ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუდნში ტრიუმფატორი 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი "ლელოს" კითხვებს პასუხობს
გია ცეცაძემ პირველად გორის "დილაში" გაიბრწყინა. მანამდე კი რუსთავის "ოლიმპისა" და ბოლნისის "სიონის" დუბლშემადგენლობის მწვრთნელად დანიშნულს, გიორგი დევდარიანის ასისტენტად უფრო იცნობდნენ.

იმ "დილაში", რომელიც შსს-მდე ჩაიბარა და გუნდი ისე ლამაზად აათამაშა, ფეხბურთის გურმანები მიიზიდა. "დილა" ავანტიურისტულ ფეხბურთს აჩვენებდა, დაცვაში მოუხედავად უტევდა და ამის გამო, გუნდი აუტსაიდერებში მოხვდა. მაგრამ ცხადად ჩანდა - ცეცაძე სხვებისგან აშკარად გამოირჩეოდა, გუნდს აყალიბებდა და ცოტა რომ დაეცალიათ, ჩვენი დროის "მრეტებს", "თბილისსა" და "ამერს" ვიხილავდით.

19-წლამდელთა ნაკრებში მისი დანიშვნა ჯერ კიდევ შარშან სურდათ, როდესაც გიორგი დევდარიანმა თბილისის "დინამოში" მუშაობა გადაწყვიტა. ცეცაძე ხომ მანამდე ასაკობრივ ნაკრებებში მისი ასისტენტი იყო. მაგრამ ვერ გარისკეს.

ახლაც იგივე ვითარება განმეორდა: კახა კაჭარავა "ზესტაფონში" მიიწვიეს და ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდ დარჩა. ფედერაციამ ამჯერად გარისკა და ამ გადაწყვეტილების მიმღებ-ხელშემწყობნი მალე შამპანურს დამსახურებულად შესვამენ - ცეცაძის დარიგებულმა 19-წლამდელთა ნაკრებმა ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდზე უდიდეს სენსაციას გვაზიარა, ინგლისთან 1:1 ითამაშა, შოტლანდიას 9 კაცით 3:1 მოუგო, მასპინძელ ბელგიას - 2:0 და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

ტრიუმფატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი დღეს "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

- მუდამ იმეორებდით, რომ ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს. მაგრამ ჩვენში გაბატონებულია აზრი, რომ არაფერიც არ შეგვიძლია. ასეთ ნიჰილისტურ გარემოში გუნდის წარმატებისთვის მომართვა ძალიან ძნელი იქნებოდა.

- ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი, რადგან ყველა არ წუწუნებს და ასე არ ფიქრობს. ჩვენ ბელგიაში წარმატებას მხოლოდ ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე არ მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ამით იწყება. მაგრამ უპირველესად, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა აზრიანი თამაშით შევძელით.

რა თქმა უნდა, იდეალურად არ ვთამაშობდით, ხარვეზებიც მრავლად არის და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ბიჭებმა დავალებები 50 პროცენტამდე შეასრულეს და ეს მაიმედებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ.

- თქვენ შემტევი ფეხბურთი გიყვართ - ძლიერ მეტოქეებთან ასეთი თამაში მოახერხეთ?

- აქცენტი სწორედ შეტევაზე გვქონდა გადატანილი. მაგრამ სწორად დაცვასაც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ვამბობდით, რომ შეტევისას ყველა მცველი თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო, დაცვისას კი - ყველა თავდამსხმელი მცველებს დახმარებოდა.

შოტლანდიასთან შეხვედრის ჩანაწერს რომ ვუყურე, გაოცებული დავრჩი, 9 კაცითაც რომ დავრჩით, თავდამსხმელები მაშინაც გონივრულად და სწორად მოქმედებდნენ. ფეხბურთში ყველაზე მეტად დროისა და სივრცის ათვისება ფასობს და ბიჭები ამას კარგად ახერხებდნენ. ასევე იყო ინგლისთანაც, მეტოქეს კაცი კი გაუგდეს, მაგრამ ძალიან გონივრულად და მწვავედ მოქმედებდა. ჩვენმა ბიჭებმა მეორე ნახევარში ნამდვილი შტურმი მოუწყვეს და უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს.

რაც მთავარია, გვჯეროდა, რომ ჩვენი თავდადება, საქმის სიყვარული და ღმერთზე მინდობა შედეგს მოგვიტანდა.

- შემტევი სტილი ყოველთვის რომ არ ამართლებს?

- არ ამართლებს მაშინ, თუ არასწორად თამაშობ. მწვრთნელობა 2000 წელს სკა-ზე კოტე ჯალიაშვილმა დამაწყებინა. მას შემდეგ მიმუშავია თემურ ფოცხვერიასთან, გიორგი დევდარიანთან, გელა სანაიასთან. ეს ხალხი, პლუს გეგუჩაძე, ჭიაბრიშვილი ლაღი ფეხბურთის მიმდევრები არიან. მათგან ბევრი ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ და ერთს მივხვდი: საქართველოში იგივე სინდრომია, რაც ფეხბურთელებთან მიმართებაში - რატომღაც, ჩვენებს უცოდინრებად თვლიან. ეს "მეორე ნომრის" სინდრომია, რომელიც მალე უნდა მოვიშოროთ. არადა, საუკეთესო მწვრთნელები გვყავს და არ ვაფასებთ.

ფეხბურთში ყველას შემქმნელი და შემტევი გუნდები და მოთამაშეები მოგვწონს. ბავშვობიდან მიყვარდა თბილისის "დინამო", ჰოლანდიის ნაკრები და "ბარსელონა", რადგან მათი ლაღი თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. ქართული გუნდები ყველაზე წარმატებულ პერიოდებში შემტევ სტილში თამაშობდნენ - ასე იყო ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, 13 მაისის თაობით დასრულებული. მართალია, ცხადაძე-არველაძე-ნემსაძე-ჯამარაულის თაობას წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ისინიც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდნენ.

ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულური - სულ შეტევაა და შეუძლებელია ფეხბურთში ეს არ გაითვალისწინო, რადგან ჩვენი შემოქმედება ქართულ ხასიათს ასახავს. ამიტომ, ქართული ფეხბურთის სტილზე ფიქრის დროს წარსული, ისტორია და ჩვენი ხალხის ხასიათი უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ. ქართველს გერმანელის ნებისყოფა და "ფიზიკა" არ აქვს, დაცვაში ჩამჯდარმა ხანგრძლივ შეტევებს რომ გაუძლოს, ჩვენი სტიქია შეტევაა.

- ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი ბავშვების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკუთარი ძალების არდაჯერებაა. ამ კუთხით ბევრი იმუშავეთ?

- ბიჭებს მართლაც ბევრს ველაპარაკებოდი, მაგრამ მათაც ჰქონდათ ასეთი იმედი და განცდა. საერთოდ, ლოგიკურიც არის, საკუთარი ძალების რომ არ გვჯერა, რადგან დამოუკლიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულ ფეხბურთს საკლუბო და სანაკრებო დონეზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია - ფეხბურთელებში ფსიქოლოგიური ჩავარდნა ამან გამოიწვია.

ახლა საქართველოში ფეხბურთი მცირე ტემპით ვითარდება და შედეგები გვჭირდება, ნიჭიერმა ბავშვებმა ახლა და შემდგომ რომ ირწმუნონ - ქართველები ფეხბურთში დილეტანტები არ ვართ.

საკმარისი არაა მარტო კარგი თამაში, მთავარი შედეგია და ის უკვე გვაქვს - ზედიზედ ორი წელიწადია, საქართველოს ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავდივართ. ეს მომავალ თაობებს უფრო თავდაჯერებულს გახდის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვასიკო მაისურაძის და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებმა ახლა უბრალო წარმატებებს კი არ მიაღწიეს, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ღონიერი ნაბიჯები გადადგეს. შემდგომი თაობები იფიქრებენ, ინგლისს, ესპანეთს, გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს ადრე თუ მოვუგეთ, ახლა რატომ არის შეუძლებელიო.

ისეც არ გაიგოთ, რომ ევროფინალში გასვლით რეალობის აღქმის უნარი წამერთვა. ვიმეორებ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ შედეგიდან გამომდინარე, ტენდენციები და ქართული ფეხბურთის პოტენციალი გამოჩნდა - ჩვენ მართლა ბევრი შეგვიძლია.

- ბელგიაში შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ რომ დაგიკავშირდით, ბრძანეთ, ევროპის ჩემპიონატზე სამეულში მოხვედრის ამბიცია მაქვსო - ამის მართლაც გჯერათ?

- რომ არ მჯეროდეს, ნაკრებში მუშაობას აზრი არ ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან გასვლა რეალურია.

- ევროპის ჩემპიონატი 20 ივლისს დაიწყება. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გაქვთ.

- სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციას ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის მონაზახი ნაკრებში დანიშვნის დროს წარვუდგინე. შესაძლოა, ეს მაშინ ვიღაცებისთვის სასაცილოდ ჟღერდა, მაგრამ ასე იყო. ლოგიკურიც არის - სახლს რომ აშენებ, გადახურვაზე ფიქრობ.

- ახლა ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს და სრულყოფილი შეკრებისთვის საჭირო ფინანსები მოიძებნება?

- დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება. განსაკუთრებულიც არაფერი გვჭირდება, მარსზე გაფრენას კი არ ვაპირებთ, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ნორმალურ გარემოში უნდა ვივარჯიშოთ.

- თქვენი შეკრება სეზონისწინა მომზადებას ემთხვევა და კლუბები მოთამაშეებს გამოუშვებენ?

- მსგავსი პრობლემა ადრეც არ გვქონია და დარწმუნებული ვარ, ახლაც არაფერი მოხდება. თავიდან ბავშვები კლუბებში მოემზადებიან, ევროფინალის დაწყებამდე ორი კვირით ადრე უცხოურ შეკრებაზე გავემგზავრებით, ლიტვაში კი - პირველ მატჩამდე 4-5 დღით ადრე.

- როდესაც მსაჯის სასტვენი გაისმა და ევროფინალში გავედით, იმ წამს რაზე ფიქრობდით?

- გულწრფელად გეტყვით - ვფიქრობდი, როგორ გავახარეთ ჩვენი ხალხი და რამხელა სიამოვნება მივანიჭეთ. ნაკრები ამ სულისკვეთებით ემზადებოდა და ამაში ბიჭებიც ამყვნენ. ქართველებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთში მეორეხარისხოვანი ერი არ ვართ და რომ დაკუნთულ და ბევრად უკეთეს პირობებში გაზრდილ ევროპელებზე ნაკლებად არ ვთამაშობთ.

ასეც მოხდა, ბიჭებმა ინგლისელებს, შოტლანდიელებსა და ბელგიელებს ბურთი თავზე "დაახიეს". ბელგიასთან ორივე გოლი ინდივიდუალური ოსტატობით გავიტანეთ. ჩვენი დიდი პლუსი, გუნდურ თამაშთან ერთად, ინდივიზუალიზმია. ბავშვები სწორედ ამ თვისებების გაუმჯობესებაზე უნდა ვავარჯიშოთ, მომავალში ბევრად უკეთეს შედეგებს რომ მივაღწიოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!

U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]

U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]

U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი

givargi
ფეხბურთი ჩვენი თამაშია.
giorgi
მივცეთ მთავარი ნაკრებიც, რომელის მწვრთნელსაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია შეტევა რა არის?
Georgi
კარგად აზროვნებს ეს კაცი! ბევრი ასეთი მწვრთნელი გვინდა ბავშვებში!
shalva
აი ქართული სული.... იხაროს ესეთმა ქართველებმა...
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს