენგერი იაპონიაში ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება
2013/14 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად "არსენალი" ხანგრძლივ აზიურ ტურნეში გაემგზავრება. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "მეთოფეთა" ორი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. Saitama Summer Cup-ის ეგიდით, 22 ივლისს ლონდონელები "ურავა რედ დაიმონდს" შეხვდებიან.

26-ში - "ნაგოია გრამპუს ეითსს". იაპონიამდე არსენ ვენგერის შეგირდები ინდონეზიას ეწვევიან, სადაც ჯაკარტაში 13 ან 14 ივლისს 90-ათასიან "გელორა ბუნგ კარნოზე" პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ, ოღონდ ვისთან, ცნობილი ჯერ არ არის. თამაშის გარდა, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პირისპირ შეხვედრაც არის დაგეგმილი.

ინდონეზიაში "არსენალი" უკანასკნელად 1983 წელს იმყოფებოდა. რაც შეეხება იაპონიას, ლონდონელები ამ ქვეყანას 2011 და 2012 წლებშიც სტუმრობდნენ. "მოხარული ვარ, რომ იაპონიაში ვბრუნდები, ქვეყანაში, სადაც დაუვიწყარი ორი წელიწადი გავატარე, იქამდე, ვიდრე "არსენალში" დავინიშნებოდი. ვიცი, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს "ნაგოიას" საკუთარ "ტოიოტა არენაზე" ან "ურავას". ჩემპიონატის თამაშების დროს ამ გუნდების თამაშებზე ზღვა ხალხი დადის. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იაპონელი გულშემატკივრები თბილ დახვედრას მოგვიწყობენ," - განაცხადა არსენ ვენგერმა.

ხუთი მილიონი სოშოს

Goal.com-ის ინფორმაციით, "არსენალმა" საფრანგეთის ლიგა 1-ის "სოშოს" 22 წლის მარჯვენა მცველ სებასტიენ კორშიაში 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რის შემდეგაც მხარეები სატრანსფერო თანხაზე იოლად შეთანხმდნენ. ახალგაზრდა ფრანგი "ემირიტსზე" თანამემამულე ბაკარი სანიას შემცვლელად განიხილება, ვინც სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას ალბათ "პარი სენ-ჟერმენში" განაგრძობს.

თებერვალში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორშიას გადაბირებას ზაფხულზე მიუნხენის "ბაიერნი" შეეცდებოდა. მიუნხენელებს ის ფილიპ ლამის დუბლიორად სჭირდებოდათ. სიმართლე ითქვას, სებასტიენს არც ლონდონში აქვს გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში. მას სასტარტოსთვის ბრძოლა კარლ ჯენკინსონთან მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"არსენალი" - ფავორიტი ასმირ ბეგოვიჩისთვის ბრძოლაში

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა