ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ

ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ

გულშემატკივრებთან შეხვედრისას მინისტრმა განაცხადა, რომ სულ მალე საზოგადოება გარიგებულ მატჩებზე ბევრ სკანდალურ ფაქტს შეიტყობს

უკანასკნელ პერიოდში ქართულ ფეხბურთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ქომაგებს საკმაოდ მწვავე რეაქციები ჰქონდათ. ისინი სოციალურ ქსელებში, ფორუმებსა თუ სხვა საშუალებებში გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციები დაგეგმეს, რათა თავიდან ავიცილოთ კლუბების გაკოტრება-დაშლა, რაც ბოლო დროს ტენდენციის სახეს იღებს.

ფაქტია, რომ წლების წინ დაგროვილ პრობლემებზე კლუბების მეპატრონეები ღიად ვერ ლაპარაკობდნენ, ან მათი სატკივარი შეუსმენელი რჩებოდა და ბიზნესი და სახელმწიფო ფეხბურთს ინერციით ინახავდნენ.

მაგრამ ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, პრობლემებმა თავი ვეღარ დამალა და ყველაფერმა ზედაპირზე ამოხეთქა - გორის "დილას", "ზესტაფონისა" და "იბერია სტარის" მაგალითები ადასტურებს, რომ მინი-მოედნებისა და ორიოდე ბაზის გახსნა, გუნდებისა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსება პრობლემებს ვერ აგვარებს.

ამ საკითხებს გაცილებით საფუძვლიანი მიხედვა სჭირდება და არა ზედაპირული და ზერელე, როგორც აქამდე ხდებოდა.

გულშემატკივრებს ამ პრობლემებზე ხელისუფლებისა და ფედერაციის წარმომადგენლებთან დალაპარაკება სურდათ. შევიტყვეთ, რომ ორიოდე დღის წინ, "ქართული სპორტის ქომაგთა" ინიციატივით, მათ ლიდერებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ჩანაფიქრები გაანდო.

ქომაგები მიიჩნევენ, რომ გაჭირვების ჟამს ქართული კლუბების გვერდში დგომა და ვითარების გამოსწორებაში წვლილის შეტანა მათი უშუალო მოვალეობაა. მინისტრის თქმით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარების კანონპროექტზე მუშაობს, რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.

საუბარია არა მხოლოდ უმაღლესი და პირველ ლიგის გუნდების დაფინანსებაზე, არამედ ბავშვთა სკოლების სისტემური პრობლემების მოგვარებაზეც.

სამუშაო ჯგუფი ცდილობს კანონპროექტში იმ პუნქტების შეტანას, რომლებიც ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველ გარემოს შეუქმნის.

გულშემატკივრები დაინტერესდნენ, რა ბედი ელით ევროტურნირებში მონაწილე გუნდებს. საუბარი შეეხო გორის "დილას" და ფუტსალის გუნდ "იბერია სტარს". მინისტრის თქმით, "დილას" პრობლემები უკვე მოგვარებულია და ევროპის ლიგაზე საასპარეზოდ გუნდი სრულ მზადყოფნაში იქნება.

რაც შეეხება "იბერია სტარს", ყიფიანი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ რამდენიმე დღეში კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და პრობლემების გადაწყვეტაში პირადად დაეხმარება.

საინტერესო გამოდგა სახელმწიფოს მიერ ფეხბურთზე გამოყოფილი სახსრების გადანაწილების თემაც. ცნობილია, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად 7 მილიონი ლარით აფინანსებდა, რაც ნაკრებებს, მათი შეკრებების ორგანიზებას, ფედერაციასა და მსაჯთა კორპუსს ხმარდებოდა.

გარდა ამისა, დაახლოებით 3 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯებოდა, პლუს სახელმწიფო კლუბებსაც ეხმარებოდა: გორის "დილას" 9 მილიონი ლარს თუ ურიცხავდა, ფოთის "კოლხეთს" წლეულს მხოლოდ 300 ათასი ერგო, "ბათუმს" - 1.6 მლნ-ს, "სიონს" - 1.3 მლნ-ს, "ზუგდიდს" კი - 0.7 მლნ-ს.

ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება ყიფიანის გამხელილი ამბავი: მისი თქმით, ამ თანხების გარდა, წინა ხელისუფლების პერიოდში კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი გაიფლანგა.

"არის ჩანაფიქრი, რომ უახლოეს 5 წელიწადში ფეხბურთის განვითარებაზე დაახლოებით 100 მილიონი დაიხარჯოს.

ეს სავსებით რეალური იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრე სახელმწიფო სახსრები არაეფექტურად და გაუგებარი მიზნებისთვის იხარჯებოდა.

მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ხარჯების გარდა, დამატებით კიდევ 12 მილიონი გამოიყოფოდა, მაგრამ დღემდე უცნობია, რას ხმარდებოდა.

ფაქტია, რომ ეს თანხა კლუბებს, ფედერაციასა და მსაჯებს არ ერიცხებოდათ.

მალე მთავრობის სხდომაზე დავაყენებ საკითხს, რომ სახელმწიფოს სახსრები გაერთიანდეს, რაც მისი ეფექტურად გამოყენების წინაპირობა გახდება.

რას მოხმარდება, ამ საკითხზე ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვართ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ნახევარი ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება, ნაწილით კი უმაღლესი და პირველი ლიგებისა და ეროვნული თასის საპრიზო ფონდები გაიზრდება და ბავშვთა ფეხბურთსაც მოხმარდება", - განაცხადა ყიფიანმა.

აქვე ჩემპიონატის თემას საკუთარი ინფორმაციით შევავსებთ: ადრე ვწერდით, რომ უმაღლესი ლიგის 18 გუნდამდე გაფართოების გეგმა არსებობს, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია და ლიგის გაფართოების მეორე პროექტიც განიხილება, რომლის მიხედვითაც, უმაღლესში 16 გუნდი ითამაშებს და სახელმწიფო მათ 1,5-2 მილიონი ლარით დააფინანსებს, პირველში კი - 18 გუნდი და მათ ბიუჯეტიდან 300-დან 700 ათასამდე ლარს გამოუყოფენ.

ყიფიანი ამ პროექტზე თავს იკავებს, რადგან სურს, საბჭოური მოდელიდან უფრო თანამედროვე და კომერციულ პროექტზე გადავერთოთ, თორემ სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება ჩინოვნიკებს შობს და არა თანამედროვე ფეხბურთისთვის საჭირო მენეჯერებს.

და თუ დღესაც ძველი გზით ვივლით, ახალ ტენდენციებს კიდევ დიდხანს ჩამოვრჩებით.

ყიფიანმა ჩაწყობილ თამაშებზეც ილაპარაკა. გულშემატკივართა თქმით, მინისტრს ამასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია ჰქონდა და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სერიოზული პროცესების მომსწრენი გავხდებით.

ყიფიანი აპირებს, რომ თანამშრომლობისთვის უეფას მიმართოს. მან არ დამალა, რომ უახლოეს პერიოდში გარიგებულ მატჩებზე საზოგადოება ბევრ სკანდალურ ფაქტს შეიტყობს.

ცნობილია, რომ უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სთხოვს, რომ ჩამოაყალიბონ საფეხბურთო პოლიცია და მიიღონ კანონი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. პლატინი ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს უპირისპირდება, რომლებიც მატჩების შედეგების მანიპულირებით უზარმაზარ თანხებს შოულობენ.

ცნობილია, რომ უეფასა და ინტერპოლის 2010 წლის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ გარიგებებით მხოლოდ აზიის (ჩინეთი, მალაიზია, ინდონეზია) ბაზარზე 80 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. პლატინი დარწმუნებულია, რომ კანონი გარიგებული მატჩების შესახებ კრიმინალთან საბრძოლველად ეფექტურად იმუშავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

შევავსოთ დეკლარაციები? - როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს სახსრები

დინამო-ზესტაფონი არ ჩაიშლება - ლევან ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა

ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!

ზვიად სიჭინავა: დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის

თვალსაზრისი: გუნდების შემცირებაზე ვიფიქროთ!

• lia

რა "მამაკაცური" ბრძანდებით ბატონო ლევან? ვაი შენ ...

• kato

იქიდან შენი ატკატი რამდენი იქნება? 5% ალბათ არა? ეს მინიმუმ, ანუ 5 მილიონი, აი პატრიოტი ქვეყნის ,ეს კაცი აგვაშენებს

• gela

ვის ფულს ხარჯავ პონჩიკ, მამაშენმა დაგიტოვა? ხალხის ფულს თავი გაანებე, ფეხბურთისთვის ფული ყველა ქვეყანაში სპონსორებისგან იხარჯება , გაიგე ფუნთუშ?

• akhali

იმედები ისევ ჩამისახეს ჩვენმა 19წლის ბიჭებმა!!!2018 წელს მსოფლიო თასისთვის ვიბრძოლებთ ლუჟნიკებში?ბიძინა!მიხედე ფეხბურთს!წარმოიდგინეთ ლუჟნიკების ფინალის შემდეგ მთელი პლანეტის 7მლრდ მოსახლეობა ნიუ-იორკიდან ამაზონკის ჯუნგლებამდე ,თუ საჰარის უდაბნოს ბუდუინები,პრეზიდენტებ-პრემიერები მთელი მსოფლიოს,და ჩვენი ,,არაკეთილის მოსურნე,,ქვეყნების საქართველოს ჰიმნს უსმენენ!!!არ არსებობს მსოფლიოში მოვლენა,რომელიც თავის მასშტაბით და ყურადღებით აღემატებოდეს ფეხბურთში მსოფლიო თასის ფინალს!

• akhali

ძალიან კარგი!ფეხბურთმა ,თუ თუ ჭკვიანურად და კარგად აღზრდიან სემდეგ თაობებს შეიძლება მოგება მოიტანოს!სხვა სპორტის სახეობებიდან მგონი მაგის შანსიც არ არის.ფეხბურთი საერთოდ ფენომენია,არავითარი მოვლენა არ იპყრობს ისეთ უზარმაზარ ყურარრებას ,როგორც ფეხბურთი!ფეხბურთის მსოფლიო თასის ტელეაუდიტორია-28 მლრდ!!!

• giorgi

ბადმინტონი კი არა იმ სპორტს მიხედონ რაშიდაც გვაქვს პოტენციალი და მომავალი: წყალბურთი,რაგბი,ძიუდო,ჭიდაობა,ცურვა და თუ მორჩება ფული წაიღეთ შემდეგ ბადმინტონზე !

• თინათინ ბაღაშვილი

ბ–ნო ლევან სასიხარულოა,რომ ფეხბურთს ასეთ ყურადებას აქცევთ,მაგრამ სხვა სპორტის სახებებმა,კერძოდ ბადმინტონი მაქვს მხედველობაში ,რა დააშავა?ეს ხომ ოლიმპიური სახეობაა,ძალიან ლამაზი და პოპულარული სხვა ქვეყნებში.იქნებ გვეზრუნა კვლავ აღორძინებაზე?ჩვენი სპორტსმენები სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ და წარმატებულნი არიან..თქვენი არჩევნების დროს პირადად შემპირდით ფედერაციასთან შეხვედრაზე,მაგრამ აქამდე ვერ მოხერხდა...იმედს არ ვკარგავთ...

• თინათინ ბაღაშვილი

ბ–ნო ლევან სასიხარულოა,რომ ფეხბურთისთვის 100 მილიონი გამოიყოფა, მაგრამ სხვა სპორტის სახეობამ,კერძოდ ბადმინტონი მაქვს მხედველობაში,რომელიც ოლიმპიური სახეობაა და ძალიან მიმზიდველი და პოპულარულია სხვა ქვეყნებში,არ შეგიძლიათ რომ მცირედი გაიმეტოთ,რომ საქართველოშიც კვლავ აღორძინდეს და ჩვენც გვყავდეს ჩემპიონები მომავალში?მე პირადად შემპირდით ჩვენს ფედერაციასთან შეხვედრას და დახმარებას თქვენი არჩევნების დროს,მაგრამ ეს შეხვედრა ჯერ არ შემდგარა...

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?

მბაპემ ფრანგ ფეხბურთელებს შორის რეკორდი დაამყარა

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"თუ წამოდგება, კიდევ უფრო დიდებული გახდება" - პლატინი მბაპეზე

As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ციხეს გადაურჩნენ - შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა

THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს

პლატინის ფეხბურთი სპორტის ოლიმპიურ სახეობად არ მიაჩნია

უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ" - პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა

"ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს" - პლატინის რევოლუციური იდეა აქვს