"რეინჯერსმა" მწვრთნელი გაუშვა
ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში დასრულდა კონფერენციების ნახევარფინალური სერიები და მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - სტენლის თასის გათამაშებას შემორჩა ოთხი გუნდი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა თასის მფლობელი.

"დეტროიტმა" თითქმის მოგებული სერია დაუთმო "ჩიკაგოს", რომელმაც 1:3-დან მოახერხა ზედიზედ სამი მატჩის მოგება და კონფერენციის ფინალში გასვლა. ბოლო მატჩებში "დეტროიტი" უფრო დაღლილი ჩანდა და ეს გამოჩნდა მეშვიდე შეხვედრაშიც, რომლის დიდ ნაწილში "ბლეკჰოქსი" ხელის განძრევის საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ძირითად დროში მხოლოდ ერთი შაიბა გაიტანეს.

ეს ერთი გოლი "დეტროიტის" შეცდომის ბრალია, რომელმაც სამი ერთზე გასვლის საშუალება მისცეს მეტოქეს და მიხალ ჰანზუშმა, მარიან ჰოსამ და პატრიკ შარპმა შესანიშნავად გაითამაშეს კომბინაცია. შარპმა ამ პლეი ოფში მეშვიდე გოლი გაიტანა.

1:0-ზე "ჩიკაგოს" შეეძლო, მოემთავრებინა საქმე და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა ფინალში გასვლა, მაგრამ პატრიკ კეინმა ორი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა. თავის მხრივ, "დეტროიტს" დაახლოებით 30 წუთი მომენტი არ შეუქმნია. სტუმრები მხოლოდ მეორე პერიოდის ბოლოსკენ გამოცოცხლდნენ და ამან შედეგი მესამე 20-წუთეულის 30-ე წამზე გამოიღო.

როგორც წესი, ამ პლეი ოფში "დეტროიტი" ცუდად ატარებს მესამე პერიოდს - შაიბების შეფარდება კატასტროფული აქვს: 10-20 ("ჩიკაგოს" - 14-7), მაგრამ ამჯერად მასპინძლებს გამოეპარათ მეტოქის კონტრშეტევა, გუსტავ ნიკვისტმა ჰენრიკ ზეტერბერგს მიაწოდა შაიბა და მან, პრაქტიკულად, ცარიელ კუთხეში გაიტანა - 1:1.

მართალია, საფინალო სირენამდე 20 წუთი რჩებოდა, მაგრამ ამის შემდეგ გუნდებს თითქმის არ ჰქონიათ კომბინაციური თამაში და ანგარიში მხოლოდ რომელიმე მოთამაშის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თუ შეიცვლებოდა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა.

ერთხელ მსაჯმა "ჩიკაგო" დაჩაგრა, რადგან ჯონათან ერიქსონის უხეშობა შარპის წინააღმდეგ ბულიტით უნდა დასჯილიყო. ორი წუთით ადრე კი ბრენტ სიბრუკმა გაიტანა, მაგრამ ეს სასტვენის შემდეგ გააკეთა.

საჭირო გახდა ოვერტაიმის თამაში - პირველად ამ სერიაში და... უკანასკნელად. დამატებითი დრო 3 წუთი და 35 წამი გაგრძელდა. გასაოცარია, მაგრამ გადამწყვეტი შაიბა სიბრუკმა გაიტანა, რომელმაც ეს სერია ჩააგდო. გოლის დროს მას ხელს ნიკლას კრონვალი უშლიდა, რომელიც, პირიქით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ჩიკაგო-დეტროიტი 2:1 (ო)

0:0, 1:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 შარპი-7 (მარიან ჰოსა-6, ჰანძუში-5), 1:1 ზეტერბერგი-4 (ნიკვისტი-3, ქლირი-6), 2:1 სიბრუკი-1 (ბოლანდი-1).

სერია: 4-3

1/2-ფინალის კალენდარი

აღმოსავლეთი

პიტსბურგი-ბოსტონი

1 ივნისი პიტსბურგი-ბოსტონი

3 ივნისი პიტსბურგი-ბოსტონი

5 ივნისი ბოსტონი-პიტსბურგი

7 ივნისი ბოსტონი-პიტსბურგი

9 ივნისი პიტსბურგი-ბოსტონი*

11 ივნისი ბოსტონი-პიტსბურგი*

12 ივნისი პიტსბურგი-ბოსტონი*

დასავლეთი

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი

1 ივნისი ჩიკაგო-ლოს ანჯელესი

2 ივნისი ჩიკაგო-ლოს ანჯელესი

4 ივნისი ლოს ანჯელესი-ჩიკაგო

6 ივნისი ლოს ანჯელესი-ჩიკაგო

8 ივნისი ჩიკაგო-ლოს ანჯელესი*

10 ივნისი ლოს ანჯელესი-ჩიკაგო*

12 ივნისი ჩიკაგო-ლოს ანჯელესი*

შენიშვნა: * - საჭიროების შემთხვევაში

"რეინჯერსმა" მწვრთნელი გაუშვა

"ნიუ იორკ რეინჯერსის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჯონ ტორტორელა", - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

54 წლის ტორტოლერამ "რეინჯერსი" 2009 წლის 23 თებერვალს ჩაიბარა, როცა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შეცვალა ტომ რენი. ხუთი სეზონის განმავლობაში, ტორტოლერას საუკეთესო შედეგი იყო სტენლის თასის ნახევარფინალში გასვლა 2011-12 წლების სეზონში. წელს "რეინჯერსმა" პლეი ოფში მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ხუთ მატჩში დათმო სერია "ბოსტონთან".

დავამატებთ, რომ ტორტოლერა პირველ ადგილზეა NHL-ში ამერიკელ მწვრთნელებს შორის კარიერაში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით (410).

კანადაში ევროპელებს აკრძალავენ

კანადის ჰოკეის ფედერაცია სერიოზულად არის შეშფოთებული ქვეყნის სამეკარეო სკოლაში არსებული კრიზისის გამო, - იტყობინება TheStar.com.

ამ კვირას გაიმართა ფედერაციის წარმომადგენელთა შეხვედრა კანადის ჰოკეის ლიგის (CHL) კომისართან. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც სამ უმსხვილეს კანადურ ლიგას (ონტარიოს ლიგა, კვებეკის ლიგა და დასავლეთის ჰოკეის ლიგა) აერთიანებს და რომელშიც 16-დან 20 წლამდე ჰოკეისტები თამაშობენ. დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი იყო 60-ივე კლუბში ევროპელი მეკარეების გამოსვლის აკრძალვა.

რთული მისახვედრი არ არის, რომ ჩრდილოეთ ამერიკისთვის ეს არატიპური ნაბიჯი მხოლოდ იმის გამო უნდა გადადგან, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ ადგილობრივმა მეკარეებმა.

"ჩვენს ქვეყანაში, მეკარეების მხრივ, არაფერი მომხდარა და მათი მომზადების პროცესიც ძველებურად ეფექტურია. უბრალოდ, ისინი თავიანთ შანსს არ იღებენ, - ამბობს NHL-ის ყოფილი მეკარე რონ ტანატი, რომელიც ამჟამად კანადის ჰოკეის ფედერაციაში კონსულტანტის პოსტს იკავებს. - მაგიჟებს, როცა ვხედავ, თუ როგორ აგებს ჩვენი ნაკრები მსოფლიოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატში მეტოქის მეკარეების გამო, რომლებიც ოსტატობას ჩვენს ლიგებში იმაღლებენ".

ტანატმა დაამატა, რომ ადგილობრივი მეკარეების ეს სავალალო ტენდენცია იქიდან მოდის, რომ კლუბებს შედეგის მისაღწევად ხშირად აჰყავთ ევროპიდან ასაკოვანი მეკარეები. აღვნიშნავთ, რომ ამ მომენტისთვის, CHL-ში უკვე არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც, ერთ გუნდში არ შეიძლება თამაშობდეს ორ ჰოკეისტზე მეტი ევროპიდან.

თუმცა, თუ ევროპელი მეკარეების უფლებების შემზღუდავ წესს შემოიღებენ, ეს 2014 წლამდე ადრე არ მოხდება და ნებისმიერ შემთხვევაში, ეტაპობრივად დაინერგება.

აქვე მოგიყვანთ რამდენიმე ფაქტს, რის გამოც გამოხატავენ კანადელი სპეციალისტები შეშფოთებას მეკარეების საკითხთან დაკავშირებით:

- იმ რვა გუნდში, რომლებიც სტენლის თასის მეორე რაუნდში გავიდნენ, მხოლოდ ერთია კანადელი - კორი კროუფორდი "ჩიკაგოდან".

- NHL-ში სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზზე სამივე პრეტენდენტი ევროპელია: ჰენრიკ ლუნდკვისტი (შვედეთი, "რეინჯერსი"), ანტი ნიემი (ფინეთი, "სან ხოსე") და სერგეი ბობროვსკი (რუსეთი, "კოლამბუსი").

- ამ სეზონში CHL-ის საუკეთესო მეკარე ჩეხეთს წარმოადგენს.

- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, NHL-ის დრაფტზე მეკარეებს შორის პირველი კანადელი მეკარე არ აურჩევიათ.

- არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს კანადის ნაკრების ძირითადი მეკარე სოჭის ოლიმპიადაზე.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
NHL. პლეი ოფი: უგოლო "პიტსბურგი"
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: მარტინ სან ლუის გაბრწყინება
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
NHL. ფინალი. IV მატჩი: მხიარულება ბოსტონში
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ისევ ტრავმები
ზაზა ფაჩულიასთვის პლეი-ოფი ცუდად დაიწყო - "მილუოკიმ" "დეტროიტი" გაანადგურა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ბევერლი: "ლეიკერსში" ჩანგლის ფუნქციებს მანიჭებდნენ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტანი კროსბი
ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ლეიკერს" ადვილად მოუგო [VIDEO]
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓚᓝᓡᓐ
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]