"ტოტენჰემის" მწვრთნელი ნანის ჩათვლილმა გოლმა აღაშფოთა
რედნაპი პრესასთან ურთიერთობაზე უარს იტყვის თუ ნანის შესახებ მისი გამონათქვამებისთვის დასჯიან.

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი აცხადებს, რომ მატჩების შემდეგ პრესასთან ურთიერთობას შეწყვეტს და საერთოდ ბოიკოტს გამოუცხადებს მასმედიას, თუ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მის დასჯას გადაწყვეტს. რედნაპს "მაჩესტერ იუნაიტედი"-"ტოტენჰემის" შეხვედრის მთავარი მსაჯის მარკ კლატენბურგის შესახებ მისი გამონათქვამების გამო ემუქრებიან, რომელმაც ნანის მიერ "ტოტენჰემის" კარში გატანილი კურიოზული გოლი ჩათვალა [ნახეთ გოლი].

"არ ელოდოთ, რომ ოდესმე კიდევ გამოვალ ტელევიზიით ან მივცემ მატჩისშემდგომ ინტერვიუს. თუ თქვენ გინდათ, რომ მე მოვიდე და ისეთი სახის სისულელეები ვილაპარაკო, როგორიცაა - "არა, ეს მსაჯის სწორი გადაწყვეტილება იყო, მე მას ვეთანხმები", მაშინ საერთოდ არაა საჭირო ჩემი მოწვევა. მაშინ რა საჭიროა მწვრთნელების ტელეკამერების წინ დაყენება მატჩის დამთავრებიდან ორი, სამი, ოთხი წუთის შემდეგ. მე ეს არ მჭირდება. მირჩევნია, გასახდელში ფეხბურთელებთან დავრჩე", - ამბობს რედნაპი.

"მიმაჩნია, რომ მარკმა შეცდომა დაუშვა. მან ეს იცის. არ ვაპირებ მისგან ახსნა-განმარტების მოთხოვნას. არ მსურს დავუკანუნო კარზე, მოედანზე ვსდიო და ვუყვირო", - თქვა დასასრულს "ტოტენჰემის" თავკაცმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა