ჩვენებურისთვის ყველაზე წარმატებული მეორე და მესამე სერიები გამოდგა
ნინო სალუქვაძემ მიუნხენში დამთავრებულ მსოფლიოს თასზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაშიც მეხუთე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სპორტულ იარაღზეც მეხუთე იყო.

სალუქვაძემ შესარჩევ ეტაპზე 385 ქულა დააგროვა, რაც მეექვსე შედეგი აღმოჩნდა.

ჩვენებურისთვის ყველაზე წარმატებული მეორე და მესამე სერიები გამოდგა - თითო მათგანში სამიზნის შუაგულს მხოლოდ ორ-ორჯერ დააცილა და 98-98 ქულა გამოუვიდა. აი, პირველსა და, განსაკუთრებით, მეოთხეში კი ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე - 95 და 94.

საკვალიფიკაციო ეტაპი სერბმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის გამარჯვებულმა იასნა სეკარიჩმა მოიგო 390 ქულით, რაშიც გასაკვირი არაფერია, აი, სამეულის სხვა წევრთა ვინაობა კი მართლაც გასაოცარია - მეორეზე ინდოელი ჰეენა სიდხუ გავიდა 389-ით, მესამეზე - მალაიზიელი იან ჟოსელინ ჩან ლეე 388-ით.

აქამდე არც ერთი მათგანი განსაკუთრებული შედეგით არ გამოირჩეოდა, ახლა კი საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა.

სალუქვაძეს გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორი ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი მუნკბაიარ დორჯსურენი (388) და ევროპის ორგზის გამარჯვებული ფრანგი, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი სელინ გობერვილიც (386) უსწრებდნენ, ფინალურ ოქტეტს კი 384-ქულიანები - ესპანელი სონია ფრანკო და ბელორუსთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ვიქტორია ჩაიკა კეტავდნენ.

მოგეხსენებათ, ახალი წესებით, მსროლელებს შესარჩევის ქულები ფინალში აღარ გადაჰყვებათ და იქ ყველაფერი თავიდან იწყება.

ამით ყველაზე უკეთ სწორედ ბელორუსმა ისარგებლა, რომელმაც მართლაც თოლიასავით შეინავარდა და 199.6 ქულით ბოლოდან პირველ ადგილზე გადაფრინდა. მალაიზიელმა შეინარჩუნა მეორე ადგილი - 197.8 და ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა, მესამეზე კი 175.1-ით დორჯსურენი გავიდა.

სეკარიჩმა სუსტად ისროლა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა, ინდოელი კი მერვე აღმოჩნდა.

ამით მიუნხენის ტურნირიც დასრულდა, ჩვენებს კი უახლოესი შეჯიბრება ივლისში ელოდებათ - თვის დასაწყისში ესპანურ გრანადაში ასევე მსოფლიოს თასზე გამოვლენ, თვის ბოლოს კი ხორვატულ ოსიეკში სპორტული პისტოლეტიდან ევროპის პირველობაზე ისვრიან.

თუმცა მანამდე, უახლოეს დღეებშივე - 3-10 ივნისს, ახალგაზრდები გერმანულ ზულში ტრადიციულ დიდ საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ. იქაც ორი მონაწილე გვეყოლება - ლიზი კილაძე და ცოტნე მაჭავარიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნუცა შამათავა - ერთადერთი ქალი ექიმი 2019 წლის მსოფლიო თასზე
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
არაოფიციალური ვერსია: "ბორჯღალოსნების" 31-კაციანი განაცხადი მსოფლიოს თასისთვის
მსოფლიოს თასის საზეიმო გახსნის კადრები [VIDEO]
"ბორჯღალოსანთა" ნაწილმა მსოფლიოს თასისთვის მომზადება უკვე დაიწყო
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ლაშა ლომიძე: ეს ყველაზე ცუდი ათი წუთი იყო ჩემს კარიერაში
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
კრისტიან კარამბე: მივესალმები საქართველოს!
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს