მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრობს
მარტვილის "მერანმა" გასული ჩემპიონატის პირველი ეტაპი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და თითქოს, უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხე არ უნდა შექმნოდა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებოდა და უძლიერესთა შორის დარჩენა ჩემპიონატის ბოლოსღა დაიბევა.

საინტერესოა, როგორი იქნება "მერანის" მომავალი, რამდენად ამბიციური გუნდი ეყოლება მარტვილს მომავალ სეზონში.

ამ შეკითხვებზე გუნდის მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას ჯერ კონკრეტული პასუხები არ აქვს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მოვლენები კლუბისთვის სასიკეთოდ განვითარდება.

- თვის ბოლოს გვეცოდინება, როგორი ბიუჯეტი ექნება "მერანს". ვიმედოვნებთ, კლუბს ნორმალურ დაფინანსებას გამოუყოფენ და მომავალ სეზონში მარტვილს უმაღლეს ლიგაში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება.

- სახელმწიფო დაფინანსებაზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- ამაზე უფრო კომპეტენტურად კლუბის ხელმძღვანელობა ისაუბრებს, თუმცა ვიცი, რომ სამთავრობო მხარდაჭერაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინათ მარტვილში საქართველოს სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი იმყოფებოდა და ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება მის ვიზიტს.

როგორც ვიცი, განიხილება უმაღლესი ლიგის კლუბების რაოდენობის 16-მდე გაზრდა და ამას მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სახსრები სამართლიანად გადანაწილდება და თექვსმეტივე კლუბს ნორმალური დაფინანსება ექნება.

- რით იყო გამოწვეული ის ფაქტი, რომ "მერანს", რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი რიგიანად ჩაატარა, უმაღლეს ლიგაში დარჩენა მაინც სათუო გაუხდა?

- სათანადო მოსამზადებელი პირობების არქონის გამო, ჩვენი კლუბისთვის ზამთარი ყველაზე მძიმე პერიოდია.

სწორედ ამის გამო იყო, რომ ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის შესაბამისად ვერ მოვემზადეთ. ამას გარდა, იყო განწყობის პრობლემაც - ყველას გვეგონა, რომ ქულათა საკმარისი მარაგი გვქონდა და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება აღარ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ შევცდით.

საბედნიეროდ, კრიტიკულ მომენტში მობილიზება მაინც შევძელით და ვფიქრობ, უძლიერესთა შორის დამსახურებლად დავრჩით.

გადამწყვეტ მატჩებში ბიჭებმა საბრძოლოდ განწყობა და სათანადო დონეზე თამაში შეძლეს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

- თქვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა საბა ლომიამ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე შედეგიანობას მკვეთრად მოუკლო. ამას რით ახსნით?

- აქაც ისევ და ისევ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გამოვყოფდი. როგორც იცით, ზამთარში ლომია "ზესტაფონმა" დაიბრუნა, მაგრამ იქ კვლავ არ დაიტოვეს, რამაც საბას განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა, მან თითქოს მოტივაცია დაკარგა. მსგავსი პრობლემის წინაშე "მერანის" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დადგა.

- თვალშისაცემი იყო ისიც, რომ თქვენი გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა...

- მიზეზთა გამო, ამის აუცილებლობა მართლაც დადგა დღის წესრიგში. ბევრი ჩვენი ახალგაზრდა ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგის მოთხოვნებისთვის მზად არ აღმოჩნდა, მაგრამ მათი უმრავლესობა ახლო მომავალში საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად წარმოაჩენს.

- ინფრასტრუქტურული პრობლემა ახსენეთ და საინტერესოა, რა ბედი ეწევა მარტვილის სტადიონს, სადაც მოედნის საფარი არასახარბიელო მდგომარეობაშია?

- ეს პრობლემა ჩვენც ძალიან გვაწუხებს და მის გადაჭრას ყველანაირად ვცდილობთ. პროექტის მიხედვით, მომავალ სეზონამდე მარტვილის სტადიონზე თანამედროვე ხელოვნური საფარი უნდა დაიგოს და იმედია, ეს პროცესი დროულად დაიწყება და დასრულდება.

- კლუბიდან წასული ფეხბურთელების ან სავარაუდო ახალწვეულების შესახებ რაიმე თუ არის ცნობილი?

- სანამ "მერანის" ბიუჯეტი არ დადგინდება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სათანადო პირობების შემთხვევაში, "მერანი" უმაღლეს ლიგაში სტატისტის როლს არ დასჯერდება და პირადად მეც დიდი სურვილი მაქვს, ამ გუნდში მუშაობა გავაგრძელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელი აზერბაიჯანის პირველი ლიგის მე-10 ადგილოსან გუნდში სინჯებზე იმყოფება
ტორპედო-მერანი 1:1 - ეს უკვე მეტისმეტია! [VIDEO]
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ქვეყნის ჩემპიონობამდე ერთ ნაბიჯში, "თბილისის დინამოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]
I ლიგა. XVIII ტური: ცხინვალის "ლიახვი" დამაჯერებლად ლიდერობს
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
რონალდოს და ბუფონის რეკორდები, დიბალას მორიგი გოლი და "იუვენტუსის" დამაჯარებელი გამარჯვება [VIDEO]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
პაპუნა ფონიავა "მერანს" დაემშვიდობა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
ფრანგ ინვესტორებს ბაკურიანსა და ურეკში სტადიონების მშენებლობა სურთ
გიორგი მიქაძემ "მერანი" დატოვა, მალხაზ ჟვანიამ - "თელავი"
ეროვნული ლიგა. XIV ტური: "მერანი" - "დილა" [LIVE]
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ეროვნული ლიგა. XVIII ტური. თბილისის "დინამო" - "მერანი" [LIVE]
თბილისის "დინამო" მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]
მარტვილის "მერანი" გაზაფხულს სტადიონით, სასტუმროთი და ახალი ეკიპირებით ხვდება
სამტრედია-გურია 3:1 - ნანატრი გამარჯვება ლამაზი ფეხბურთით