რომელ ესპანელ ლეგიონერს გამოემშვიდობება თბილისის "დინამო"
მცირე ხნის წინ პოპულარულმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემა "მარკამ" თბილისის "დინამოს" ესპანელ ლეგიონერებზე (უსტარიცი, მიკელ ალვარო, კარლეს კოტო, ჩისკო) წერილი გამოაქვეყნა.

ეს ოთხეული დღევანდელი "დინამოსთვის" სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ჩისკო ჩემპიონატის ბომბარდირია (21 გოლი). ნახევარმცველის კვალობაზე, ალვარო ძალიან შედეგიანია (14 გოლი) და მნიშვნელოვანი გოლების გატანაც ეხერხება. თბილისელებმა "დილას" სწორედ მისი ზუსტი დარტყმით მოუგეს, რამაც ჩემპიონის ტიტულის ბედი გადაწყვიტა. ორივეს ერთად კი 35 აქვს გატანილი, ანუ "დინამოს" გოლების (78) ლამის ნახევარი.

ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა წერილის ის ნაწყვეტი, სადაც "რეკრეატივოს", "ბეტისის" და "ვალენსიას" ყოფილი მოთამაშე ჩისკო ამბობს, რომ გუნდი ძალიან მოსწონს და ესპანეთში დაბრუნებას გამორიცხავს:

"კონტრაქტი ერთ წელიწადში მიმთავრდება და იმედია, "დინამოსთან" ერთად, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაში ვითამაშებ.

ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში ამ მიზნებისათვის ვერ ვიბრძოლებ.

გარდა ამისა, არსებული კრიზისის გამო, გადახდისუნარიანი კლუბების მოძებნაც კი ჭირს. აქ კი საუკეთესო პირობებია. "დინამოს" ისეთი ბაზა აქვს, რომლის მსგავსი ესპანეთშიც არსად მინახავს, "ვალენსიას" გარდა".

შევიტყვეთ, რომ ჩისკოს მსგავსად, "დინამოსთან" კონტრაქტი კოტოსა და ალვაროსაც უმთავრდებათ. თავად დარჩენა სურთ, მაგრამ აპირებს გუნდი მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

ამის შესახებ "დინამოს" პრეზიდენტს, რომან ფიფიას ვკითხეთ:

"ჯერ ყველაფერს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთი ესპანელი დარჩება.

საერთოდ, ჩემპიონობის მოპოვება ჩვენთვის ევროპაში ღირსეულად დაბრუნების წინაპირობა იყო. რადგან ოქროს მედლებს დავეუფლეთ, ახლა გუნდის ბირთვიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ.

ეს აუცილებლად მოხდება და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება - "დინამოს" გულშემატკივარი სხვაგვარ "დინამოს" ვერ მიიღებს. ჩვენი სურვილი კი სწორედ მათი გახარებაა", - გვითხრა ფიფიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანური გამოცემა "მარკა" თბილისის "დინამოსა" და ჩისკო მუნიოსზე [VIDEO]

რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!

ჯაბა დვალი: თბილისის "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება

თბილისის "დინამო" ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია! [VIDEO]

Jonny
რატომ არის კოტო გასაშვები სისულელა ერთერთი საუკეთესოა საქართველოში თAვის პოზიციაზე !!!
vaxo
კოკაიამ უკვე აღიარა, რომ დილა უფრო მოეწონა ვიდრე დინამო, ახლა ფიფიამ უნდა აღიაროს რომ ჩემპიონი კი გახდა დინამო, მაგრამ მასზე უკეთესი გუნდი დილაა, ეს იქნება სიმართლე.
Walkabout
მე ოთხივეს დავტოვებდი... რატომ უნდა წავიდეს თუნდაც კოტო? ბევრი გვყავს საქართველოში მისნაირი სწრაფი ფლანგის ფეხბურთელი? თუ ისეთი ცუდი ფეხბურთელია კოტო რომ 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდება და სათადარიგოებიდანაც ვერ გაგვაძლიერებს? და არ დაიწყოთ ეხლა ვითომ მცოდნე ხალხმა კოტოს ჯობია ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები ვათამაშოთო, ეგ ფული ბავშვთა ფეხბურთში ჩავდოთო, ლეგიონერი ორი თუ ათი თავით უნდა ჯობდეს ადგილობრივსო და მსგავსი ტრაფარეტული სისულელეები...
hunter
იმედია გაძლიერება ისევ ანორთოსისიდან გაყრილი ხალხით არ მოხდება, რაც შეიძლება მეტი ქართველი უნდა იყოს გუნდში, სხვანაირად ხიბლი ეკარგება
1533
ჟურნალისტთა საყურადღებოდ! საინტერესო იქნება ზაფხულში რა ტრანსფერებიც განხორციელდება უმაღლეს ლიგაში, კარგად, გარკვევით, მუქი შრიფტით დაწეროთ სტატია ეს ჩემი როგორც რიგითი ქართველი გულშემატკივარის აზრია და იმედი მაქვს რომ გაითვალისწინებთ.
nika1533
მე ვფიქრობ ალვაროს,კოტოს გაყიდის დინამო უსტარიცს და ჩისკოს დაიტოვებს
Giorgi
ჯიგრები ხართ ასე გააგძელეთ დიდი მადლობა ბატონო რომან რომ კლუბს ასეთ ყურადღებას აქცევთ
Giorgi
ჯიგარი ხარ რომან ასე გააგძელეთ
lado94
კოტო არის გასაშვები დანარჩენი დაიტოვეთ რომან
dato92
აბა თქვენ იცით რომან უნდა გაგვახაროთ მთელი თბილისი ესპანელებიდან ძალიან გთხოვთ ალვარო უსტარიცი და ჩისკო დატოვოთ. კოტო არის მარტო გასაშვები და იმედია არ შეცდებით
avto
ბატონო რომან წარმატებები აბა თქვენ იცით ესპანელებიდან მხოლოდ კოტო არის გასაშვები დანარჩენები უნდა დავიტოვოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე