ლევან ყიფიანი: "ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, აბსოლუტურად გაურკვეველი იყო კლუბის დაფინანსების წყარო, ისევე, როგორც შს მინისტრისთვისაც"
8 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილაში" არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით სამსჯელოდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ.

მათ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დღესდღეობით კლუბში არსებულ არასახარბიელო ფინანსურ ვითარებასა და სამომავლო გზებზე ილაპარაკეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი კლუბის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნეს მედიას და საზოგადოებას.

ლევან ყიფიანი:

- ჩვენ შევიკრიბეთ გორის "დილაში" არსებული პრობლემების გარშემო სამსჯელოდ. მოვუსმინეთ გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, რათა ერთობლივად მოგვენახა შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელი გზები.

ხვალიდან გუნდის ხელმძღვანელობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ფეხბურთის ფედერაციის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს გუნდის ფინანსური დავალიანებისა და სამომავლოდ კლუბის ფუნქციონირების საკითხზე.

ყველანაირად შევეცდებით, წარმოქმნილი პრობლემები უახლოეს დროში დადებითად გადაიჭრას, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მუშაობაში ხელი რომ არ შეეშალოთ.

ვფიქრობ, რომ "დილა" ის გუნდია, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს!

- კონკრეტულად რა მიმართულებით იმუშავებს კომისია, რა ხასიათის პრობლემები დგას გუნდის წინაშე?

- პირველ რიგში, ეს არის ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებასაც შევეცდებით უახლოეს მომავალში.

- თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო გუნდის ამ მდგომარეობაში ჩავარდნა?

- 3 აპრილს უეფაში გაიგზავნა ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება, რომელშიც ყველაფერი ისე იყო მოცემული, რომ აკმაყოფილებდა ამ ორგანიზაციის მოთხოვნებს. თუმცა პრობლემა მაინც დადგა, რომელიც თურმე თვეების განმავლობაში გროვდებოდა და ბოლო ხანს იფეთქა კიდეც.

ჩვენ ვალდებულნი ვიყავით, რეაგირება მოგვეხდინა. ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის, აბსოლუტურად გაურკვეველი იყო კლუბის დაფინანსების წყარო, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვისაც.

დღესდღეობით შსს მინისტრი საქართველოში არ იმყოფება. ტელეფონით ვესაუბრე და როცა დაბრუნდება, ამჟამინდელ მდგომარეობაზე მასაც ჩავაყენებ საქმის კურსში.

- ანუ თანხების მობილიზება კანონგარეშე გზებით ხდებოდა?

- ეს სხვა უწყებების პრეროგატივაა, ამაზე მე დღეს ვერ ვილაპარაკებ.

ზვიად სიჭინავა:

- დაფინანსების შემთხვევაში, გუნდისთვის აქამდე არსებული დავალიანების გასტუმრებასა და სეზონის ჩამთავრებაზეა აღებული აქცენტი თუ ევროტურნირებისათვის სათანადო მომზადებასა და გამოსვლაზე?

- ყოველთვის ვამბობ, რომ გორის "დილა" არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საქართველოში. შარშან ამ გუნდმა ყველაზე ღირსეულად წარმოაჩინა ქართულ კლუბებიდან ჩვენი ქვეყანა. გვინდა, ამისათვის წლეულსაც შევუწყოთ ხელი.

დავალიანების გასტუმრების საკითხი ფედერაციას შეეძლო მიმდინარე თვის ბოლომდეც გადაეწყვიტა, მაგრამ ჩვენი ჩამოსვლის მიზანი სწორედ ისაა, რომ მომდევნო სეზონის შესახებ გვემსჯელა. ვფიქრობ, ცუდი მენეჯმენტია კლუბის ამ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი.

ბატონი მინისტრის შემოთავაზებით კომისია შევქმენით და სიღრმისეულად ვიმუშავებთ გამოსავალ გზებზე. დავალიანების საკითხის მოგვარება ფედერაციის ვალდებულებაა და ჩვენ შეგვიძლია მისი გადაწყვეტა. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორი გუნდი იქნება სამომავლოდ "დილა" - მუდმივად ლიგიდან "გავარდნის" პირას მყოფი თუ დღევანდელივით საუკეთესოთა შორის? ჩვენ გვინდა, ის ისევ საუკეთესო იყოს.

ხვალიდან მე მზად ვარ, კიდევ ჩამოვიდე გორში. სპორტის სამინისტროდან ჩამოვლენ ეკონომისტები, ფინანსისტები, რომლებთან ერთადაც დავსახავთ გუნდის მენეჯმენტს. შემდეგ შევადგენთ წერილს სპორტის და ფინანსთა მინისტრების სახელზე და დავიწყებთ ამ თანხების მოზიდვას. ამას ვიწყებთ უკვე ხვალიდან!

ლევან ყიფიანი:

- მოგეხსენებათ, არსებობენ მუნიციპალური და კერძო კლუბები. ჩვენ ვამბობთ, რომ უწყებრივი კლუბები არასწორია, მაგრამ სანამ არ შეიცვლება ვითარება, ამის გარშემო უნდა ვიტრიალოთ. ძალით შექმნილმა კლუბმა სადამდეც მიგვიყვანა, კარგად ჩანს. ამიტომ ვცდილობთ, რომ კალაპოტი შევუცვალოთ ამას და წავიყვანოთ იგი სწორი მიმართულებით.

ამჟამინდელ ვითარებაზე საქმის კურსშია ქვეყნის ხელმძღვანელობა. ალბათ, მთავრობის სხდომაზეც წამოიჭრება ეს საკითხი და "დილაში" დღეს არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

სოსო ვახტანგაშვილი:

- ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ გორის "დილას" ჰქონდეს სტაბილურობის განცდა და აღარ იყოს პრობლემები გუნდში. კერძო პირი თუ დაინტერესდება კლუბის შეძენით, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით. ხელს შევუწყობთ აგრეთვე ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლების განვითარებას, რათა სამომავლოდ სანახევროდ მაინც მათი კონტინგენტით იყოს კლუბი დაკომპლექტებული.

ამასთან, ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ სტადიონის ჩრდილოეთ მხარის იმგვარად მოწესრიგებაზე, რათა აქ ევროტურნირების პირველი ეტაპის საშინაო მატჩი მაინც გაიმართოს.

კლუბს არც მომდევნო სეზონში მივატოვებთ და თუ "დილას" პატრონობაზე კერძო სექტორიდან არავინ გამოიჩინა ინიციატივა, მაშინ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ თანხებსაც გავითვალისწინებთ და გუნდს უყურადღებოდ არ მივატოვებთ!

პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე "დილას" მენეჯერის, გია ისიანის მიერ ამას წინათ საბიუჯეტო კლუბების განვითარების შესახებ წარმოდგენილ ე. წ. სამწლიან პროექტზე, რომელზეც ლევან ყიფიანმა თქვა, რომ პროექტი ურიგო არაა, მაგრამ დახვეწას საჭიროებს.

ნიშანდობლივია, რომ ვიდრე შეხვედრა და შემდეგ პრესკონფერენცია მიმდინარეობდა, სტადიონზე გუნდის მხარდასაჭერად შეკრებილი იყო უამრავი გულშემატკივარი, ადგილობრივი სასპორტო სკოლების ხელმძღვანელები, სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები...

ინტერნეტპრესკონფერენცია: რა ელის გორის "დილას"

დაუსვი კითხვა კლუბის მენეჯერ გია ისიანს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პროტესტის 5 წუთი - გორის "დილა" კლუბებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს

არ დაგვიშალოთ კლუბი! - გორელი ქომაგი "დილას" დასაცავად

ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!

givi
ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება მოგვარეს ეს საკითხები? ბატონო ლევან თუ თვქენ საქმეს ვერ ართმევთ თავს სირცხვილი არ არის რომ თანამდებობა დატოვოთ და ისეთ ადამიანს დაუთმოთ ადგილი ვინც ნადმვილად სწორი მიმართულებით წაიყვანს ქართულ ფეხბურთს. სახელმწიფოს მიერ გუნდების მხოლოდ რამდენიმე გუნდის დაფინანსება სწორი არ არის, შესამუშავებელია ძირეულად ქართული ჩემპიონატის მთლიანი სპეციფიკა, დაფინანსების წყაროები და ასევე სტანდარტები! უნდა შეიქმნას საპრიზო ფონდები სატურნირო ცხრილის მიხედვით ყველა ჩემპიონატში მონაწილე გუნდისთვის! ბიზნესის წახალისება უნდა მოხდეს რაიმე სახით რომ ფული ჩადონ ფეხბურთში ( თუნდაც გადასახადების შეღავათებით).
gaba
ლევან კიფიანი სირცხვილი სპოტის სამინისტროსი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის