"ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს ("ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!") გულშემატკივართა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს ("ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!") გულშემატკივართა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გორელმა გულშემატკივრებმა ამბიციური კლუბის შესანარჩუნებლად აქცია გამართეს.

"მეგობრებო, გავერთიანდეთ! დაგვიდექით გვერდით და ერთად გადავარჩინოთ კიდევ ერთი საფეხბურთო კერა, რომელიც მოშლის პირასაა", - ასე იწყება წერილი, რომელიც "დილაში" წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებს ეძღვნება.

"ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბს, გორის "დილას" ევროტურნირზე თამაში ელის და ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებასა და განვითარებაზე ფიქრობდეს, პრობლემები შეექმნა.

კარგი თამაშით "დილამ" გორში მშვენიერ საფეხბურთო კერას ჩაუყარა საფუძველი: ჩემპიონატისადმი ჩვენი საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულების ფონზე, გორში გამოცოცხლება და ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი იგრძნობა. გუნდში თამაშობენ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები, მოწვეულია კვალიფიციური სპეციალისტი და კლუბის წინსვლისა და განვითარებისთვის ყველა საწყისი პირობა არსებობს.

მაგრამ ნაცვლად განვითარებისა, კლუბი დაშლის პირას იმყოფება, ხოლო ქომაგს ისიც ვერ გაურკვევია, პასუხი ვის მოსთხოვოს.

"დილას" დაშლა ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ამიტომ ქართული ფეხბურთით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა, გულშემატკივარმა, ქომაგმა, უბრალოდ, მოყვარულმა უნდა შევძლოთ გაერთიანება და მოვუწოდოთ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ - არ დაგვიშალონ კლუბი!

დღეს "დილას" უჭირს, შეიძლება, ანალოგიურ ვითარებაში ხვალ სხვა გუნდი ჩავარდეს და თუ ამ ამბავს ახლა წავუყრუებთ, ქართული ფეხბურთის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის უნებლიე თანამონაწილენი გავხდებით! ასე რომ, ვიაქტიუროთ და მოვახერხოთ კიდევ ერთი გუნდის შენარჩუნება!

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" - ვკითხულობთ მიმართვაში.

შევიტყვეთ, რომ აქციას თბილისის "დინამოს" და სხვა ქართული გუნდების გულშემატკივართა ნაწილიც უერთდება. მიუხედავად ფანებს შორის დაპირისპირებისა, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის ბუნდოვანმა მომავალმა ყველა ერთად დაამწუხრა.

შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, სულ მალე "დილას" დღევანდელი შემადგენლობის შესანარჩუნებლად აქციაც გაიმართოს. იქნებ ამან შედეგი გამოიღოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!

gladiator
დილა არ უნდა დაიშალოს, ეს ჩვენი ფეხბურთისთვის, კიდე ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. იმ უსიამოვნების მიუხედავად მაინც დიდ პატივს ვცემ გორელ ფეხბურთელებს მე პირადად. დილა არ უნდა დაიშალოს!!!
დათო
იქნებ გორის დილას მხარდაჭერის ფონდი შეიქმნას და სატელეფონო ზარით შეიძლებოდეს თანხის ჩარიცხვა. მე არ ვარ გორელი, მაგრამ სიამოვნებით განვახორციელებდი ზარს რომ ეს გუნდი შენარჩუნდეს და ბიჭებმაც იგრძნოს რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და მათი გვჯერა. ასეთი ფონდები სხვა გუნდებსაც რომ ქონდეს, მე მგონი კარგი იქნება. ფეხბურთელსაც მეტი მოტივაცია ექნება, რომ მისი ხელფასის გადახდაზე ხალხი ზრუნავს და იმედები არ უნდა გაუცრუოს და მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.
leo-papa iz gori
კკკკ-ს საყურადღებოდ! არცერთ კერძო კლუბს არ მოკლებია სახელწიფოდან დახმარება, ეს იმით დასტურდება რომ ზესტასფონს სტადიონი და ბაზა გადასცეს და ფეროც, დინამოს ბაზა და სტადიონი და მერიაც გვერდში უდგას დღესაც, ტორპედოს ბენზინის გასამართი სადგუურები, ყველა კლუბი რუსთავი და მარტვილიც 1 ჰაჰა 2 ლარად გაიყიდა, არადა ფასები ბაზების და სტადიონების რამდენი მილიონია?
puma
საინტერესოა კერძო კლუბების პოზიცია, თუ გახსოვთ ზესტას პრობლემა რომ ქონდა, მუჯირის დროს მთელი ტურო გადაიდო კოკაიას თხოვნით, დილას რო დაჭირდა უეფას თამაშის მერე ერთი თამაშის გადადება, გახსოვთ ალბათ, გინდა სიონთან, ვით-ჯორჯიასთან, ჩიხურასთან, ეს კლუბები დათანხდნენ გადადებას მაგრამ ვინ იყო ის ვინც უარი თქვა იცით ??? და დილამაც ზედმიწევნით სამივე მატჩი წააგო, ესეც იყო, ეხლა მაინც დაუდგენ ამ გუნდს გვერდში თუ ფეხბურთი უყვართ, იციან ვისაც ვგულისხმობთ...
puma
აუცილებელია ხვალიდელი ტურის შეგნებულად 5-10 წუთით დაგვიანებით დაწყება, ეს ის სიგნალი იქნება რომ ყველა კლუბი თანაუგრძნობს გორის დილას, განსაკუთრებით კი სახელმწიფო კლუბებმა , იგივე გელოდებათ თქვენც დღეს თუ არა ხვალ , სიონი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდის კლუბებს ეხება, დაბადებიდან თბილისელი კაცი ვარ და ვიცი როგორი ძნელია შენს კონკურენტ გუნდს გვერდში დაუდგე, თუმცა ეს ქართულ ფეხბურთს ეხება, თუ მოგწონთ ეს აზრი გთხოვთ გააზიაროთ
akhali
კომენტარები (54) 15:33 | 3.05.2013 murmanimurmani (8510) პასუხის გაცემა Numersi drogba. gvian gpasuxob. bodishi ar mecala. azri is aqvs rom amit dila daemsgavsa saxls. romelic fundamentis gareshe ashenda. brwyinvaled mortes. tvali gaaxares. guli moatyues. odnav gairya da ufundamento saxlma dashla daiwyo. ichina tavi ara myarma kedlebma da saxlis asashenebeli tanxa tyulad gadayrili agmochnda. Amit ras vavambob. mavani pirovnebis mit umetes danishnuli xelmdzgvanelis xusturebit sheqmnili proeqti ubralo gataceba iyo. gaxsovs sioni? isic xusturebit sheiqmna.gachempionda da autsaiderad iqca. [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:17 | 3.05.2013 akhali (2023) პასუხის გაცემა +1 შეუძლებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში კომერციულად მომგებიანი კლუბის არსებობა!ზენიტს-გაზპრომი აფინანსებს,რა რუსი ხალხის ფულით და ძარცვით არ არის შექმნილი?არ აკლდება რუსებს?ლოკომოტივს-რუსეთის რკინიგზა(ჩვენი რკინიგზა ბანკროტია?),რა რუსეთის ბიუჯეტს არ აკლდება?შახტარის ახმეტოვს რა ბაბუამისმა დაუტოვა ქარხნები?და უკრაინელებს არ აკლდებათ ? პ.ს. 7თვეა ოცნება ხელისუფლებაში-ლაპარაკი-ლაპარაკი,საქმე???რით ვერ დაადგეს ამ ფეხბურთის განვითარების კონცეფციის შემუშავებას თავი?თუ მონდომებულია ადამიანი დაპროფესიონალი ჰა-ჰა ერთი კვირის (ან რა საჭიროა ერთი კვირა?)სამუშაოა!მაგრამ ეტყობა არ უყვართ ფეხბურთი და საერთოდ ალბათ არც საერთო სახალხო-სახელმწიფო გაგება არ გააჩნიათ სამწუხაროდ!მხოლოდ ნაცებს ებრძვიან ,რომ ეშინაით არ დავკარგოთ ხელისუფლებაო,მაგრამ იმას ვერ ფიქრობენ რომ ხალხმა შეიძლება დააკარგინოს,მაგრამ ფიქრობენ კონკურენტი მხოლოდ ნაცები არიან და მშვიდად არიან,ტაქტიკა-ლანძღე ნაცები და მორცა!კიდევ კარგი ესენი არ მოვიდნენ 2003წელს სათავეში ,თორემ დღეს ალბათ საქართველოს ტერიტორია ალბათ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა! ამ საიტზე ბევრი მომხრე ყავდა ოცნებას!რას გაჩუმებულხართ?შეგაშინეს?... [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:13 | 3.05.2013 levani82 (4058) პასუხის გაცემა მარტო დილას გაძლიერება ჩვენ ჩემპიონატს არ ეყოფა. უნდა გაძლიერდეს კიდევ, რამდენიმე გუნდი ერთი 2-3 გუნდი სისტემატურად და ამის მერე კონკურენცია მოიმატებს. "ერთწლიანი" გუნდები ძაან მრავლად გვაქვს [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:11 | 3.05.2013 Torres9(YNWA) (786) პასუხის გაცემა http://www.voetbalprimeur.nl/nieuws/item/voetbalprimeur-elftal-vh-jaar-centrumverdedigers კაშიას მიეცით ხმა ჰოლანდიის საუკეთესო ცენტრალური მცველის გამოკითხვაში [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:06 | 3.05.2013 levani82 (4058) პასუხის გაცემა ukleba გეთანხმები. სახელმწიფოსგან მარტო 1 გუნდი კოლოსალურად არ უნდა ფინანსდებოდეს, მაშ ფოთმა, ბათუმმა ან ბოლნისმა ან კიდევ სხვამ რა დააშავა? დინამო, ტორპედო და ზესტაფონი კერძო კი არის, მაგრამ სახელმწიფოსგან დახმარება მაგათაც უნდა. იგივე რაღაც შეღავათებით [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:10 | 3.05.2013 ukleba (929) პასუხის გაცემა მეც მაგას ვამბობ ძმა. თუ ერთი ფინანსდება მშინ სხვებმა რა დააშავეს. ეს იგივეა მამამ ერთ შვილს რომ აჭამოს და მეორე შიმშIლით მოკლას. თუ მანდ პირადი ინტერესები არ არი მაშინ რავი მე ვარ გოიმი და სხვა დანარჩენი მაგრები მარა თუ პირიქითაა რაც მალე დამთავრდება უკეთესი. მე ის იდეაც გავიგე გორი კონფლიქტის ზონაა და მაგიტო კეთდება მაინცდამაინც მანდო. მაგ ლოგიკით მთელი საქაქრთველო კონფლიქტის ზონაა [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:04 | 3.05.2013 Shevche (8063) პასუხის გაცემა ისე იძახის ხალხი არ მინდა ჩემი ფულით დილა ფინანსდებოდესო, თითქოს ბიუჯეტში შეტანილი ყოველი კაპიკი იცოდეს სად მიდის და რას ხმარდება. არ ჩადებენ ფეხბურთში და წაიღებენ სახლში. ძაან გააკონტროლებთ. და თქვენ რა ხეირი? [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:07 | 3.05.2013 ukleba (929) პასუხის გაცემა მე ნორმალურ ქვეყანაზე ვლაარაკობ და თუ არ გვაქ პრეტენზია რომ ნრმალური ქვეყანა გვქონდეს მაშინ ეგეთი ფეხბურთის ........ მე რა. [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:55 | 3.05.2013 levichcr7 (116) პასუხის გაცემა არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი მარა, რაც ეს მთავრობა მოვიდა ხალხს უფრო გაუჭირდა და ყველაფერი გაჩერდა, ერთ ერთი გორის დილაცაა.არ მინდა რომ ესე ვიფიქრო მარა ფაქტია. [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:54 | 3.05.2013 ირაკლი1986 (129) პასუხის გაცემა სახელმწიფო დაფინანსებაზე ამიტო არ უნდა იყოს გუნდი ჩემი აზრია [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:51 | 3.05.2013 giorgi1234567891011 (288) პასუხის გაცემა http://www.voetbalprimeur.nl/nieuws/item/voetbalprimeur-elftal-vh-jaar-centrumverdedigers ხმა მიეცით გურამ კაშიას რომ გახდეს საუკეთესო მცველი ჰოლანდიაში [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:42 | 3.05.2013 ilari22 (30) პასუხის გაცემა არ ყოფილა დილა,მაგრამ ვერ ხდებოდა დინამო 35 ტურით ადრე ჩემპიონი და თუ წინა წლებს გადახედავ ნახავ ვინ იყო ჩემპიონი,მართლა რა ტვინი გაბურგეთ ვანოს ხუშტურებით გაკეთებული გუნდით.მაშინ მეც მოვითხოვ დააპინსონ ჩხირიმელა და გახადონ უძლიერესი კლუბი,დილა დილაა რომ ბურგავთ ტვინებს. [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:50 | 3.05.2013 a.reversi (1751) პასუხის გაცემა დინამოს წინა წლებში ეს პირობები და ფული(!!!!!!!!) ჰქონდა?????????? და მაშინ ვინ უწევდა წინააღმდეგობას რუსთავი ახლა მეორე ექვსიანის გუნდია ზესტა დაიშალა და თავიდან ეწყობა ტორპედო ვისოლი "ასპონსორებს" თავისებურად და ეს თავისებური "სპონსორობა" სადამდე ქაჩავს ხედავს ყველა ვიტჯორჯია მეორე ლიგიდან თუ გაუწევს წინააღმდეგობას არ ვიცი მე დარჩა ჩიხურა 3-0 5-2 წლევანდელი ანგარიშებია თუ იცი კიდევ რომელი გუნდი გაუწევს წინააღმდეგობას მითხარი [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:53 | 3.05.2013 ირაკლი1986 (129) პასუხის გაცემა რა დინამოს წელს ტორპედომ არ აჯობა კაცურად მითხარი.. [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:58 | 3.05.2013 a.reversi (1751) პასუხის გაცემა რაში? 2 ნიჩია და ერთი დინამო თან მარტო ურთიერთშეხვედრები არაფერის ტორპედოს რესურსი არ ეყოფა მთელი სეზონის ისე ჩასატარებლად როგორც ერთი რომელიმე კონკრეტული პრინციპული მატჩის [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:29 | 3.05.2013 ირაკლი1986 (129) პასუხის გაცემა ფრეს გააჩნია მსაჯის დახმარებით.აქაური რესურსი ჯობია ჩვენი ქართველები გავზარდოთ ვიდრე უცხოელებს ვუხადოთ მილიონები კი ბატონო გუნდის უფლებაა მაგრამ უნდა ღირდეს ეგ უცხოელი იმად რომ გუნდს სერიოზულად დაეხმაროს მე ვერ ვხედავ თუნდაც დინამოში ასეთ ლეგიონერებს. [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:41 | 3.05.2013 kut.aia (29) პასუხის გაცემა ukleba სად მუშაობ ასეთ ადგილზე 4000 ლარი რომ გაქ ხელფასი :D ანუ რა გინდა რო თქვა შენ სახელმწიფომ არ უნდა დაააფინანსოს გუნდები? მაშინ მე იმას ვიტყვი შენ არ დაგწყევლი და მანამ მე ვიყო კარგად სანამ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე კერძო ინვესტორები არ დაინტერესდნენ ქართული ფეხბურთით. ხო კიდე ფოთს და ბათუმს რომ ახსენებ ისინი ზღვისპირა ქალაქები არიან და თავს გაიტანენ. ფოთს პორტი დააფინანსებს ბოლო ბოლო მაგრამ გორში რა ქარხანა იცი რო გუნდს უპატრონოს? [b][/b] [i][/i] [u][/u] 15:06 | 3.05.2013 ukleba (929) პასუხის გაცემა ძმაო მე იმას არ ვამბობ რომ სახელმწიფო არ უნდა იდგეს სპორტის გვერდით. ეს სადმე დავწერე? უბრალოდ ძალიან მინდა რომ სპორტის გვერდით დგომა იყოს სწორად განაწილებული და არა ერთ თავკომბალაზე მიმართული. ფაშისტები ხო არ ვართ რა ბოლო ბოლო. ფრანკომ რეალი იმიტო გააკეთა რომ ხალხისთვის მიეცა პური და სანახაობა. გამოყონ 20 მილიონი და გადაანაწილონ ეს 20 მილიონი. კი ბატონო მესმის რომ გოგუას უნდა თვეში 20 000 ხელფასი მარა ჯღანუაშვილმა რა დააშავა რომ მშიერი კვდება? ისიც ფეხბურთელია და შეიძლება არც გოგუაზე ნაკლები იყოს. [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:43 | 3.05.2013 ilari22 (30) პასუხის გაცემა სამტრედიის ჩხირიმელამ რა ქნას?ეგ კალაძეს ეხვეცოს?თუ სამტრედიაში ქარხნების ბუმია? [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:50 | 3.05.2013 kut.aia (29) პასუხის გაცემა კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო! [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:39 | 3.05.2013 a.reversi (1751) პასუხის გაცემა -ფეხბურთელთა ბირთვი შენარჩუნდება? -რა თქმა უნდა. აბა, დუბლებით ხომ არ ვითამაშებთ ევროპაში და ხომ არ შევრცხვებით?! ______________________________________________________________________________ :::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::: ****************************************************************************** [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:42 | 3.05.2013 a.reversi (1751) პასუხის გაცემა ირონიული კაცის სიტყვებს გავს მარა ამის რა ბრალია [b][/b] [i][/i] [u][/u] 14:38 | 3.05.2013 akhali (2023) პასუხის გაცემა +1 გორის დილა საერთოდ ქართული ფეხბურთის და ყველა ქართული კლუბს სჭირდება!კონკურენციისთვის!მნიშვნელობა არ გააჩნია გორისაა თუ სხვა ქალაქის!საერთოდ კარგი იქნებოდა საქართველოს ყველა რეგიონში დილას დონის(ქართლში,კახეთში,იმერეთში,სამეგრელო,გურია,აჭარაში..)კლუბი! მართალია ის ხალხიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჩემი გადასახადების ფული რატომ უნდა მოხმარდეს ფეხბურთსო?მე იდეა მაქვს შემდეგი-დროებით დაფინანსდეს,მაგრამ აუცილებლად ყველა რეგიონში კლუბებთან ჩამოყალიბდეს საბავშვო აკადემია(თუ მომავალზე არ ვიფიქრეთ ,მაშინ წყალში გადაყრილი აღმოჩნდება დახარჯული თანხა),თითოეულ ბავშვთან ,ან ალბათ უფრო სწორედ მშობელთან ან უახლოეს ნათესავთან,გაფორმდეს ხელშეკრულება,რომლის თანახმადაც შემდეგში,როცა აღზრდილი პროფესიულ კონტრაქტს ხელს მოაწერს,კეთილი ინებოს და ხელფასის გარკვეული პროცენტი გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში,რაღაც პროცენტი-იმ აკადემიის ანგარიშზე სადაც გაიზარდა,აჭამეს -ასვეს და პროფესიულადაც მოამზადეს!არ ვიცი როგორ შეიძლება ეს იურიდიულად გაფორმდეს ბავშვთან,მაგრამ როცა ბავშვი იცხოვრებს და გაიზრდება აკადემია-ინტერნატში ,რაღაც ხელშეკრულება ხომ ფორმდება?თუ იურიდიულად ეს შეუძლებელია,მაშინ ე.წ. ჯელტმენური შეთანხმება უნდა გაფორმდეს და მომავალში გულშემატკივარმა თუ საქართველოს თითოულმა მოქალაქემ უნდა გაიგოს თუ არღვევს ხელშეკრულების პირობებს...აბა მართლაც რატომ უნდა მოაკლდეს ბიუჯეტს თანხა ფეხბურთელებისთვის და მაშინ სხვა ნებისმიერი პროფესიის მოქალაქემ რა დააშავა? პ.ს.სსრკ-ის დანგრევით თუ ვინმემ იხეირა ეს ფეხბურთელებმა (ფინანსურად),მაგრამ სამარცხვინოდ შედეგებში ეს არ აისახა!პირიქით ალბათ ყველაზე წარუმატებლები სწორედ რომ ფეხბურთელები გახლავან(სპორტული ტიტულების თვალსაზრისით!)..
kkkk
თუ სახელმწიფო დააფინანსებს უმაღლესი ლიგის რომელიმე კლუბს, მაშინ იმდენივე თანხა უნდა მისცეს სხვა კლუბებსაც, თუნდაც კერძოს. კერძო გადასახადს იხდის, ფულს დებს და ეს ფული კონკურენტს მიაქვს და ფეხბურთელს ართმევს, რადგან მეტ ხელფასს თავაზობს ფეხბურთელსდ. ასე შორს ვერ წავალთ, იყო ამის მაგალითი უახლოეს წარსულშუი
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა