საქართველოს ჩემპიონატი. ბოლო ტური. I-VI ტური
ამ საფეხბურთო სეზონში "დილას" და "ჩიხურას" ერთმანეთთან თამაში დაებედათ. მეექვსედ დაუპირისპირდნენ ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ფორმატში.

თუმცა ამ შეხვედრების უმრავლესობაზე სიტყვა "დაპირისპირების" თქმა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან მათ მატჩებს დაძაბულობა აკლდა, განსხვავებით გოლებისგან, რომელიც 20-ჯერ გაუტანეს გუნდებმა ურთიერთს.

დაძაბულობის სიმცირე კი იმან მოიტანა, რომ ერთს ქვეყნის თასის მოპოვებაზე ჰქონდა განსაკუთრებული აქცენტი გადატანილი, ხოლო მეორეს პირიქით თასი არ აინტერესებდა, იქ ძირითად შემადგენლობას ასვენებდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ანიჭებდა უპირატესობას.

საბოლოოდ "დილა" ან დუბლიორებით ეთამაშებოდა "ჩიხურას" (საქართველოს თასზე), ან გოლები წყვილ-წყვილად გაჰქონდათ. მათ პირველ შეხვედრაში მათე ვაწაძემ შეასრულა დუბლი, მეორეში გულვერდ თომაშვილმა, ბოლოს წინ ირაკლი მოდებაძემ, ახლა კი ნათან ჟუნიორმა.

შაბათის მატჩში ჟუნიორმა პირველი გოლი მე-10 წუთზე გაიტანა - დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ადვილად აჯობა გოლკიპერს.

აქამდე ორიოდ წუთით ადრე გოგიტა გოგუას შეეძლო ეხეირა. გოლიდან რამდენიმე წუთში კი საპირისპირო კართან რევაზ გოცირიძესაც მიეცა საგოლე შანსი, თუმცა ზურაბ მამალაძემ იხსნა მასპინძლები, კარგად დარტყმული თავური კუთხურზე გადააგდო.

ასეთმა დასაწყისმა მაყურებელს ლოგიკურად თავიდანვე შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ უხვგოლიანი შეხვედრის მოწმე გახდებოდა და არც შემცდარა. თუმცა მხოლოდ "დილამ" გაამართლა პუბლიკის ვარაუდი. გორელებმა ოთხჯერ გაუტანეს გამოცდილ გიორგი სომხიშვილს, ხოლო საჩხერელებმა ერთხელაც ვერ აიღეს მასპინძლების კარი.

არადა, მაგალითად, 57-ე წუთზე მეტად სახეირო მომენტი ვერ გამოიყენა ბესიკ დეკანოიძემ. თავის მხრივ "დილას" ფეხბურთელებს მიზანი "გასწორებული" ჰქონდათ და ჯერ რამოსმა გაზრდა ანგარიში, შემდეგ ჟუნიორმა კვირკველიას მიერ ჩაწოდებულ ბურთს ბადეში მიუჩინა ადგილი.

ვერცხლის მედლის ფაქტობრივმა მფლობელებმა, გატანილი გოლებით, საზეიმო დაჯილდოების წინ ეფექტური ფონის შესაქმნელად კიდევ ჩათვალეს საჭიროდ ანგარიშში სხვაობის გაზრდა და გოგუამ მეოთხეც გაიტანა.

მატჩის მიწურულს კი გიორგი ილურიძეს საოცარი მომენტი რომ არ გაეფლანგა, გორელების გამარჯვება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვიდოდა. თუმცა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი ხომ "დილას" უამისოდაც უკვე განაღდებული ჰქონდა. სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტები ალექსანდრე ჩივაძე და გია ფირცხალავაც უკვე მზად იყვნენ მათ დასაჯილდოებლად.

იხილეთ ვიდეო

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "დილას" ვერცხლის მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ტაშით და ოვაციებით გადაუხადეს მადლობა ისტორიული შედეგის შემოქმედ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს განვლილი სეზონისთვის.

გუნდის ფანკლუბის ჭაბუკი წევრები კი დაჯილდოების მერე კარგა ხანს "ნადირობდნენ" საყვარელი ფეხბურთელების მაისურების მოსაპოვებლად.

მატჩის შემდეგ:

დავით კვირველია ("დილას" კაპიტანი):

"იქიდან მოყოლებული, რაც მე "დილაში" გადმოვედი, უკმაყოფილო ვერ ვიქნები. შარშან ევროტურნირებზე ნორმალურად გამოვედით, წლეულს უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძოდით. მართალია, მას ვერ მივაღწიეთ, რადგან "დინამოსთან" კონკურენცია ცოტა არ იყოს ძნელია, მაგრამ ჩვენ ღირსეულად ვიბრძოლეთ და მიუხევადავად იმისა, რომ ბოლოს პრობლემები დაგროვდა გუნდში, მაინც საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ვულოცავ გორის "დილას" თითოეულ გულშემატკივარს ამ წარმატებას! მოგეხსენებათ, სახელმწიფო დაგვპირდა თანადგომას, იმედი გვაქვს, რომ გუნდს არ მიატოვებენ და ევროტურნირებზეც წარმატებით გამოვალთ".

ვალდას ივანაუსკასი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):

- პირველ რიგში, გილოცავთ ვერცხლის მედლებს. საინტერესოა, როგორ შეაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ სამუშაოს გორის "დილაში"?

- ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობებიდან და არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მთლიანობაში შესანიშნავი სეზონი გამოვიდა. დავამტკიცეთ, რომ ქართული ფეხბურთი ერთ ადგილზე არ დგას. არიან ტალანტები და პერსპექტიული ფეხბურთელები. კმაყოფილი ვარ სამწვრთნელო შტაბის მუშაობითაც. მეტის სურვილიც გვქონდა, მაგრამ არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ეს მაქსიმუმი იყო რაც მოხერხდებოდა. მთელ გუნდს ვულოცავ წარმატებას. საქართველომ უნდა იამაყოს ამ კლუბით.

- გუნდის ევროტურნირებისთვის სამზადისზე რას გვეტყვით?

- მომავალზე ვერაფერს გეტყვით, რადგან პრობლემები სულ რაღაც გუშინ გადაიჭრა. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ახლა გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა და როგორ იქნება მომავალში.

- თქვენი კავშირი "დილასთან" სამომავლოდ თუ გაგრძელდება?

- ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. გუნდის პრობლემაც ამაშია, რომ ასეთი საკითხები ჯერ არაა გარკვეული. მე და ფიზმომზადების მწვრთნელმა თომას კლიმეკმა ყველაფერი გავაკეთეთ და დანარჩენს ჩვენ არ ვწყვეტთ.

- რეალური წინადადების შემთხვევაში თუ დარჩებოდით "დილაში"?

- ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა