როგორ არ დაუჯერა არსენ ვენგერმა "არსენალის" ექიმებს
ჯეკ უილშირი ჯერ 21 წლის არის, მაგრამ უკვე იმდენი ტრავმა გადაიტანა, ვეტერანებს, შესაძლოა, კარიერის განმავლობაში არ გამოუცდიათ ამდენი.

ჯეკს მთელი ქვეყანა იმედის თვალით შესცქერის და როდესაც მის თავს რაღაც ხდება, ამაზე მარტო "მეთოფეთა" გულშემატკივრები არ ნერვიულობენ. სამშობლოში ის იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. უქმეებზე "ნორვიჩთან" ძირითად შემადგენლობაში თვეზე მეტი პაუზის შემდეგ უილშირის ხილვა ცოტა მოულოდნელი იყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სამწვრთნელო შტაბს ესმოდა, რომ ამ ნაბიჯით რისკზე მიდიოდა. რაც მთავარია, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

"მოხარული ვარ, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი. იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში ჩავდგე, კიდევ რამდენიმე თამაში დამჭირდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე თავს უკვე კარგად ვგრძნობ. წინ უმნიშვნელოვანესი თამაშია "ევერტონთან". ლივერპულელები ფორმაში არიან. წარმატების შემთხვევაში, უკვე მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით. არანაკლებ საყურადღებოა მომდევნო დაპირისპირებებიც "ფულჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ დარჩენილ თამაშებში მაქსიმალური ქულების დაგროვებაც კი შეგვიძლია," – განუცხადა ფეხბურთელმა "ინდეპენდენტს".

არსენ ვენგერი გამოტყდა, რომ "იადონებთან" შეხვედრის დაწყებამდე ექიმები წინააღმდეგნი იყვნენ უილშირის თამაშის, მაგრამ: "ჯეკი ბრძოლაში იმაზე ადრე ჩავრთე, ვიდრე რეკომენდაცია მქონდა. ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელი სათამაშოდ მზად იყო. ცხადია, ექიმების აზრს ვითვალისწინებ, მაგრამ ამჯერად ჩემს გამოცდილებას დავეყრდენი, რადგან უილშირს 16 წლიდან ვწვრთნი და კარგად ვიცი, როგორ რეაგირებს მისი ორგანიზმი დატვირთვებზე. თანაც, მან პირადად დამარწმუნა, რომ თავს კარგად გრძნობდა. სწორედ ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯეკ უილშირი: მადლობა დახმარებისთვის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა