1:1. ცხინვალელებისთვის ეს მონაპოვარია, "ზესტაფონისთვის" - დანაკარგი

პროგნოზით ერთპიროვნული ლიდერის სტუმრობა სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფ გუნდთან ცხადია სამი ქულის მოპოვებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა, პროგნოზიც პროგნოზად დარჩა. "ზესტაფონმა" შესაძლოა ვერმოგება მოედნის საფარს დააბრალოს, რომელიც არ ყოფილა მთლად სახარბიელო მდგომარეობაში, მაგრამ ასე იყო მასპინძლებისთვისაც.

როგორც წინა ტურში, ცხინვალელებს ამჯერადაც არ უთამაშიათ ურიგოდ. შეტევაზე ორიენტირებულმა გეგუჩაძის შეგირდებმა ტერიტორიული უპირატესობა მატჩის დებიუტშივე ხელთ იგდეს და ტაიმის ბოლომდე არ დაუთმიათ. მეორეში ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვდა, რასაც, უნდა ითქვას, თავი კარგა გაართვა. სტუმრებმა საკუთარ კარში ბურთის მიღებამდე, მეტოქის კართან სახიფათო მომენტი ვერ შექმეს. სპარტაკელმა ბოლქვაძემ კი ლამის გლად გარდასახა სტანდარტული. თუმცა, იმავე ბოლქვაძემ დეკანოიძეს გაატანინა - 1:0.

ანგარიში იმერლებმა 10 წუთში გააბათილეს ზუსტად საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სტანდარტიდან. ამ გოლის შემდეგ "ზესტაფონმა" ბურთის კონტროლს უმატა, დაეუფლა ცენტრს და უფრო მწვავედ აამოქმედა ფლანგები. გეგუჩაძემ შეცვლაზე დვალის გამოყვანით კი უფრო გაზარდა შეტევის პოტენციალი. ერთი შეხედვით, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ გრიშიკაშვილის კარში მორიგი გოლი უნდა გვენახა, მაგრამ "სპარტაკმა" საკუთარი კარის მისადგომები შეძლებისდაგვარად საიმედოდ გადარაზა და იშვიათად მაგრამ მაინც, სახიფათო ჩხვლეტების განხორციელებაც მოახერხა მეტოქის ნახევარზე. ცხინვალელ მცველთა შეცდომით 33-ე წუთზე გრიგალაშვილს უნდა ესარგებლა, მაგრამ სახეირო პოზიიდან უხეიროდ დაარტყა კარში. მე-40 წუთზე ონიანის პასით გელაშვილს მიეცა გუნდის დაწინაურების საშუალება, მაგრამ ცხინვალელებმა უკანასკნელ წამს არეულობის განმუხტვა მოახერხეს.

საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებიათ გელაშვილს, დვალს და ფიფიას აფციაურს. შეცვლაზე "ზესტაფონის" დამრიგებელს ალბად მათი იმედი ჰქონდა სამი ქულის მოპოვებლად, მაგრამ... აი, მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ ჩალაძეს კი შეეძლო დაესაჯა სტუმრები, თუმცა ძაგანიას პასი საგოლე პოზიციაზე ვერ გამოიყენა. "ზესტაფონი" განაგრძობდა იერიშებს, რითაც მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდათ. ამ ფონზე სტუმართა უკანა ხაზზე შეცდომებმა იმატა, თუმცა კვარაცხელიას გუნდმა გამოყენება ვერ შეძლეს. 88-ე წუთი. დვალი ახლოდან ურტყამს და გრიშიკაშვილი ბურთს ადგილზე ხვდება. საბოლოოდ ფრე 1:1. ცხინვალელებისთვის ეს მონაპოვარია, "ზესტაფონისთვის" - დანაკარგი....

31. 10 გორი ქართლი 100 მაყურებელი

სპარტაკი - ზესტაფონი 1:1

1:0. დეკანოიძე (12. ბოლქვაძის პასით), 1:1. ალადაშვილი (22)

სპარტაკი ზესტაფონი

4-5-1 4-5-1:

გრიშიკაშვილი რ. კვასხვაძე

კაშია ბენაშვილი

ალავიძე კობახიძე

ტეტუნაშვილი გ. ონიანი

ლობჟანიძე ელიავა

დეკანოიძე ალადაშვილი

შონია ბ. დაუშვილი

ჭაფოძე ბაბუნაშვილი

ბაბულაიძე გორგიაშვილი

ვ. ბოლქვაძე გრიგალაშვილი

ძაგანია გელაშვილი

46. ლობჟანიძე - კაკაშვილი

59. ბაბულაიძე - ჩალაძე

79. დეკანოიძე - კლოვისი

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, მაისურაძე, ნარიმანიძე

30. ბენაშვილი - დვალი

53. გრიგალაშვილი - ფიფია

68. გორგიაშვილი - აფციაური

სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, ძარია, წინამძღვრიშვილი

გაფრთხილება: კაკაშვილი (58), ბაბუნაშვილი (79)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა