13 მაისს თბილისში გვეწვევა ინგლისის ოთხი საგრაფოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები
ქართული რაგბისთვის მაისი საკმაოდ დატვირთული გამოვა. უკვე ვწერდით, რომ ჩვენი შვიდკაცა რაგბის ნაკრები ამ უქმეებზე ლონდონში მომავალი წლის მსოფლიოს სერიის საგზურისთვის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები კი საფრანგეთში, ლიონთან ახლოს, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ითამაშებს.

ამის გარდა, 13 მაისს თბილისში გვეწვევა ინგლისის ოთხი საგრაფოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები, რომელიც 15 და 18 მაისს ორ მატჩს გამართავს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან. თამაშები "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გაიმართება.

ინგლისის საგრაფოთა ნაკრები, ფაქტობრივად, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების სათადარიგო გუნდია.

ამიტომ, მათ მოტივაცია და საბრძოლო ჟინი გაორმაგებული აქვთ. ფაქტია, რომ ამ გუნდში შერჩეული მოთამაშეები მერე ხშირად ხვდებოდნენ ეროვნულ ნაკრებში. მაგალითისთვის უკანახაზელები ბენ ფოდენი (ნორსჰემპთონი) და დევიდ სტრიტლიც (სარასენზი) საკმარისია.

ამასთან ერთად, თბილისში 12 მაისს ჩამოვა რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც ძირითადად ქართველი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ამ კლუბის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძეა, მწვრთნელი კი, ქუთაისის "აიას" ლეგენდარული გუნდის თავკაცი დუგლას კავთელაშვილია.

მოსკოვის "სპარტაკს" ორი ქართული გუნდი დაუხვდება. 14 მაისს დიდ დიღომში, "ვისოლის" სტადიონზე სტუმრებს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" უმასპინძლებს, 19 მაისს კი, იქვე თბილისის "არმაზი" ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა