"ჩემი მიზანი პირველ გუნდში დამკვიდრება და სისტემატური თამაშია, მაგრამ არა მგონია, ახალ სეზონში ძირითადში მუდმივი პრაქტიკა მქონდეს"
შოტლანდიური პრემიერლიგის "ინვერნესში" ქართველი ფეხბურთელი დაჩი ხუციშვილი 2012 წელს ჩაირიცხა. 18 წლის შემტევი ნახევარმცველი სქოთური კლუბის დუბლშემადგენლობაში ირიცხებოდა.

არც ისე დიდი ტრადიციების მქონე "ინვერნესი" პრემიერლიგაში ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს - ამჟამად მე-3 ადგილზეა და მხოლოდ "სელტიკსა" და "მოზერველს" ჩამორჩება.

ხუციშვილს "ინვერნესთან" ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა და თავადაც ჰქონდა ძირითადში დაწინაურების იმედი, მაგრამ ახლა სხვაგან გადასვლაზე დაფიქრდა.

"ინვერნესი" ევროპის ლიგაზე რომ იასპარეზებს, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ჯერ არ ვიცი, შემდეგ სეზონში სად ვითამაშებ.

რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი პირველ გუნდში დამკვიდრება და სისტემატური თამაშია, მაგრამ არა მგონია, ახალ სეზონში ძირითადში მუდმივი პრაქტიკა მქონდეს, რადგან ევროპის ლიგაზე მოხვედრილი გუნდი გაძლიერებას გეგმავს.

ამიტომ მინდა, რომ 1 წელი რომელიმე კლუბში გადავიდე და სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.

მენეჯერის თქმით, შოტლანდიის პირველი ლიგისა და ინგლისური კლუბებიდან არის დაინტერესება. სად ვითამაშებ ახალი სეზონიდან, მალე მეცოდინება", - ამბობს დაჩი ხუციშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველი შოტლანდიის ჩემპიონატში: ძირითადში მოხვედრის იმედი მაქვს

Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა