თუ საქართველოს ნაკრებში არიან უდისციპლინო და არაპატრიოტი ფეხბურთელები, რა უნდა გამოდნეს ასეთი გუნდისგან?
2 და 5 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური მატჩები აქვს სტუმრად ირლანდიასა და დანიასთან. გამგზავრებამდე ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საყურადღებო ფრაზაც მოვისმინეთ.

"სამწუხაროდ, აქ ისე არ ხდება, როგორც სხვა ქვეყნებში მინახავს - სხვაგან ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივია, ზოგი ჩვენი ფეხბურთელისთვის კი ასე არ არის. ნაკრებში ჩამოსვლისგან ისინი თავის არიდებას ცდილობენ.

ფეხბურთელისთვის მთავარი ფეხბურთი უნდა იყოს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ნაკრებს ეხება. ამის მაგივრად..." - თქვა ქეცბაიამ, თუმცა არ დააზუსტა, რომელი ფეხბურთელების მისამართით იყო ეს ნათქვამი (იხილეთ ვრცლად).

ქეცბაია, ზოგადად, მართალია, თუმცა რებუსი არ არის ის ფორმა, რითაც მწვრთნელი უნდა ლაპარაკობდეს.

"არის ხალხი, ვინც სამშობლოს გამო ტანკს უვარდება და არიან ისეთებიც, რომლებსაც ფეხბურთის თამაში არ უნდათ! მარტო ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!

პირადად მე ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ჩამოვდიოდი, ზოგისთვის კი ნაკრები მეათეხარისხოვანია", - ესეც იმავე პრესკონფერენციაზე ნათქვამია და მართლაც ვერავინ იტყვის, ქეცბაია საქართველოს ნაკრებში უგულოდ თამაშობდაო.

პირიქით, მოედანზე გასული ქეცბაია სამაგალითო იყო თანაგუნდელებისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. რაც შეეხება სამშობლოსა და ტანკს, ჰეროიკულ თუ პათეტიკურ ფრაზებს, როგორც წესი, შედეგი არ მოაქვს თანამედროვე ეპოქაში.

თუ საქართველოს ნაკრებში არიან უდისციპლინო და არაპატრიოტი ფეხბურთელები, რა უნდა გამოდნეს ასეთი გუნდისგან? ხოლო თუ ასეთები არ არიან, მწვრთნელის ამ რიტორიკას რა აზრი აქვს?

მწვრთნელი ფეხბურთელებისკენ რომ იშვერს ხელს, საქმეს კარგად ვერ ამთავრებს ხოლმე - ასე ხდებოდა საქართველოს ნაკრებსა და სხვა გუნდებშიც. პატრიოტიზმის თემა ვინც წამოჭრა საქართველოს ნაკრებში, მას ნდობაც დაუკარგავს ფეხბურთელებში. ასე იყო აქამდე...

კითხვას, კვლავაც გამოიძახებს თუ არა ქეცბაია ისეთ ფეხბურთელებს, არასაპატიო მიზეზით რომ აცდენენ სანაკრებო მატჩებს, ქეცბაიამ ასე უპასუხა:

"ნორმალურ ქვეყანაში მსგავს საქციელს არავის აპატიებდნენ, მაგრამ იძულებული ვარ, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო, რადგან კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვაქვს".

ქეცბაიას ნათქვამიდან გამოდის, რომ ფეხბურთელი კვალიფიციურია, მაგრამ არაპატრიოტი. ანუ ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია იმას, ვინც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ საქართველო არ უყვარს.

კი მაგრამ, თუ ფეხბურთელს ეროვნული ნაკრები არ უყვარს, რა მოტივაციით უნდა ითამაშოს? საქართველოს ამ ნაკრების ფეხბურთელებს არ აქვთ პრემია და არც ჯამაგირი ნაკრებში თამაშისთვის და რა გამოდის, რა მოტივაცია რჩება მოედანზე გასასვლელად?

პრესკონფერენციაზე ქეცბაიას ისიც უთხრეს, რომ "დინამო თბილისის" ესპანელ შემტევ ჩისკოს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს, რაზეც ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

"მოდით, ჩამოწერილ ფეხბურთელებზე ნუ ვისაუბრებთ".

მაშ, რა ხდება: ჩისკო გახდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მთავარი მეგოლე, არის საქართველოს საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი და თუ ჩამოწერილმა ფეხბურთელმა მოინაგრა ასეთი რეგალიები, მაშინ რა განმარტება უნდა შეურჩიოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ეროვნულ ჩემპიონატს?

ქეცბაია ვერ არის კარგი მთქმელი და ეს არცთუ უმნიშვნელო ნაკლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის. როგორც უნდა იყოს, ქეცბაია ნაკრების თავია და მას თავისი წილი მხარდაჭერა სჭირდება მედიისგან. თუ ქეცბაია გუდას პირს მოხსნის და უდისციპლინო, არაპატრიოტ ფეხბურთელებზე პირდაპირ ისაუბრებს, ამით ყველას გააგებინებს, ვინ ვინ არის. სხვანაირად კი მის ასეთ განცხადებებს ფასი ვერ ექნება.

ქეცბაია ირლანდია-დანიაში ერთი ნომინალური თავდამსხმელით მიდის, თანაც ბოხუმელ ნიკა გელაშვილს გერმანიაში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია. კი ბატონო, ყველა მწვრთნელს საკუთარი მეთოდები აქვს, მაგრამ...

მე მაინც მგონია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელებისთვის პრემიაც უნდა იყოს და კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების სხვა ფორმებიც. იქნებ ამით მაინც დასრულდეს საუბარი მოტივაციაზე, ტანკსა და სამშობლოზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რამდენს იღებს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში?

თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!

თემურ ქეცბაია: ჯანო ანანიძე სამი წლის წინანდელ დონეზე დარჩა

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება

რომან ფიფია: ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება და დროა, შანსი მივცეთ

ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა

vazha
არ გრხხვენია დავითა თავართქილაძევ?წადი რა წყაროდან ცივი წყალი მოიტანე რა .აცადე პური მეპურემ გამოაცხოს!
vazha
კაცმა სამოყვარულო ანორთოსისი ლიგაზე გაიყვანა და თემურია პრობლემაო.შე ჩემანალა რა გინდა ?რას ითხოვ ?მარტო ხარ თუ გახლია ვინმე?რა ფეხბურთელებით რა კლასით სად გინდა მოხვედრა მსოფლიოზე?ევროპაზე რა გინდათ საერთოდ .მოედანი არ არის ქვეყანაში ,კლუბები არ არიან ,ინფრასტრუქტურა 0-ია და წააგებ აბა რას იზავ .აუ ესენი ვინ არიან ტო !ლობჟანიძემ პასის გაკეთება არ იცის ამის რა ბრალია?ფეხბურთელები რო არ ყავს დღეს საქართველოს თემურის ბრალია?
vazha
ხო თემურია პრობლება .აქამდე ტოპმიოლერი იყო ,კუპერი ,ჩივაძე ყიფიანი და ა.შ. უხ აზროვნება გაქვთ არ გაგეგოს უკეთესი რა !
damijeret
თემო იქნება შენ ხარ პრობლემა ამ ბიჭებისთვის.ამაზე არ გიფიქრია?
frf
მოდით, ცოტა სხვანაირად შევხედოთ საკითხს-ყველა ეროვნულ ნაკრებს(საშუალო და პატარა ქვეყნებს ვგულისხმობ) აქვს ჩავარდნის ან წარმატების პერიოდი. 90-იან წლებში კარგი ფეხბურთელები წამოვიდნენ, თუმცა მაშინ ფეხბურთი სახელმწიფოს ეკიდა და იმ თაობამ რამოდენიმე კარგი თამაშის მოგების მეტი ვერაფერს ვერ მიაღწია. ეხლა არ გვყავს გუნდი, ეს ფეხბურთელები ყველა საშუალოზე დაბალი დონისაა და გინდა ქეცბაია დაუნიშნეთ, გინდა ფეოლა, ერერა და ფერგიუსონი ერთად, წარმატების შანსი არაა. სამაგიეროდ 19 წლიანები მოდის კარგი გუნდი, აი მაგატ უნდა მიექცეს მაქსიმალური ყურადღება და რაგაცას მივაღწევთ
გიგი
ირლანდიასთან რომ წააგებ 4-0 მერე უნდა ადგე და გადადგე, ეს გუნდი ნაკრების გარდა ყველაფერს გავს, სოფლის ბანდაა სუფთა.
dzimka_Ck
ავტორს მინდა ვკითხო ამაზე მეტი რომელიმე ქართველმა გვასახელა კახა რო არ ჩავთვალოთ როგორც მცრთვნელი და როგორც პეხბურთელმა კაცი მოსიარულე სიამრთლეა ბუჭო თქვენ ვერასოდეს ვერ აიტანტ სიმარლეს და დისციპლინას ყოველთვის მეფები გინდათ რო იყოტ და მაგიტომაც არაფერი არ Gვეშველება დაიმახხსოვრეთ აცალეთ ამ კაცს ძალიან გთხოვტ ბოლომდე და გაჩუმდიით!!!
hgjhgj
თუ წერ დაწერე ისე,როგორც პროფესიონალმა და ნუ უგდებ ყურს მაგ ნ.....რ რედაქტორებს.რა აკლია ქეცბაიას და რას ვერ აკეთებენ ფეხბურთელები.
ii
ეს საქებარ-საქომაგო კომენტარები იმავე ტვინის ხალხის დაწერილია სააკაშვილს ტაშს რომ უკრავდნენ, რუსეთი დამარცხდაო. მაგ ნაკრებს ნორმალური სპორტსკოლის გუნდიც მოუგებს. დარჩა რამე უბადრუკი ქვეყანა ვისთანაც არ წაუგია საქართველოს ნაკრებს? ჰო, ნაურუ და გრენლანდია ალბათ.
MOSINIKI
ერთი კითხვა მაქვს და ძალიან ვთხოვ სტატიის ავტორს და მთლიანად გაზეთს გულწრფელად მიპასუხოს, რა დაგიშავათ ასეთი თემურ ქეცბაიამ, სულ ჩასაფრებულები რომ ხართ?
Fan
სტატიის ავტორს მინდა მივმართო,ამ შიბაქებზე კი არა თავის დროზე რაიან გიგზზე იყო ხოლმე ლაპარაკი ზუსტად იგივე თემაზე,ანუ ე.წ. "ნაკლებად მნიშვნელოვან" თამაშებზე ფერგიუსონი არ უშვებდა ვითომ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ,არადა 2-3 დღეში იუნაიტედის სასტარტოში იყო ხოლმე,ასე რომ ნუ ცდილობ ისე წამოაჩინო ეს თემა თითქოს ქეცბაიას გარდა რაც ფეხბურთი არსებობს მსგავსი რამე არავის ეთქვას,ვაჟკაცი კაცია და არც უნდა დაადოს ხელი ვინმეს,ძალიანაც სწორ განცხადებებს აკეთებს ყოველთვის,რაც შეეხება ამ ნათქვამს "იძულებული ვარ, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო, რადგან კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვაქვს" აქაც მართალია,ანუ მაგალითად,ტუ ლაპარაკია ანანიძეზე (მაგალითად მეთქი) და არ გამოიძახებს,ისევ ენ და შენნაირი ჟურნალისტები მ****თ ტვინს "რატო არ იძახებსო"
messi
ქეცბა ნაკრებში სამაგალითო იყო ყოველთვის კაცი პირდაპირია და არ შეუძლია ეს სიყალბე რა რა გაუხურეთ საქმე ამ ჟურნალისტებმა აცადეთ კაცს მუშაობა
jimi
არაფერი გვეშველება სანამ ადამიანის დაფასებას არ ვისწავლით.რამდენი თავდადებული ადამიანი სანაგვეზე მოვისროლეთ.ეს არის ჩვენი უბედურება!
ირაკლი არდაშელია
დავაცადოთ 2 წელიწადი და წავა ეს კაციც ან გაგვიყვანს ევროპის ჩემპიონატზე ნუ შეუჩნდით ეს ჟურნალისტები
ირაკლი არდაშელია
22 წელია ვიცდით და ვაცადოთ ამ კაცს კიდე 2 წელიწადი რადგან ამბობს ე.ი. გაგვიყვანს ევროპის ჩემპიონატზე ან წავა. თუ მისი მწვრთელობის არ გვჯერა სიტყვის მაინც დავიჯეროთ არ იტყუება ეს კაცი ამის დანახვა მაინც გვმართებს. ,,პატივცემულო ჟურნალისტო,,
z.chiauau@com.ge
მართალაც, რომ შეკვეთილ სტატიას გავს. ანალოგიურად შეკვეთილი სტატია დაიდო ამ "ჟურნალისტის" მიერ ამ დღეებში, რომელიც ძირითადად თემურის ხელფასის ოდენობას შეეხებაოდა. აზრზე მოდი რა დათოია.
Dinamo Fan
ამათმა ხო შეუკიკინეს ქეცბაიას
lasha
წერილის ავტორს მივმართავ, ქეცბას ეუბნები პირდაპირ ილაპარაკეო და შენ არ ლაპარაკობ პირდაპირ, რაღაც ქარაგმებით წერ...ვითომ ვერ ხვდები ვიზე წერს...ყენიაზე და ოქრიაშვილზე ამბობს, პატარა ბავშვიც კი მიხვდება...აკრიტიკეთ საფუძვლიანად, იგივე თავდამსხმელზე გეთანხმები, შეეძლო სხირტლაძე და იგივე ყაზაიშვილი გამოეცადა, ასეთ თამაშებში თუ არ გამოიცადნენ 20 წლის ბიჭები აბა ოფიციალურში უფრო ძნელია, თან ერთი ორჰუსში ძირითადშია და მეორე ვიტესში ზამენიდა შეყავთ...
ARVELODI
მე რო ქეცბა ვიყო გავანებებდი ნაკრებს თავს, ეს ერთს ამბობს ესენი სიტყვებზე მოსდევენ, ვერ გაიგეს ამ როჟებმა რო ეს კაცი გალელია და არა ვაკელი, ყველას თავისი სტილი აქვს,გამოხატვის და ქცევის, ფაკტია რო პროფესიონალია და მაინც არ დაუფასდება ეს შრომა, პრირიქით გინებით გააგდებენ და ისეთი სიაფანტები როგორიც ჭანტურია, კიკნაძე, ყაველა და მუჯირი "გადაარჩენენ" ქარტულ ფეხბურთს. ქეცბაიას ერთადერთი შეცდომა ისაა რო ამათგან რო არაფერი არ გამოვა იცის და მაინც არ ანებებს თავს, ტორე ფულს ვერ იშოვის თუ სამსახურს.
lasha-geo
ფეხბურთელს თუ არ უნდა თამაში ვერც დააძალებ.ადამიანს უნდა ქონდეს გენში სამსობლოს სიყვარული.ადრე მეომრები,ერის ხალხი ომობდა,დღეს სპორცმენმა უნდა იომოს ეს სტადინი იქნება თუ ტატამი.ბოლოს და ბოლოს ამ ვაი და სპორცმენებს თუ ერის მოქალაქეებს თამაშის წინ ვაყურებინოთ ქართული კინო *მამლუქი*გიორგი სააკაძე*ან ისტორიიდან რამე ამონარიდი წავუკითხოთ.იქნებ გაიღვიძოს მათში რაღაც მშობლიურმა.რას ნიშნავს გადაღლილი ვარ,ცოლი მომყავს,ფეხი ამტკივდა უეცრად.ელემენტარული ქართველ გულშემატკივარს გვეცით პატივი,რომლებიც გაფასებთ.რა ჯობია შენი მოყვასის გახარებას?არ ვიცი რა...
tavartqiladzes
ბატონო დავით, საკმაოდ ნიჭიერი და ჭკვიანი ჟურნალისტი ბრძანდებით, თქვნი ბევრი კარგი სტატია წამიკითხავს, მაგრამ ეს მე მგონი არ უნდა იყოს მთლად ობიექტურად შედგენილი. გასაგებია, რომ თქვენ და ქეცბაიას დიდად არ გეხატებათ გულზე ერთმანეთი, მაგრამ საღად მსჯელობასთან ეს რა კავშირშია. თუ თქვნ ვერ ხვდებით მე გეტყვით ვისზე აქვს გამახვილებული ყურადღება ქეცბაიას, ყენიას და ოქრიაშვილს გულისხმობს პირველ რიგში და მართლაც რომ ვაი ქვეყანაში ვცხოვრობთ ამ მუდამ პერსპექტიულ, გაზულუქბულ "ვარსკვლავებს" რომ ვუგორებთ კოჭს. პირდაპირ თქვასო რომ ამბობთ ბატონო დავით, ერთხელ მაინც დაწერე რომ აი დღეს ზესტაფონი-დილა ჩატარდა და რაღაც საეჭვო თამაში ჩანდა, გამოიძიეთ ვინმემო. ჟურნალისტმაც უნდა შეუწყოს ხელი ფეხბურთის განვითარებას. მარტო ნაკრების მთავარი მწვრთნელის კრიტიკა და ჯიბრში დგომა არ კმარა
odala
ამ ჟურნალისტებს მეტი არც მოეთხოვებათ. ელემენტარული ქართული არ იციან და აზროვნებას და ნამუსს ვერც მოსთხოვ. ისე ეს მამულაშვილი mamuli.net-ზე ხომ არ აქვეყნებდა ხოლმე სტატიებს? ადრე იყო ასეთი ვებ-საიტი?
akhali
ილიჩევეცის 30თამაშის მერე გადაიღალა?ინგლისში სეზონში 70ტამაშს თამაშობენ,მერე მსოფლიო,ეურო,კონფედერაციის,ტურნეები აშშ-ში,ჩინეთში... გვარები გადაიკეთეთ!სამარცხვინოა ეს ... რობი კინმა კარგები მო...ნა და ლოს-ანჯელესიდან ჩაფრინდა ლონდონში!სად გაიზარდეთ?სრულიად უწიგნური,განათლებლები ხართ? პ.ს.საბავშვო აკადემიებში უდიდესი ყურადღება უნდა მიეკცეს აღზრდას!არამარტო სპორტსმენის,არამედ პიროვნების!განათლებას!გაუნათლებელი დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს!
akhali
.კეცბაიამ ანარტოსისი ჯგუფშიც გაიყვანა და რომ არა ძალიან არახელსაყრელი კალენდარი(ინტერს შეხვდა მე-3,მე-4 ტურში,ინტერმა გაინაღდა გასვლა და დანარჩენი 2 თამაში წააგო)1/8ფინალშიც გაიყვანდა.ბევრი მწვრთნელი ვიცით კეცბაიას შედეგის დამდები?თუ ვიცით ხელფასი სულ ცოტა 5-ჯერ მეტი დაჯდება!თუ იკიდან ,,ატკატი,,გაინტერესებთ?
უძლევი
ვინც ამ ანტი-ქეცბაიას კამპანიას ახორციელებთ და "სტატიებს" უკვეთავთ და ვინც წერთ "ლელო"-ში ყველა ხართ პროვოკატორები, სპეკულიანტები და ფეხბურთის დილეტანტები. ხელი შორს ქეცბაიასგან! "ჟურნალისტებო" წადით და სფფ-ს საქმიანობა შეისწავლეთ; ყველაზე უსუსური და არაფრისმაქნისი ფეხბურთის ფედერაცია აღმოსავლეთ ევროპაში გააკრიტიკეთ. როგორ არაპროფესიონალურად მოიქცა სფფ U19-ის თამაშების გაშუქებასთან დაკავშირებით. შედით ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე და ნახავთ როგორ პროფესიულად ხდებოდა გაშუქება მათი U19-ის გამოსვლების.
vep1963
ქეცბაია წრფელი გულითა და სუფთა ხელებით აკეტებს თავის საქმეს.მაგრამ ვინაიდან მას სათანადო დონის განათლება არ მიუღია ამიტომაც უჭირს კომუნიკაცია და სწორედ რომ ეს არის მისი ერთადერთი ნაკლი.ამიტომ თუ გვინდა ქლესები და მედროვეები ქართველებს ამის პრობლემაც არა გვაქვს.აგერა გვყვანან ჩივაძე,ხურცილავა არველაძეები და იმათ მიხედონ საქმეს.

ან ამ ჩისკოზე რო ჩაიხვიეთ,დავიჯერო ასეთი გაუგებარი რამე თქვა ქეცბაიამ,რომ ხუთი წელი უნდა თამაშობდეს ფიფა-უეფას კანონებით ლეგიონერი ქვეყანაში რომ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მიეცეს და ჩისკო ამ ვადის გასვლის მერე თითქმის ჩემხელა იქნებაო?(ანუ იმ ასაკის რამხელაც ეხლა მე ვარო,ამასაც დავწერ ზოგს ჩისკო და ქეცბაია ერთი ასაკის არ ეგონოს)

რა გაუჭირეთ ქეცბაიას საქმე,რამხელა კამპანიაა დაწყებული მის წინააღმდეგ,რა ხდება?რა იყოთ სიჭინავას ვერაფერი დააკელით და ეხლა ქეცბაიაზე გადახვედით?იმაზე კი არ წერენ რომ მართალს ამბობს ეს კაცი და ცოტა ტვინი გაატოკონ და მიხვდნენ ვისზე ამბობს,აქეთ მისდგნენ ქეცბაიას.
გიო
ჩემთვის ერთი რაღაც მართლა გაუგებარია თუ მწვრთნელს კომუნიკაციის უნარი არა აქვს, როგორ შეუძლია მან გუნდი განაწყოს საბრძოლველად? ის ხომ პირველ რიგში კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. მართლაც მაგრა მწყდება გული, თემურისგან უფრო მეტს ველოდი.................................
dato
ტქვენ ტუ არ მოგწონტ ქეცბაია მასჰინ სხვა ნახეტ უკეტესი ვინმე
murtalo
ბატონო დავით, თქვენ და თქვენმა კოლეგებმა, მერაბმა ან გოტფრიდმა იქნებ ინებოთ და დაწეროთ ყოველგვარი მითქმმა მოთქმის გარეშე რას ფიქრობთ ქეცბაიაზე , როგორც ნაკრების მწვრთნელზე. ***! ქეცბაიას მხოლოდ კვიპროსის აკადემიის მწვრთნელობა შეუძლია.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1 - ნერვების თამაში [VIDEO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა