ფრეების "მოყვარულმა" ქუთათურებმა ნავსი გატეხეს
ფრეების "მოყვარულმა" "ტორპედომ" ნავსი გატეხა და "ბაიასთან" მოგების გემო გაიხსენა. ამით ქუთათურებმა ბოლოსწინა ადგილს თავი დააღწიეს და ცხრილში საფეხურით დაწინაურდნენ. გამარჯვების მომტანი გოლი ახალგაზრდა საბანაძემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იყო.

ქუთაისში სამი დღე გადაუღებლად წვიმდა და მატჩიც წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა. ამან მოედნის მდგომარეობაზე და მაყურებელთა რაოდენობაზე უარყოფითად იმოქმედა. ჩემპიონატის დაწყებიდან ასე ცოტა მაყურებელი ქუთაისის სტადიონზე არ ყოფილა. ალბათ, ცუდი ამინდის გამო იყო რომ, მატჩი სანახაობრივად ძალიან მოიკოჭლებდა, თუმცა, დაძაბულობა ნამდვილად არ მოჰკლებია. `სამტრედიასთან" ფრის შემდეგ ტორპედოელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და თავიდანვე შეტევაზე გააკეთეს აქცენტი. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა `ბაიამ" კი `მეორე ნომრად" ამჯობინა თამაში და მოედნის შუაგულში მასპინძლებს ცხარე ბრძოლა გაუმართა.

ქუთათურებს ამ მატჩისთვის დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია და თარხნიშვილი დაუბრუნდათ. პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვარაცხელიას აქტიურობას მოჰყვა. თანაგულდელებმა იგი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ ზარქუამ დროულად დატოვა კარი და თავდამსხმელს დარტყის საშუალება არ მისცა. სტუმრებმა აკობიას საჯარიმო დარტყმით უპასუხეს. მართალია, ზუგდიდელთა კაპიტანი საკმაოდ შორიდან ურტყამდა, მაგრამ მიგინეიშვილს სველი ბურთის დამორჩილება გაუჭირდა. მე-14 წუთზე თარხნიშვილი მეტოქის საჯარიმოში მცველთან ორთაბრძოლისას დაეცა. ტორპედოელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა, მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. რიონისპირელთა შეტევებს სტუმრები შორეული დარტყმებით პასუხობდნენ, რაც ასეთ ამინდში გამართლებული იყო, მაგრამ შედეგი არ მოუტანია. ლომიამ შორიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. მერე ის ერთადერთი გოლიც გავიდა. ჩიკვილაძის საჯარიმო დარტმა ძელს მოხვდა და საბანაძესთან -1:0

შესვენების შემდეგ სტუმრები უკეთ ათამაშდნენ. მალე ლომიას კუთხურის შემდეგ ტორპედოელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, კვეკვესკირი კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა და გატანაც შეეძლო, მაგრამ დააყოვნა და მდგომარეობა განიმუხტა. ტაიმის შუაწელიდან უპირატესობა კვლავ გიგატაძის შეგირდების ხელში გადავიდა. ახლა ქუთათურებმა უხშირეს შორეულ დარტყმებს და დიღმელაშვილის ორ მცდეობას კინაღამ გოლი მოჰყვა _ მეკარემ იყოჩაღა. მერე წურწუმიას საჯარიმო ასცდა მიზანს. ამის შემდეგ საგოლე მომენტი ფაქტობრივად არც ერთ კართან არ შექმნილა. `ტორპედომ" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და ჰაერივით საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ელგუჯა ქომეთიანი: "ტორპედო" კარგი გუნდია და საკვირველია, წინა მატჩებში გაცილებით მეტი ქულა რომ ვერ დააგროვა. ჩვენ რაც შეგვეხება, ფინანსურად ძალიან გვიჭირს, მაგრამ წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ... მალე "ტორპედოს" თასზე შევხვდებით და, იმედია, ის მატჩი გაცილებით საინტერესო და უკეთესი სანახავი იქნება."

გია გიგატაძე: "ვიცოდით რომ რთული თამაში იქნებოდა და მართლაც, "ბაია" ღირსეული მეტოქე გამოდგა. გადაუღებელმა წვიმებმა შეხვედრას თავისი კვალი დაატყო. თამაში ძალიან ჭირდა. სანახაობრივი თამაში არ გამოვიდა, მაგრამ ბიჭებმა იბრძოლეს და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს. იმედია, თასზე მატჩიუკეთესი იქნება."

ტორპედო-ბაია 1:0

31.10.10. ქუთაისი. ცენტრალური. 2500 მაყურებელი

4-4-2 1:0 საბანაძე (33)

ტორპედო ბაია

4-5-1

მიგინეიშვილი ზარქუა

ფოფხაძე კვეკვესკირი

ფარულავა კვესიეშვილი

ს. თოდუა კანდელაკი

ჩიკვილაძე ლ. აკობია

დათუნაიშვილი რიგვავა

დიღმელაშვილი ვართაგავა

ლომაშვილი მალიჩავა

თარხნიშვილი წურწუმია

საბანაძე შ. ლომია

ვ. კვარაცხელია ეხვაია

ტორპედო

59. საბანაძე-გიგაური

66. ლომაშვილი-გ.ჩხეტიანი

80. კვარაცხელია-კემუხტაშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, გურული, მაჭავარიანი, ნ.კვასხვაძე

ბაია

54. მალიჩავა-გუგუჩია

83. რიგვავა-კუკავა

სათადარიგოები: სომხიშვილი, აფაქიძე, თ.აკობია, სამუშია, ჩანგელია

გაფრთხილება: ლომაშვილი(18), რიგვავა(37)

არბიტრი: ხ.გაგნიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

dato
მიდით ლომებოოო გენავეთ წინ ტორპედოოო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა