ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის XXXII ტურის მიმოხილვა: ...ვიდრე გუნდებს მოძებნიდნენ

უმაღლესი ლიგის XXXII ტურის მიმოხილვა: ...ვიდრე გუნდებს მოძებნიდნენ

გაზეთმა "ლელომ" ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენა მიზანშეწონილად არ ჩათვალა!
22 მაისს საქართველოს თასის ფინალია და აი, ამის მერე კი 2012-13 წლების საფეხბურთო სეზონი ჩვენთან დასრულებულად გამოცხადდება.

ანუ გასარკვევი მხოლოდ და მხოლოდ თასის მფლობელის ვინაობაა, თორემ დანარჩენი ყველაფერი ბოლო ტურამდე თუ ბოლო ტურის მერე გაცხადდა: ხუთწლიანი პაუზის მერე ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა, ვერცხლის მედლები თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა გორის "დილამ", შარშანდელი შედეგი გაიმეორა და კვლავაც მესამე ადგილზე დაამთავრა ჩემპიონატი ქუთაისის "ტორპედომ".

ამ სამი გუნდის გარდა, ევროტურნირებზე იასპარეზებს "ჩიხურაც" (როგორც თასის ფინალისტი) და საჩხერელთა ეს მიღწევაც ნამდვილად არ არის პატარა ამბავი.

ბოლო ტურამდე კი არა, უფრო ადრე გაირკვა, რომ უმაღლეს ლიგაში სამი წლის წინათ დაბრუნებულმა ფოთის "კოლხეთმა" მომავალი სეზონი პირველ ლიგაში უნდა გაატაროს; აი, მეორე ჩამოქვეითებული გუნდის ვინაობა კი სწორედ ბოლო ტურს უნდა გაერკვია: ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონი", - აი, ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთს უმაღლესი ლიგა უნდა დაეტოვებინა.

ორივეს სტუმრად უწევდა თამაში და, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივემ გაიმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ოთხწლიანი განშორების მერე უმაღლეს ლიგაში შარშან აღზევებულ ბათუმის "დინამოს" ისევ პირველ ლიგაში დაქვეითება მოუწია.

ჰო, საქართველოს 2012-13 წლების XXIV ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში XI-XII ადგილზე გასული გუნდები 2013-14 წლების XXV ჩემპიონატში გადაყვანილნი იქნებიან პირველ ლიგაში (დებულებიდან: თავი - 3, პარაგრაფი - 3, ჩემპიონატის ჩატარების სისტემა). ანუ, თუ ჩემპიონატის რეგლამენტით ვიხელმძღვანელებთ, უმაღლესი ლიგა ბათუმის "დინამომ" და ფოთის "კოლხეთმა" დატოვეს, მათ ნაცვლად კი უმაღლეს ლიგაში მომავალი სეზონიდან პირველი ლიგის ორი გამარჯვებული, ლანჩხუთის "გურია" და ცხინვალის "სპარტაკი" იასპარეზებენ.

ასეა ოფიციალურად, მაგრამ უკვე თვეზე მეტია, უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდასთან დაკავშირებით არაერთხელ ვთქვით და კვლავაც გავიმეორებთ, რომ "კოლხეთიც" და ბათუმის "დინამოც" დიდი ტრადიციის მქონე კლუბებია და ძალიანაც დაგვწყდა გული ამ ორი გუნდის დაქვეითების გამო. თუმცა, რატომ ვარღვევთ რეგლამენტს და, საერთოდაც, რატომ ვზრდით უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობას, როცა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, 12 გუნდიც კი გვებევრება?!

მაგრამ, მოგეხსენებათ, რომ ქართულ ფეხბურთში რეგლამენტის დარღვევა არახალი ამბავია და ამიტომაც ნურავის გაუკვირდება, მომავალ სეზონში "კოლხეთიც" ისევ უმაღლეს ლიგაში ვიხილოთ და ბათუმის "დინამოც". კიდევ ორ გუნდს კი როგორმე "მოძებნიან", თუმცა მანამდე ხომ ახლახან დასრულებული XXIV ჩემპიონატის ბოლო ტურის მეტ-ნაკლებად გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გვინდა შემოგთავაზოთ.

კაპიტულაცია... მატჩამდე, ანუ უსიმბოლურო ტური

არა მხოლოდ ამ სეზონში, არამედ უკვე წლებია, თავის ერთგულ მკითხველს "ლელო" ყოველი ტურის მიმოხილვას სთავაზობს და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველი ტურის სიმბოლურ ნაკრებსაც წარმოგიდგენთ ხოლმე.

თუმცა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ისეთი შემთხვევა, როცა ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენაზე შეგნებულად ვთქვით უარი, - აი, თუნდაც წინა ორ სეზონში, რომ "ჩაწყობილი" თამაშები ვითომდა გამოაშკარავდა;

სამწუხაროდ, ამ სეზონშიც იყო ერთი-ორი შემთხვევა, როცა ამა თუ იმ ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენა სათუოდ გავხადეთ (ხვდებით, ალბათ, რომ მეორე ეტაპზეა ლაპარაკი); თუმცა "ტრადიციას" არ ვარღვევდით და ამა თუ იმ ტურში თავგამოჩენილ მწვრთნელსა თუ ფეხბურთელს დამსახურებებს არ ვუკარგავდით.

ბოლოს და ბოლოს, ტურის ექვსი მატჩიდან თუ ერთი ან ორი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სუფთად მიგვაჩნდა, დანარჩენ შეხვედრებში მონაწილე მწვრთნელ-ფეხბურთელები ამის გამო რატომ უნდა დაზარალებულიყვნენ?

მოკლედ, ჩემპიონატის ფინიშამდე არც ერთი ტური არ "ჩაგვიგდია", მაგრამ აი, ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენა კი მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ! რატომ? ქვედა ექვსეულში ვითომ დიდი ინტრიგა უნდა ყოფილიყო, ამ დროს კი, სამივე მატჩი ადვილად პროგნოზირებადი შედეგებით დამთავრდა!

თითქმის მსგავსი სიტუაცია იყო ზედა ექვსეულშიც, სადაც წყვილის ფავორიტებმა, მოლოდინისამებრ, უიოლესი გამარჯვებები მოიპოვეს და სამივე შემთხვევაში უხვგოლიანი მატჩები ვიხილეთ.

კი ბატონო, ერთი მხრივ, ცუდი მართლაც არ არის, როცა სეზონის ფინიშზე ჩვენი ფეხბურთელები ასეთ შესაშურ შედეგიანობას ავლენენ, მაგრამ გოლ(ებ)ს მაშინ აქვს ფასი, როცა ნაღდი თამაშია.

აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ: არაფერს არ ვამტკიცებთ, თითქოსდა, ბოლო ტურის ესა თუ ის მატჩ(ებ)ი გარიგებული იყო; უბრალოდ, გულშემატკივარი სტადიონზე იმიტომ მიდის, რომ სანახაობა ნახოს; უარეს შემთხვევაში, იმის ხილვა სურს, ერთი გუნდი მეორეს შეძლებისდაგვარად რომ ეპაექრება; ჩვენს შემთხვევაში კი, ბოლო ტურში ზოგიერთმა გუნდმა კაპიტულაცია მატჩის... დაწყებამდე გამოაცხადა!

თუმცა XXIV ჩემპიონატს მთლად ასეთი პესიმისტური ფონით ნუ გავაცილებთ და ბოლო ტურის რამდენიმე გამონათებასაც ვერ ავუვლით გვერდს...

საჩემპიონო აკორდი

თბილისის "დინამომ" ჩემპიონატი ისე დაასრულა, გათამაშების გამარჯვებულს როგორც ეკადრებოდა: დუშან უჰრინის გუნდმა მორიგი მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და თასის ფინალის წინ არსებული მშვენიერი განწყობა კიდევ უფრო "გაილამაზა": 4:0, 5:0, 4:2, 6:1, - აი, ასეთი ანგარიშებით მოიგო ბოლო 4 მატჩი თბილისის "დინამომ" და საერთოდაც, მიმდინარე სეზონში გუნდმა 12-ჯერ შეძლო სამი ან მეტი ბურთის სხვაობით გამარჯვება!

მაისში მართლაც გოლის "მადა" გაეხსნა 29 წლის პეტერ გრაიციარს - სლოვაკმა ნახევარმცველმა დროის მოკლე პერიოდში 4 გოლი გაიტანა.

აღარავის გვიკვირს სეზონის გამორჩეული მეგოლეების შედეგიანი თამაშიც: 32 წლის ჩისკომ მორიგი "დუბლი" შეასრულა და 24 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 28 წლის ჯაბა დვალი (წინა სეზონის გამარჯვებული) კი 20 გოლით მეორე ადგილზე გავიდა.

ლეგიონერები და დებიუტები

ჩისკოსა და გრაიციარის გარდა, ბოლო ტურში თავი სხვა ლეგიონერებმაც გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ "დინამოს" 30 წლის ცენტრალურმა მცველმა უსტარიცმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. "დინამოს" მეტოქის შემადგენლობაში კი ერთადერთი გოლის ავტორად ასევე ლეგიონერი, 24 წლის ბოტი გოა მოგვევლინა.

"დილას" ბრაზილიელი ლეგიონერებიც არ უნდა გამოგვრჩეს: 24 წლის ნათან ჟუნიორმა დუბლი შეასრულა, ხოლო ლეონარდომ საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

თუმცა ბოლო ტურში, ლეგიონერთა გოლების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სხვა ფაქტორიც: უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრები ოცამდე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა. ამათგან განსაკუთრებული დებიუტი მამია გავაშელიშვილს ჰქონდა - ქუთაისის "ტორპედოს" 18 წლის ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა!

ასევე პირველი გოლები გაიტანეს უმაღლეს ლიგაში ფოთის "კოლხეთის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა - ალექსანდრე ქორჩილავამ და ნიკა სიჭინავამ.

ისე, ფოთის "კოლხეთს" აშკარად დაუგვიანდა საკუთარი თამაშის "პოვნა", თორემ უმაღლეს ლიგაში ადგილს... სპორტული პრინციპების დაცვით შეინარჩუნებდა და ახლა "საფეხბურთო ამნისტიის" იმედადაც არ იქნებოდა...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXXII ტური

დინამო თბ-ზესტაფონი 6:1 - გოლებით გალამაზებული საჩემპიონო საღამო [VIDEO]

დილა-ჩიხურა 4:0 - გორელთა ვერცხლის ფინიში [VIDEO]

ზუგდიდი-ტორპედო 1:4 - გამარჯვება კარგი განწყობისთვის [VIDEO]

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია 2:0 - საიუბილეო მილოცვას "კოლხეთი" და ბესელია სფფ-ისგან ელიან

მერანი-სიონი 1:2 - პროგრამა შესრულებულია

მეტალურგი-დინამო ბთ 0:1 - პარალელური რეჟიმით, ანუ რა ხდება მარტვილში?..

P.S. ჩემპიონატი მორჩა, მაგრამ სეზონი არ დასრულებულა - ორ დღეში ხომ საქართველოს თასის ფინალია! აი, ამის მერე კი სეზონის ნომინანტებს წარმოგიდგენთ: "ლელოს" ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელს, მწვრთნელს, მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს, დებიუტანტს, აღმოჩენას და ასე შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა