ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მძიმე ტრავმა მიიღო, ახლახან თავის გუნდს "დინამო არენაზე" ქომაგობდა
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრამ გულშემატკივართა და სპეციალისტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

"დინამო-არენაზე" ხალხმრავლობა არავის გაკვირვებია, მაგრამ "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოფენილი სურათებიდან ერთმა მაინც ძალიან გაგვაოცა: თურმე, ტრიბუნაზე ქუთაისელთა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ონიანმა მძიმე ტრავმა მიიღო: ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" ბოლნისის "სიონს" შეხვდა.

მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე ქუთაისელთა მცველი მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით აღმართული ბადის დამჭერ ბოძს შეეჯახა.

იხილეთ ვიდეო

გიორგის დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში კი კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა დაუდგინეს და ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს.

და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ონიანი ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, ასე სწრაფად თუ მომჯობინდებოდა.

"უკვე შემიძლია სიარული და ამ შეხვედრის ნახვა იმდენად მსურდა, შინ ვეღარ გავჩერდი. ტკივილები ჯერ კიდევ მაწუხებს და იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სტადიონზე მისვლა არ გამჭირვებია. თამაშზე ბოლომდეც ვერ დავრჩი, რადგან სიცხეც მქონდა, მაგრამ სერიოზული პრობლემა არ მქონია.

ახლა გერმანიაში იქაურ ნეიროქირურგებთან გადავამოწმებ, სარეაბილიტაციო პერიოდი როდის დაიწყება. ჯერ ვარჯიშზე ფიქრი მაინც ნაადრევია, რადგან ძვლების შესახორცებლად დრო და მოთმინება მჭირდება - სიჩქარე არ მარგებს.

მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ.

სანამ ძვალი არ მომაგრდება, რეაბილიტაცია და ვარჯიში არ შეიძლება. დრო ზუსტად არ ვიცი, ალბათ, საამისოდ 2 თვე მაინც მჭირდება, სრული გამოჯანმრთელებისთვის კი - 6 თვე.

ეს კი აუცილებლად უნდა ვთქვა: მადლობა ექიმებს, გოგი მაღალაშვილსა და ვახტანგ პერტაიას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ქუთაისელ, გორელ, ზესტაფონელ და ყველა გულშემატკივარს. მათგან უდიდეს სითბოსა და თანადგომას ვგრძნობდი", - გვითხრა ონიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!

ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა