10 მაისს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი NBA-ში პირველ ქართველ კალათბურთელ ვლადიმერ სტეფანიას შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა
10 მაისს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი NBA-ში პირველ ქართველ კალათბურთელ ვლადიმერ სტეფანიას შეხვდა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა.

ლევან ყიფიანმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სტეფანია სპორტის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოში გაწევრიანდა და იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი კალათბურთელის გამოცდილება უთუოდ ღირებული იქნება.

დავინტერესდით, კონკრეტულად რა ნაბიჯები დაიგეგმა შეხვედრისას. ამ საკითხზე ვლადიმერ სტეფანიამ ვრცლად ილაპარაკა:

"პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ჯანსაღი ფუნდამენტი, რაზეც ქართული სპორტი განვითარდება.

ასეთ საფუძველზე აუცილებელია ისეთი საკლუბო გუნდის არსებობა, რომელიც ბიძგს მისცემს სპორტის იმ კონკრეტული სახეობის განვითარებას, რომელშიც ზემოთ ნახსენები გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს.

მინისტრთან შეხვედრაზე ვილაპარაკეთ კონკრეტულად საკალათბურთო გუნდზე, მაგალითად ისეთზე, როგორიცაა ხორვატიაში "ციბონა", სერბეთში "პარტიზანი"... ისინი თამაშობენ მაღალი რანგის შეჯიბრებებში და ეპაექრებიან ევროგრანდებს, "მაქაბის", "ბარსელონას"...

შესაბამისად, ყოველ სეზონში გარანტირებული აქვთ ყოველ კვირა უმაღლესი დონის თამაში და გულშემატკივარიც მოუთმენლად ელის შეხვედრის დღეს.

საქართველოში შექმნილი ასეთი ძლიერი გუნდი ევროთასების გარდა უნდა გამოდიოდეს VTB ლიგაში და იოლი წარმოსადგენია, რაოდენ დიდ ინტერესს გამოიწვევს ჩვენთან ცსკა-ს, ან "ჟალგირისის" ჩამოსვლა.

თუ ყველაფერი სწორად დაიგეგმება და წარიმართება, ახლო მომავალში მომგებიან ბიზნეს-პროექტსაც მივიღებთ.

ამასთან, ეს იქნება გუნდი, რომელიც ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების ზრდის საწინდრი გახდება".

ვლადიმერ სტეფანიას ეს პროექტი დეტალებში აქვს ჩამოწერილი, თუმცა ცხადია, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა განხორციელება ეწეროს.

- ერთად იმიტომ ვსხედვართ, რომ საინტერესო პროექტის განორციელებას ხელი შევუწყოთ, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა, - ჩვენი მიზანია ქვეყანაში ხელი შევუწყოთ გუნდური სპორტის განვითარებას, რადგან საერთაშორისო თვალთახედვით სწორედ ეს განაპირობებს საქართველოს სპორტულ ქვეყნად აღიარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vereli
ძალიან კარგი იდეაა...ხოდა მოდით შევქმნათ ასეთი სუპერკლუბი და აღვაღორძინოთ თბილისის "დინამო".ამაზე უკეთესი ბრენდი ქართულ კალათბურთში არ მეგულება...
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე