25-26 მაისს თბილისმა გრანდიოზულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - "ოფენ ჯორჯია 2013"-ს
25-26 მაისს თბილისმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ეგიდით, გრანდიოზულ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა - "ოფენ ჯორჯია 2013"-ს.

ტურნირზე 12 ქვეყნის ეროვნული ნაკრების 350 საუკეთესო სპორტსმენი ასპარეზობდა. საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდი იყო - 3 000 დოლარი. გარდა ამისა, მრავალმა სპონსორმა დააწესა საჩუქრები. კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ კი ამერიკაში სპეციალური შეკვეთით დამზადებული მედლები გადასცა გამარჯვებულებს და პრიზიორებს.

საერთაშორისო ტურნირს წინ უსწრებდა ისრაელიდან ჩამოსული ოსტატის, მსოფლიოს უსაფრთხოების ორგანიზაციის შეფ-ინსტრუქტორის, გაბი მიხაელის სემინარი და სამსაჯო სემინარები, რომლებსაც ევროპა-აზიის აკრედიტებული ოფიციალური წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

"საქართველოში სამსაჯო კოლეგიას დიდი პოტენციალი აქვს. კმაყოფილი ვარ სემინარებით და შეჯიბრებაზე ქართველების მსაჯობით.

ქართულ კარატეს დიდი მომავალი აქვს მსოფლიო ასპარეზზე, როგორც სპორტული, ისე სამსაჯო კუთხით.

დავძენ, რომ ქართული კარატეს მესვეურმა, ბატონმა კახა ბასილიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ღონისძიება ევროპულ დონეზე ჩატარებულიყო", - განაცხადა ევროპის მსაჯთა კომისიის თავმჯდომარე პრიმოზ დებენაკმა.

"ოფენ ჯორჯია" სალიცენზიო ტურნირი იყო და ჩვენმა სპორტსმენებმა წარმატებით გაართვეს თავი გამოწვევას - გარანტირებული გვაქვს საგზურები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მოწვეული ქვეყნების ფედერაციების პრეზიდენტები და ევროპის კარატეს ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი კმაყოფილნი დარჩნენ საერთო დონით, სპორტული, საორგანიზაციო, სამსაჯო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ჩათვლით.

საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ დადებითი შეფასება მიიღო ევროპის ფედერაციიდან, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა ჩვენი მომავალი მოღვაწეობისთვის, როგორც ევროპის კარატეს სტრუქტურებში, ასევე მსოფლიო ფედერაციაში.

ამავე დროს, ამ რეზიუმეს დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო მზადაა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. ეს კი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია მომავალი წარმატებისთვის.

შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა შინაც გვასახელეს - ძირითად წონებსა და კატეგორიებში, - ოქროსმედალოსნები გახდნენ: დავით პატარიძე, ჰენრი ვეკუა და გოგიტა არქანია.

დანარჩენ კატეგორიებშიც მაღალი ხარისხის მედლები ჩვენთან დარჩა და შესაბამისად, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე თურქეთის ნაკრები გავიდა, მესამეზე - ირანისა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებები", - განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.

მსოფლიო კარატეს ფედერაციამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის სპეციალური დიპლომებითა და პრიზებით დააჯილდოვა თბილისის მერიის წარმომადგენლები - მამუკა ქაცარავა და მერაბ ჩიქობავა.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები
კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ
კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი: 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ!
სეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა პრეზენტაცია გამართა
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
"იბერია სტარის" ქომაგებმა გუნდი გადაარჩინეს?