მისი ცხოვრების ახალი მიზანი
"ასტონ ვილას" 33 წლის ბულგარელი ნახევარმცველი სტილიან პეტროვი 2012 წლის 24 მარტს "ემირიტსზე" "არსენალთან" შეხვედრაში (3:0) მოედანზე უკანასკნელად გამოჩნდა.

თამაშის მეორე დღეს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმებს მიაკითხა. მწვავე ლეიკემიის საგანგაშო დიაგნოზი მალე დადასტურდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ფეხბურთელმა 9 მაისს, დილით, პირველად დაადასტურა, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას აღარ აპირებს. აღსანიშნავია, რომ ბირმინგემულმა კლუბმა სტილიანი სეზონის წინ განაცხადში მაინც შეიყვანა და კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასსაც ჩვეულებრივ უხდიდა.

პეტროვი ინტენსიური ქიმიოთერაპიის შემდეგ რემისიულ მდგომარეობაშია და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ახერხებს ძალების აღდგენას.

"გული მიმძიმს, როცა ამ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ სხვა გზა არ არის: ფეხბურთიდან მივდივარ. ამ მომენტში მხოლოდ ოჯახის, მეგობრებისა და კლუბის გვერდში დგომა მამხნევებს. ყოველ დილას მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ მომცა საშუალება, კიდევ ერთი დღე გავატარო ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გვერდით.

მას მერე, რაც დიაგნოზი დამისვეს, ერთადერთი მიზანი მქონდა: როგორმე სხვებს დავხმარებოდი. სწორედ ამიტომ დავაარსე ფონდი, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებს ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებას ახალი აზრი ეძლევა. პირობას გაძლევთ, ამ საქმესაც ისევე ვუერთგულებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს," - განაცხადა ბულგარელმა ვეტერანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე