ავსტრალიასთან მარცხის შემდეგ გრემ ჰენრიმ შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა
გასულ უქმეებზე ჰონკონგში ბლედისლოუს თასზე ავსტრალიასთან დრამატული მარცხის შემდეგ - 24:26, "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. ახალზელანდიელები შაბათს "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"კივების" შემადგენლობაში დებიუტი ექნება 25 წლის შუამარბ სონი ბილ ვილიამსს (რომელიც რაგბიში რაგბი ლიგიდან გადმოვიდა) და ცხრა ნომერ ელბი მეთიუსონს. ვილიამსი კონრად სმიტს შეცვლის, მეთიუსონი კი ჯიმი ქოუანს.

მეორეხაზელი ტომ დონელის ნაცვლად ჰენრიმ სემ ვაითლოქი დააყენა. მეორედ დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს გარემარბი ხოსე გაერი, რომელმაც ტრავმირებული ქორი ჯეინი შეცვალა.

"ყველას გვსურს უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე გასულ უქმეებზე ავსტრალიასთან. მორაგბეები ცოტა ნერვიულობენ, "თვიქნემზე " ინგლისელებთან თამაში ყოველთვის განსკუთრებული მოვლენაა" - თქვა გრემ ჰენრიმ.

დანაკლისი აქვთ ინგლისელებსაც, "ოლ ბლექსთან" ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ლიდერი და მთავარი მექულე ჯონი ვილკინსონი. ხუთნი ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, შონთაი ჰეპი, ბენ იუნგზი და ქორთნი ლოუ "თვიქნემზე" პირველად ითამაშებენ. სათადრიგოთა შორის კი ორი დებიუტანტია, "გლოსტერის" მეორეხაზელი დევიდ ეთვუდი და "ლიდსის" სამხრეთაფრიკული წარმოშობის მესამეხაზელი ენდრიუ ფური.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. მაიკ თინდოლი, 12. შონთაი ჰეპი, 11. მარკ კუეტო, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ენდრიუ შერიდანი, 2. სტივ თომპსონი, 3. დენ კოლი, 4. ქორთნი ლოუ, 5. ტომ პელმერი, 6. ტომ კროფტი, 7. ლუის მუდი, 8. ნიკ ისთერი

16. დილან ჰარლთი, 17. დევიდ ვილსონი, 18. დევიდ ეთვუდი, 19. ენდრიუ ფური, 20. დენ კერი, 21. ჩარლი ჰოჯსონი, 22. დელონ ერმითიჯი

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. ჯო როკოთოკო, 13. სონი ბილ ვილიამსი, 12. მაა ნონუ, 11. ხოსე გეარი, 10. დენ კარტერი, 9. ელბი მეთიუსონი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბრედ თორნი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

16. ჰიკა ელიოტი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ენტონი ბორიჩი, 19. ლიამ მესამი, 20. ენდი ელისი, 21. სტივენ დონალდი, 22. ისაია ტოეავა

მარტინ ვილიამსი თადარიგშია

ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში უელსის ნაკრები "ოლ ბლექსის" მძლეველ ავსტრალიას უმასპინძლებს. უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა გუნდის ყველაზე გამოცდილი მორაგბე, "კარდიფის" მესამეხაზელი მარტინ ვილიამსი (95 კეპი) სათდარიგოთა სკამზე გაამწესა. მას თანაკლუბელი სემ ვერბართონმა შეცვლის.

გეთლენდისთვის ყველაზე რთული ფულბეკის ტრავმირებული ლი ბირნის სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა იყო. მან ახალგაზრდა კრის კზეკეჯსა და ჯეიმზ ჰუკს შორის არჩევანი უკანასკნელზე გააკეთა. თუმცა კზეკეჯი 22-კაციან შემადგენლობაში მაინც მოხვდა.

უელსი: 15. ჯეიმზ ჰუკი, 14. ვილ ჰარისი, 13. ტომ შანკლინი, 12. ენდრიუ ბიშოპი, 11. შეინ ვილიამსი, 10. შეინ ჯოუნზი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჯენკინზი, 2. მეთიუ რისი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ბრედ დევისი, 5. ალუნ-ვან ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბართონი, 8. ჯონათან თომასი.

16. ჰიუ ბენეტი, 17. პოლ ჯეიმზი, 18. დეინოლ ჯოუნზი, 19. მარტინ ვილიამსი, 20. რიჩი რისი, 21. დენ ბიგარი, 22. კრის კზეკეჯი

ოდრისკოლს თამაშის ნება დართეს

ირლანდიის ნაკრები ნოემბრის ტესტებს მსოფლიოს ჩემპიონთან სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩით გახსნის. "სამყურები" ახალ "ავივა სთედიუმზე" პირველად ითამაშებენ.

ირლანდიელთა კაპიტანი და ლიდერი, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი სიხარულს ვერ მალავდა, როცა ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი სამხრეთაფრიკელებთან თამაშს, რომელიც ჩვენს ახალ სახლში "ავივა სთედიუმზე" გაიმართება. ჩვენმა ნაკრებმა "კროკ პარკზე" ისტორია შექმნა, ახლა კი ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ. ძალიან დამწყდებოდა გული, ავივაზე ნაკრების პირველ მატჩში რომ არ მეთამაშა" - თქვა ოდრისკოლმა.

"ბოკე" დუბლინში საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით ჩადის, ტრავმების გამო მსოფლიოს ჩემპიონებს 13 მორაგებე აკლიათ: ჯონ სმიტი, ჟაკ ფური, ვინანდ ულიფიე, ანდრეას ბეკერი, ფური დუ პრი, ჰენრიხ ბროსუ, ჯეი პი პიტერსენი, ხუთრო სტენკამპი, ბუჩ ჯეიმზი, ბი ჯეი ბოთა, რიკი იანუარი, სხალკ ბურხერი და იან დე იონგი.

ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ტომ ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ლუკ ფიცჯერალდი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ეოინ რედანი. 1. კინ ჰალი, 2. რორი ბესტი, 3. ტონი ბაკლი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. მაიკ ოდრისკოლი, 6. სტივენ ფერისი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შეინ კრონინი, 17. ტომ კურტი, 18. დონჩა რაიანი, 19. დენის ლემი, 20. პიტერ სტრიგერი, 21. რონან ოგარა, 22. პედი ვოლესი

მალეტი პუმების დამარცხებას ეშურება

"სკუადრა აძურა" არგენტინის ნაკრებს 13 ნოემბერს ვერონაში დაუპირისპირდება. იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა შეკრებაზე მყოფი 32 მორაგბიდან 7 სახლში გაუშვა. იტალიელთა გუნდში "ბენეტონის" მორაგბეების, ცხრა ნომერ ედუარდი ჯიორისა და შუამარბ ტომაზო ბენვენუტის თამაში სიახლე იქნება.

" არჩევანი ყოველთვის ძნელია, მით უფრო, როცა ყველა მოთამაშე მუყაითად შრომობს, თავს არ ზოგავს. საწვრთნელი შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომავალი მატჩის მნიშვნელობას ყველა სრულად აცნობიერებს და საქმეს სრული პასუხისმგებლობით უდგება. იმედი მაქვს, "პუმებთან" დაპირისპირება წარმატებული იქნება" - თქვა ნიკ მალეტმა.

იტალიის ნაკრები

შერკინება: რობერტო ბარბიერი, მაურო ბერგამასკო, ლორენცო ჩოტადინი, მარტინ კასტროჯოვანი, კარლო ანტონიო დელ ფავა, სანტიაგო დელაპე, პაულ დერბიშირი, ქვენტინ გელდენჰაუზი, ლეონარდო ჯილარდინი, ანდრეა ლოჩიჩერო, ფაბიო ონგარო, სერჯო პარისე, ანტონიო პავანელო, სალვატორე პერუჯინი, ალესანდრო ძანი.

უკანა ხაზი: ტომაზო ბენვენუტი, მირკო ბერგამასკო, გონსალო კანალე, პაბლო კანავოზიო, ედუარდო ჯიორი, კრეიგ გოვერი, ანდრეა მაზი, ლუკ მაკლინი, ლუჩანო ორკუერა, ალბერტო სგარბი, ტიტო ტებელდი.

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის