სპეციალისტის აზრი: არ შეკუმშო, იცოდე შეფასების კრიტერიუმები, იცოდე შენი ადგილი ბიზნესში, არ დაგავიწყდეს ფეხბურთის დანიშნულება...

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის დასრულებას ორი ტური უკლია, თასის ფინალისტებიც ცნობილია. მოკლედ, უკვე შეიძლება 2012/13 წლების სეზონზე საუბარი და გარკვეული დასკვნების გაკეთება.

ჩვენი რესპონდენტი კობა ჟორჟიკაშვილი გახლავთ, ვისაც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებიც გაუწვრთნია და უმაღლესი ლიგის გუნდებიც. ბოლოს ჟორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგს" თავკაცობდა.

ჟორჟიკაშვილი საკმაოდ დაკვირვებული, ალღოიანი მწვრთნელია. მის ხელში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურებულა.

ჟორჟიკაშვილთან ინტერვიუში რამდენიმე პრობლემატური საკითხია მიმოხილული...

- რა იყო პოზიტივი და ნეგატივი 2012/13 წლების სეზონში? რა ტენდენციები დაინახეთ?

- ამ სეზონის მიხედვით ძალიან ძნელია პოზიტივებზე საუბარი. პოზიტიურად გუნდის გამოსვლა მაშინ უნდა შეაფასო, თუ ის რაიმე სიახლეს შემოგვთავაზებს; თუ ისეთ თამაშს მიაღწევს, რომ გულშემატკივარი სტადიონზე მიიყვანოს. ასეთი რამე ამ სეზონში ვერ შევამჩნიე.

ისეთი ახალი ფეხბურთელიც ვერ ვნახეთ, ძალიან რომ გაუხარდებოდა ყველას მისი თამაშის ცქერა.

იყო ერთი-ორი ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ყურადღების მიპყრობა რომ შეუძლია, მაგრამ გამონათებები არ კმარა, სეზონის აღმოჩენამ სტაბილურად კარგად უნდა ითამაშოს.

- გამოდის, რომ ნეგატივზე უფრო მეტი გექნებათ სალაპარაკო...

- ნეგატიურად მიმაჩნია ის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სისტემა ჯერაც დასახვეწია. ამ საკითხს მწვრთნელის პოზიციიდან ვუყურებ. ანუ რა გამოდის: ჩავიბარე გუნდი, დავსახე გეგმა, რომლის მიხედვით, გუნდს გარკვეული ეტაპის შემდეგ წინსვლა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამ დროს ხდება ჩემპიონატის ექვსეულებად დაყოფა, ჩემი გუნდი ვერ მოხვდა ზედა ექვსეულში, თუმცა სეზონის მეორე ეტაპზე ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა და გუნდი უკეთესად ათამაშდა.

ჩემპიონატის დაყოფა - ასეთი რამ ძალიან ცოტა ქვეყანაში ხდება და ასეთ ქვეყნებში უფრო იცავენ სამართლიანი თამაშის პრინციპებს, ვიდრე ჩვენთან.

ნახეთ, რა ვითარებაა ამ დროისთვის - ქვედა ექვსეულში არის რუსთავის "მეტალურგი", რომელსაც არანაირი მოტივაცია აღარ აქვს სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ დარჩენილ ორ ტურში ისეთ გუნდებს ეთამაშება, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის რომ იბრძვიან. ასეთი გუნდისთვის ხომ ძალიან ძნელია ამ ორი მატჩის ჩატარება...

უმოტივაციოდ დარჩენილი გუნდები ზედა ექვსეულშიც არიან.

- როგორი სისტემის მომხრე ხართ? რამდენი გუნდი უნდა თამაშობდეს საქართველოს ჩემპიონატში?

- თორმეტის ნაცვლად, უმაღლესი ლიგა თექვსმეტგუნდა უნდა გახდეს და არანაირი დაყოფა აღარ უნდა იყოს.

ზოგი ამბობს, გუნდების რაოდენობის გაზრდით ჩვენი ჩემპიონატის დონე დაეცემაო, რასაც არ ვეთანხმები. თუ უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ "გურია", "ლოკომოტივი" და "შუქურა", ეს ნამდვილად არ იქნება კატასტროფა. რა ისეთი ხარისხი აქვს საქართველოს ჩემპიონატს, მას თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ამ გუნდებმა დააზარალონ?

სეზონის პირველი ეტაპის ბოლოს "ზესტაფონის" ამოცანა ზედა ექვსეულში მოხვედრა იყო და ამას მიაღწია კიდეც, მაგრამ "ზესტაფონმა" მოახერხა თამაშის გაუმჯობესება ზედა ექვსეულში ყოფნით?

თექვსმეტგუნდა თუ გახდება ჩემპიონატი და ორ წრედ გაიმართება, წინსვლის მეტი საშუალებაც გამოჩნდება. თექვსმეტივე კლუბი იქნება ვალდებული, იყოლიოს ასაკობრივი გუნდებიც. ამით უფრო მეტი ხალხი დასაქმდება ფეხბურთში, უფრო მეტი ფეხბურთელი გამოჩნდება.

თექვსმეტგუნდიანი ჩემპიონატის პირობებში კვირის ციკლიც ხელსაყრელი ექნება მწვრთნელს - კვირიდან კვირამდე ერთ მატჩს ითამაშებს, ერთი კვირის გამოტოვებით კი კვირაში ორ მატჩსაც გამართავს, რაც საშუალებას მისცემს მწვრთნელს, რომ უფრო ნაყოფიერად წარმართოს აღდგენითი პროცესი, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ფეხბურთელები ამუშაოს გამძლეობის მომატებაზე, უფრო ხშირად გამართოს ტაქტიკური ვარჯიშები...

თუ ჩვენ რაოდენობის გაზრდაზე წავალთ, უკეთესი იქნება, მაგრამ პირიქით ვაკეთებთ - ვკუმშავთ ყველაფერს. საქართველოში საკმაოდ ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიცი, სათამაშო პრაქტიკა რომ არ აქვს, რადგან ამის საშუალება არ გააჩნია კომპაქტურ გარემოში. უმეტეს ქვეყნებში სწორედ რაოდენობის გაზრდაზე აკეთებენ აქცენტს და მათი გამოცდილება გასათვალისწინებელია.

- როგორ ფიქრობთ, ლეგიონერებზე ლიმიტი არ უნდა დაწესდეს საქართველოს ჩემპიონატში?

- ლეგიონერების რაოდენობა დამოკიდებულია კლუბის პოლიტიკაზე. ჩამოიყვანო უცხოელი და სათადარიგოთა სკამზე დასვა - ეს არასწორად მიმაჩნია. საქართველოში მზარდ ლეგიონერს ვერ ჩამოიყვან, თუნდაც იმიტომ, რომ აქ ჩამოსვლით მისი რეპუტაცია დაეცემა. თუ 30 წელს გადაცილებული ლეგიონერი კარიერას ასრულებს და საქართველოს დარ საფეხბურთო ქვეყანაში ჩადის ფულის საშოვნელად, ეს უკვე სხვა საკითხია.

ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კარგია ისეთ ლეგიონერთან თამაში, ვისგანაც ბევრს ისწავლის და ამის წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო?!

რაც შეეხება ლიმიტს, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, თუ რა რაოდენობაზე უნდა იყოს შეზღუდვა. მთავარი აქ ერთი რამეა: კარგად უნდა გავერკვეთ იმაში, თუ სად არის ჩვენი ადგილი საფეხბურთო ბიზნესში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ფეხბურთელების მიმწოდებელი ქვეყანა ვართ, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი უნდა გამოვზარდოთ, რომ ისინი კარგ უცხოურ კლუბებში გადავიდნენ და ამით ეროვნულ ნაკრებსაც მოვუტანოთ სარგებლობა.

- ზოგ ქართულ კლუბში არცთუ ცოტა ფული იხარჯება, რაღაც მართლა კეთდება - ნუთუ პოზიტიურს მართლა ვერაფერს ხედავთ?

- ივლისში, ევროსარბიელზე გამოსვლით მივხვდებით, რა შედეგი გვაქვს, რა გუნდები გვყავს. გუნდის შეფასების კრიტერიუმი ის არის, თუ რა ფეხბურთს თამაშობს, რამდენი გულშემატკივარი დადის მისი თამაშის სანახავად, აქვს თუ არა გუნდს საკუთარი ხელწერა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ფეხბურთის დანიშნულება: სანახაობა! თორემ ჩემპიონი აუცილებლად გახდება რომელიმე გუნდი, რომელიმე აუცილებლად გავა მეორე ადგილზე და ასე შემდეგ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: ქართველებში არის ნიჭი, გვჭირდება გუნდურობა

კობა ჟორჟიკაშვილი: გამოჩნდება, რამდენად სწორი იყო ჩემი გაშვების გადაწყვეტილება

კობა ჟორჟიკაშვილი: საქართველოს ნაკრებს არც შედეგი აქვს და არც სანახაობა

zura
dudu, კაცურად სად ნახე საქართველოში ბიზნესი? :@)))))
dudu
მიუშვან ბიზნესი, შექმნან საკანონმდებლო ბაზა და 16 გუნდსაც ეყოლება პატრონი და 36-საც. ფეხბურთელებიც გამოჩნდებიან. როგორ არ არიან? უბრალოდ, 16-18 წლის ასაკში რამდენიმეს გარდა ყველა თავს ანებებს, რადგან წასასვლელი არა აქვთ. არა მოედანი, არა ხელფასი, არა სამედიცინო მომსახურეობა... მეტი ნორმალური კლუბი უნდა გაჩნდეს.
Club X
16 კლუბი კარგია, მაგრამ ჯერ მანამდე შორია. უმაღლესი ლიგა ხომ პროფესიონალური კლუბების ლიგა უნდა იყოს და ეს 12-იც ბევრია ჯერ!!! ყველაფერი იქიდან მოდის, რომ პირველი ლიგის მიმართ არის არასწორი პოლიტიკა - "გაპუსტიაკებულია". იქაც უნდა შემცირდეს კლუბები და კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი მივიღოთ. დანარჩენები რეგიონულ ლიგებში გადანაწილდნენ და ასე დაეწყობა ეს სტრუქტურა. ჰო და კიდევ ერთი, მწვრთნელები1-კვირიან მოსამზადებელ ციკლს ჩაატარებენ რო? ფედერაციის მწვრთნელები ამოწმებენ ამას?
Jigaro
აბა ამას ყოლია ოფოფები?...
დუდუ
16!
ramo
ყველა ქვეყანამ სადაც ჩვენნაირი კრიზისი იყო, გუნდების შემცირება დაიწყო. მხოლოდ მას შემდეგ რაც პროფესიონალურმა დონემ აიწია დაუმატეს გუნდები. ლამის გორის დილა დაიშალოს, ფული არ არის , ამ დროს გუნდები უნდა შეამცირო ეს ეკონომიკის, მენეჯმენტის და ფინანსური კანონებია.
ramo
ბევრი ხალხის დასაქმება არ ნიშნავს ხარისხის გაუმჯობესებას. ფაქტია ჩვენი ახალგაზრდები არაბრძოლისუნარიანი არიან. ისინი ვერ უძლებენ კონკურენციას. გუნდების რიცხვის გაზრდა - არაკონკურენციული სივრცისგაზრდას ნიშნავს.
ramo
მე 10 გუნდიანი ჩემპიონატის მომხრე ვარ. სულ 36 თამაში გამოდის. უფრო მეტი დაძაბული თამაშია. 16 გუნდიანი სიაფანდია. ჩვენ ამდენი ფეხბურთელი არგვყავს.
guja_kakhadze
საქართველოს ჩემპიონატის დონე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ევროტურნირებზე ყველაზე კარგად ჩანს. სასწრაფოდ გვჭირდება პროფესიონალები!
guja_kakhadze
სიმართლის თქმა გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს! მადლობა ბ-ნ კობას.
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
[VIDEO] თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა - რატომ აიძულებენ წასვლას?
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა